გია ვოლსკი: სალომე ზურაბიშვილი თავისი პიროვნების აქტუალობის წამოწევის მცდელობებით დაიტანჯა

„სალომე ზურაბიშვილი თავისი პიროვნების აქტუალობის წამოწევის მცდელობებით დაიტანჯა. 2022 წლიდან მოყოლებული, ყოველდღიურად ცდილობს, როგორმე ოპოზიციას სათავეში ჩაუდგეს და სააკაშვილი ჩაანაცვლოს, როგორც კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ლიდერმა“, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, „სალომე ზურაბიშვილი ხან „ქარტიას“ აქვეყნებს, ხან ევროპულ „ვოიაჟს“ ისე აჩვენებს, თითქოს, მან გადაწყვიტა საქართველოს ბედი, მაგრამ ამას შედეგი არ აქვს“.
„ახლა იმ ადამიანებთან არის დაკავშირებული, რომლებმაც მას უკიდურესად მძიმე შეურაცხყოფები მიაყენეს. ამ მცდელობებშია სალომე ზურაბიშვილი. ხან „ქარტიას“ აქვეყნებს, ხან ევროპულ „ვოიაჟს“ ისე აჩვენებს, თითქოს მან გადაწყვიტა საქართველოს ბედი, მაგრამ ამას შედეგი არ აქვს.
ყველამ კარგად იცის, რას წარმოადგენს, რა უნდა და რა მიზანს ემსახურება. ეს მიზანი უცვლელია, იგივეა, რაც ლევან ხაბეიშვილს, თინა ბოკუჩავას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს თუ თეონა აქუბარდიას აქვთ. აქედან გამომდინარე, უშედეგოა მისი მცდელობები, რაღაც ფინტების ტარება პოლიტიკურ ველზე.
ახლა კიდევ ახალ ქარტიას გამოაქვეყნებს, შემდეგ ვიღაცები დაიწყებენ მცდელობებს, როგორმე ქარტიაზე ხელი მოაწერინონ ადამიანებს, რომლებიც გუშინ სალომე ზურაბიშვილს დამამცირებელ სიტყვებს უწოდებდნენ. ეს ღლიცინი, ფუთფუთი ამ ყოფილი პრეზიდენტის მუდმივი მახასიათებელია“, - აღნიშნა ვოლსკიმ.
1741280979
მსოფლიოკიტ კელოგი: დონალდ ტრამპს რუსეთთან ურთიერთობების გადატვირთვა სურს
უკრაინასა და რუსეთში აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კიტ კელოგმა განაცხადა, რომ თეთრი სახლის ლიდერის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ახალი მიდგომა რუსეთის მიმართ ურთიერთობების გადატვირთვას ეხება. ...
1741278600
ახალი ამბები„საქართველო მზად არის განაახლოს დიალოგი ურთიერთპატივისცემის საფუძველზე, თუ ევროკავშირი გადაწყვეტს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებას“ - მაკა ბოჭორიშვილი
საქართველო მზად არის განაახლოს დიალოგი ურთიერთპატივისცემის საფუძველზე, თუ ევროკავშირი გადაწყვეტს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებას, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვ...
1741275993
ახალი ამბებიპრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი თურქმენეთში დაიწყო
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი თურქმენეთში დაიწყო.აშხაბადის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს პრემიერ-მინისტრის დახვედრის ცერემონია გაიმართა. მთავრობის მეთაურს თურქმე...
1741274766
ახალი ამბები10 მარტიდან 10 აპრილის ჩათვლით ბაღდათი-კურორტი საირმეს მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდება
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(საღორია)-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზის კმ32-კმ47 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოების...
1741274219
ახალი ამბებიგიორგი გამსახურდია ოპოზიციაზე: დასცინიან ადამიანების რელიგიურ გრძნობებს, ამათი „საღადაო“ არის ჯვარი, რწმენა და საერთოდ ყველაფერი, რაც ტრადიციებთან და სულიერ ღირებულებებთან არის ასოცირებული
დიდი მარხვის პირველ დღეს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მიერ Fox News-ზე ნაცრის ოთხშაბათის ჯვრით გამოჩენასთან დაკავშირებით ქართველი ოპოზიციონერების გამოხმაურებას საქართველოს პირველი პრეზიდენტ...