პროკურატურა: ე.წ. ჯარისკაცების საქმეზე ბრალდებულს, 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ე.წ. ჯარისკაცების საქმეზე ბრალდებულს, 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. თბილისის საქალაქო სასამართლომ, სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არაადამიანურ მოპყრობასა და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

"თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა, პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არაადამიანურ მოპყრობასა და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

სასამართლო პროცესზე პროკურატურის მიერ გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2020 წელს, სხვადასხვა პერიოდში, შსს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის ქვეგანყოფილების ცვლის უფროსმა გ.ბ.-მ ორ სამხედრო მოსამსახურეს მძიმე ჩაფხუტებით და ჯავშანჟილეტებით აღჭურვილ მდგომარეობაში და პირადი ღირსების შეურაცხყოფით, სხვა სამხედრო მოსამსახურეების თანდასწრებით აიძულა ყაზარმის ტერიტორიის გახეხვა.

გარდა ამისა, 2020 წელს, სხვადასხვა პერიოდში, იმავე ბრალდებულმა, ორ სამხედრო მოსამსახურეს პირადი ღირსების შეურაცხყოფით სხვა სამხედრო მოსამსახურეების თანდასწრებით აიძულა ყაზარმის ტერიტორიის გახეხვა.

სასამართლომ გ.ბ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144³ -ე მუხლის მე-2 და 333-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ორ-ეპიზოდიანი დანაშაულის ჩადენისათვის სრულად ცნო დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ე.წ. ჯარისკაცების საქმის ფარგლებში, 2021 წლის 13 დეკემბერს კიდევ ერთი საქმე - არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე ბრალდებულის დ.დ.-ს მიმართ, თბილისის საქალაქო სასამართლომ ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით განიხილა. სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის მიერ გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ დ.დ.-მ 2020 წელს, სხვადასხვა დროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს საწვრთნელ ბაზაზე (ე.წ „იაღლუჯას“ ბაზაზე) ერთ-ერთ სამხედრო მოსამსახურეს, დასჯის მიზნით, პირადი ღირსების შეურაცხყოფით, სხვა სამხედრო მოსამსახურეების თანდასწრებით, დამამცირებელ მდგომარეობაში ყაზარმის ტერიტორიის გახეხვა აიძულა.

ნაფიცი მსაჯულების ვერდიქტის საფუძველზე, სასამართლომ დ.დ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144³-ე მუხლის მე-2 და 333-ე მუხლის მე-3 ნაწილებით და სასჯელის სახედ და ზომად 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

საქართველოს პროკურატურამ, სახელმწიფო ინსპექტორის საგამოძიებო სამსახურის მიერ გამოძიებულ ე.წ. ჯარისკაცების საქმეზე შესაბამისი მტკიცებულებითი სტანდარტის შექმნისთანავე, მყისიერად მოახდინა სამართლებრივი რეაგირება და ორივე ბრალდებულის მიმართ დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა, რის შემდეგაც, პროკურატურის შუამდგომლობით ორივე მათგანს პატიმრობა შეეფარდა და საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად 5 და 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ.

პროკურატურამ სამართლებრივი რეაგირება მოახდინა ასევე ,,ჯარისკაცების საქმეში“ არაადამიანურ მოპყრობაში მხილებული კიდევ ერთი საჯარო მოხელის, მსჯავრდებულების გ.ბ.-ს და დ.დ.-ს უშუალო უფროსის, შსს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის ქვეგანყოფილების უფროსის მოადგილის მ.ბ.-ის მიმართაც, რომლის მიმართ მისი გარდაცვალების გამო სისხლისსამართლებრივი დევნა არ დაიწყო.

სახელმწიფო ინსპექტორის საგამოძიებო სამსახური აღნიშნულ საქმეზე გამოძიებას აგრძელებს.

გამოძიების ფარგლებში, ნებისმიერი საჯარო მოხელის ბრალეულობის გამოკვეთის შემთხვევაში, საქართველოს პროკურატურა შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას მოახდენს და სისხლისსამართლებრივ დევნას დაიწყებს", - ნათქვამია განცხადებაში.

სხვა სიახლეები:

🔳 ქუთაისში კორონავირუსისგან 101 წლის ქალი გამოჯანმრთელდა

🔳 ნოვაკ ჯოკოვიჩი სასამართლო მოსმენამდე დააკავეს

🔳 უბედური შემთხვევა რუსთავში - ახალი წლის ღამეს 18 წლამდე ბიჭი დაიღუპა

🔳 ბავშვი, რომელიც მეოთხე სართულიდან გადავარდა, გარდაიცვალა - დაკავებულია მამინაცვალი 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1783698929

ახალი ამბები

ბექა დავითულიანი: კრწანისის ტყე-პარკის მიმდებარედ მშენებლობასთან დაკავშირებით სპეკულაციები არ სრულდება

„კრწანისის ტყე-პარკის მიმდებარედ მშენებლობასთან დაკავშირებით სპეკულაციები არ სრულდება. კარგია, რომ ჩვენი კოლეგები ამ ინვესტიციას უკვე თავადაც ე.წ არაბულ ქალაქს უწოდებენ, რადგან ე.წ.-ის წინსართად გამოყ...

ბექა დავითულიანი

1783698015

ახალი ამბები

ირაკლი ქადაგიშვილი: ეს არის ის ვერდიქტი, რომელიც არა მარტო ალეკო ელისაშვილს ეკუთვნის მის მიერ ჩადენილი ქმედების გამო, არამედ - მთლიანად ოპოზიციას

„ეს არის ის ვერდიქტი, რომელიც არა მარტო ალეკო ელისაშვილს ეკუთვნის მის მიერ ჩადენილი ქმედების გამო, არამედ - მთლიანად ოპოზიციას“, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის ს...

ირაკლი ქადაგიშვილი

1783696689

ახალი ამბები

ბექა ოდიშარია ოპოზიციას: იყავით კონსტრუქციულები, რადგან პოპულისტური ტყუილებით ფონს ვერ გახვალთ

თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ ბექა ოდიშარიამ, საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე ოპოზიციონერ კოლეგებს პოლიტიკური პარტია „ლელოდან“ კონსტრუქციულობისკენ მოუწოდა და აღნიშნა,...

ბექა ოდიშარია

1783695449

ახალი ამბები

ნოდარ ბოკერიამ საკრებულოს სხდომაზე ანაკლიის პორტზე პარტია „ლელოს“ წარმომადგენლის გრიგოლ გეგელიას განცხადებებს უპასუხა

თბილისის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს უმრავლესობის წევრმა ნოდარ ბოკერიამ პოლიტიკური განცხადება გააკეთა, რომელიც ანაკლიის პორტს და პარტია „ლელოს“ წარმომადგენლის, გრიგოლ გეგელიას, განცხადებებს შეეხებო...

ნოდარ ბოკერია

1783694625

ახალი ამბები

ბექა დავითულიანი ოპოზიციას: ვინ არის წარუმატებელი მერი და ვინ წარუმატებელი „რისერჩერი“, რომელიც პოლიტიკურ თემებს ეძებს, რომ რაღაცას მოეჭიდოს, ეს მოსახლეობამ განსაჯოს

თბილისის საკრებულოს სხდომაზე, საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ბექა დავითულიანმა ოპოზიციის კრიტიკას უპასუხა ბოლო დროს თბილისში მომხდარ რამდენიმე ფაქტთან დაკავშირებით. როგორც ბექა დავითულიანმ...

ბექა დავითულიანი