გია ანსიანი დავით ცინდელიანის გატაცებაზე: 3-მა შავებში ჩაცმულმა ახალგაზრდამ პირდაპირ უთხრა, შენ გადმოდიო. წაიყვანეს მანქანისკენ, არაფერი უჩვენებიათ. გამოგვყევით ქალაქის მთავარ სამმართველოშიო, ვჯდები მანქანაში და გასაღები ამოუცლიათ

2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც დავით ცინდელიანის სიცოცხლის უფლების ხელყოფის საქმე განიხილება, ხაიშის სატყეო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, გია ანსიანმა ისაუბრა.

გია ანსიანის განცხადებით, დავით ცინდელიანი სამმა ახალგაზრდამ სხვა მანქანაში გადასვა და მათ უთხრეს, რომ გაჰყოლოდნენ ქალაქის მთავარ სამმართველოში, რა დროსაც ანსიანის მანქანიდან მოიპარეს მანქანის გასაღები და დატოვეს ტერიტორია.

„წყალტუბოს გზატკეცილისკენ უნდა ჩამეხვია, შემეშალა და 100 მეტრით გავცდი, დაახლოებით. როცა მივხვდი, რომ ავცდი გზას, გავაჩერე. ზაური ცინდელიანი იჯდა ჩემს გვერდით და ჰკითხა. წყალტუბოს გზატკეცილისკენ როგორ უნდა გავბრუნებულიყავით. სანამ კითხავს დასვამდა და პასუხს გასცემდნენ. უკვე სამი ახალგაზრდა მომადგა. მეკითხებიან, რა გვარის ხარო, ვუპასუხე ანსიანი-მეთქი. ჩემს გვერდით ზის ზაური, ზაურის უკან ის გოგო ზის, ჩემს უკან დავით ცინდელიანი იჯდა. პირდაპირ ეუბნებიან შენ გადმოდიო. ვიფიქრე, რომ ნარკოტიკზე ხომ არ ამოწმებენ-თქო. არც მიფიქრია, რომ ასეთი შემთხვევა იყო მოსალოდნელი. პირდაპირ წაიყვანეს მანქანისკენ. შავი მაისურები და შარვლები ეცვათ, სპორტული აღნაგობის მოკლედ შეჭრილი თმით ახალგაზრდები. არაფერი უჩვენებიათ. მე რომ ვუთხარი, სად მიგყავთ-მეთქი, ჩვენ სამმართველოში ვართ დაბარებულები, ვიცითო ყველაფერიო და გამოგვყევით ქალაქის მთავარ სამმართველოშიო. ვჯდები მანქანაში და მანქანის გასაღები ამოუცლიათ. იქვე ჩასახვევი იყო, ეს ბანკის წინ ხდება, იქვე კამერებიც არის, მაგრამ ორჯერ ვიყავით ჩამოსული და კამერები არავინ არ გვანახა“, - განაცხადა გია ანსიანმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1750331566

სპორტი

გურამ თუშიშვილმა მსოფლიო ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყო

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ძიუდოში გურამ თუშიშვილმა (+100) პირველი გამარჯვება მოიპოვა – ქართველმა მეორე წრეში სლოვაკი მარიუს ფიზელი იპონით დაამარცხა. წინასწარი ორთაბრძ...

გურამ თუშიშვილი

1750331273

საზოგადოება

გიორგი ჭოლაძე ჩორჩანას საგუშაგოზე: შემიძლია, სრული პასუხისმგებლობით გითხრათ მამუკა ბახტაძის ნათქვამი, რომ [საგუშაგოს გახსნაზე] არ იცოდა

საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის აპარატის ხელმძღვანელმა, გიორგი ჭოლაძემ, ჩორჩანას საგუშაგოს გახსნასთან დაკავშირებით, პარლამენტი...

გიორგი ჭოლაძე

1750329876

სპორტი

სოფიო სომხიშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ძიუდოში, სოფიო სომხიშვილმა (+78 კგ) პირველი გამარჯვება მოიპოვა – ქართველმა კოლუმბიელი ბრიჯიტ კარაბალი 38 წამში იპონით დაამარცხა. წინასწარი ო...

სოფიო სომხიშვილ

1750329784

საზოგადოება

კახა კალაძე: ადამიანთა გარკვეული ჯგუფი ჯიუტად ებრძვის ქართულ სახელმწიფოებრიობას, არსებულ ხელისუფლებას, რადგან ვერ შეძლო თავისი აგენტურის მოყვანა

„ადამიანთა გარკვეული ჯგუფი ჯიუტად ებრძვის ქართულ სახელმწიფოებრიობას, არსებულ ხელისუფლებას, იმიტომ, რომ ისინი დამარცხდნენ არჩევნებში და ვერ შეძლეს თავიანთი აგენტურის მოყვანა“, - ამის შესახებ თბილისის მ...

კახა კალაძე

1750329730

საზოგადოება

ირაკლი ქადაგიშვილი: საქართველომ უმაღლეს თავსებადობას მიაღწია ნატოსთან, მაგრამ სამწუხაროდ, იქითა მხრიდან რეალური გადაწყვეტილებები მიღებული არ არის. დანარჩენი ნატოს მესვეურების გადასაწყვეტია

The Gardian-ი გამოქვეყნდა ევროპული პოლიტიკის ცენტრის უფროსი მკვლევრის ანალიტიკური სტატია, რომელიც ნატოს მომავალ სამიტს ეხება. როგორც პოლ ტეილორი წერს, მკაფიოდ არავინ ახსენებს ნატოს დაპირებას, რომ უკრა...

ირაკლი ქადაგიშვილი