გია ვოლსკი - საქართველოზე აგრესიული თავდასხმების პოლიტიკა ჯერ არ შეწყვეტილა, სამწუხაროა, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნებმა ასეთი უარყოფითი მხრიდან გამოიჩინეს თავი

საქართველოზე აგრესიული თავდასხმების პოლიტიკა ჯერ არ შეწყვეტილა, სამწუხაროა, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნებმა ასეთი უარყოფითი მხრიდან გამოიჩინეს თავი, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
ვოლსკის კითხვა დაუსვეს იმასთან დაკავშირებით, რომ ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა ქართველ თანამდებობის პირებს, აგრეთვე „ალტ-ინფოს“ წარმომადგენლებს ქვეყანაში შესვლა აუკრძალეს.
„ბალტიისპირეთის ქვეყნებისთვის უმჯობესია, რომ ცეცხლი სხვაგან ენთოს, დაძაბულობა სხვაგან იყოს, რუსეთის აგრესიული ძალა სხვა მიმართულებით იყოს პოტენციურად განვითარებული. რეალურად, სწორედ ესენი არიან ლიდერები იმ პოლიტიკის, რასაც ჰქვია მცდელობა სახელმწიფოში ხელისუფლების შეცვლის და ისეთი ხელისუფლების მოყვანის, რომელიც ევრობიუროკრატიისთვის საჭირო პოლიტიკას განახორციელებს. ამის უკან არაფერი დევს, გარდა ასეთი ბოროტი ზრახვებისა. ვფიქრობ, ეს ყველასთვის ნათელ სურათს ქმნის. სამწუხაროდ, თვალ-ყურს ვადევნებთ, რომ საქართველოზე აგრესიული თავდასხმების პოლიტიკა ჯერ არ შეწყვეტილა. არ შეწყვეტილა, რადგან მსოფლიოში ჯერ არ ვითარდება ცვლილებები, რომლებიც ჩვენთვის ასეთი დიდი მნიშვნელობისაა. სამწუხაროა, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნებმა ასეთი უარყოფითი მხრიდან გამოიჩინეს თავი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც რუსეთთან მათი ეკონომიკური ბიზნესურთიერთობები საკმაოდ ინტენსიურია და მნიშვნელოვნად აჭარბებს საქართველოს სავაჭრო ბრუნვას, რომელიც მას წლიურად აქვს რუსეთის ფედერაციასთან. აბსურდული ბრალდებებია, რომელშიც „საერთაშორისო გაუმჭვირვალე გამჭვირვალობა“ ჩაერთო. ესეც ერთ-ერთი ინდიკატორია, რომ რეალობასთან ახლოს არ არის და ამის უკან ბოროტი გეგმებია, რასაც ჰქვია საქართველოს დაჩოქება და რევოლუციის გზით საქართველოში გადატრიალების მოხდენა. ამას სხვა ახსნა არ აქვს, რადგან აგრესიულ საუბარზე თუ არის ლაპარაკი, რასაკვირველია, ბექა ოდიშარია და ნებისმიერი სხვა მნიშვნელოვნად ჩამორჩება იმ განცხადებებს, რასაც თუნდაც ქუჩიდან ვისმენთ და ტრიბუნიდან ვისმენდით სულ ახლახან. ეს არ არის მიზეზი. ეს მოგონილი თემაა. სახელმწიფოს პოლიტიკა როცა მოგონილ თემაზე ეწყობა, ნიშნავს, რომ ჩანაფიქრია კონსპირაციული, ბნელი, აგრესიული, რასაც არ იმსახურებს არც ჩვენი ქვეყანა და არც თითოეული პიროვნება, რომელიც აქ არის ჩამოთვლილი“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
1741280979
მსოფლიოკიტ კელოგი: დონალდ ტრამპს რუსეთთან ურთიერთობების გადატვირთვა სურს
უკრაინასა და რუსეთში აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კიტ კელოგმა განაცხადა, რომ თეთრი სახლის ლიდერის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ახალი მიდგომა რუსეთის მიმართ ურთიერთობების გადატვირთვას ეხება. ...
1741278600
ახალი ამბები„საქართველო მზად არის განაახლოს დიალოგი ურთიერთპატივისცემის საფუძველზე, თუ ევროკავშირი გადაწყვეტს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებას“ - მაკა ბოჭორიშვილი
საქართველო მზად არის განაახლოს დიალოგი ურთიერთპატივისცემის საფუძველზე, თუ ევროკავშირი გადაწყვეტს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებას, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვ...
1741275993
ახალი ამბებიპრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი თურქმენეთში დაიწყო
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი თურქმენეთში დაიწყო.აშხაბადის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს პრემიერ-მინისტრის დახვედრის ცერემონია გაიმართა. მთავრობის მეთაურს თურქმე...
1741274766
ახალი ამბები10 მარტიდან 10 აპრილის ჩათვლით ბაღდათი-კურორტი საირმეს მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდება
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(საღორია)-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზის კმ32-კმ47 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოების...
1741274219
ახალი ამბებიგიორგი გამსახურდია ოპოზიციაზე: დასცინიან ადამიანების რელიგიურ გრძნობებს, ამათი „საღადაო“ არის ჯვარი, რწმენა და საერთოდ ყველაფერი, რაც ტრადიციებთან და სულიერ ღირებულებებთან არის ასოცირებული
დიდი მარხვის პირველ დღეს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მიერ Fox News-ზე ნაცრის ოთხშაბათის ჯვრით გამოჩენასთან დაკავშირებით ქართველი ოპოზიციონერების გამოხმაურებას საქართველოს პირველი პრეზიდენტ...