ნათია თურნავა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტს ტალეჰ კაზიმოვს შეხვდა

საქართველოს ეროვნული ბანკის დელეგაცია აზერბაიჯანის რესპუბლიკის ცენტრალურ ბანკს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ნათია თურნავასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის ტალეჰ კაზიმოვის შეხვედრა.
მხარეებმა განიხილეს რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები მონეტარული პოლიტიკისა და ცენტრალური ბანკის საქმიანობის სფეროში. საუბარი შეეხო რეგიონალურ მაკროეკონომიკურ გარემოს, საფინანსო სექტორს და გეოპოლიტიკური ფაქტორების გავლენას მონეტარულ პოლიტიკაზე.
საქართველოს მაკროეკონომიკურ პერსპექტივასა და მონეტარული პოლიტიკაზე საუბრისას ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკა შოკების მიმართ კვლავ მდგრადია. ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელზე დაბალია და ეკონომიკური ზრდა მაღალია. ფასების სტაბილურობა სებ-ის მონეტარული პოლიტიკის ფრთხილი გადაწყვეტილებებით, მათ შორის, დროული გამკაცრებითა და შემდგომ თანდათანობითი შემსუბუქებით იქნა მიღწეული. როგორც სებ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა ინფლაცია მომდევნო თვეებში მიზნობრივ მაჩვენებელზე დაბლა დარჩება. ფინანსური სტაბილურობის პერსპექტივის თვალსაზრისით, საქართველოს საბანკო სექტორი მყარ მომგებიანობასა და ჯანსაღ საკრედიტო ზრდას ინარჩუნებს, რომელშიც ბიზნეს სესხების წვლილი უმნიშვნელოვანესია.
ორი ქვეყნის ცენტრალური ბანკის წარმომადგენელთა შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ქვეყნებს შორის ფინანსური სერვისების განვითარების შესაძლებლობებზე, მათ შორის ტრანსსასაზღვრო გადახდების ეფექტიანობის გაუმჯობესების საკითხებზე. ამჟამად საქართველოს ეროვნული ბანკი მუშაობს საგადახდო ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციაზე, რათა ის უფრო სწრაფი და ეფექტური გახდეს. ეს არის ორი უმნიშვნელოვანესი პროექტი RTGS სისტემის განახლება და მყისიერი გადახდების სისტემის დანერგვა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ თანამშრომლობის ფარგლებში შეისწავლიან გადახდების მიმართულებით თანამშრომლობის შესაძლებლობებს, რათა მოხდეს ტრანზაქციების ხარჯების შემცირება და ეფექტურობის ზრდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ფინტექ სფეროში რეგიონული თანამშრომლობის შესახებაც ისაუბრეს. აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში ორივე ქვეყანამ ინოვაციების განვითარების მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგეს. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ორი ქვეყნის ცენტრალურ ბანკს შორის თანამშრომლობის გაღრმავება ფინანსური სერვისების განვითარების ახალი ეტაპზე გადასვლას შეუწყობს ხელს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ნათია თურნავამ და ტალეჰ კაზიმოვმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
აზერბაიჯანის ცენტრალურ ბანკში შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ზურაბ პატარაძე.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სებ-ის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსი თამთა სოფრომაძე, საბანკო ზედამხედველობის უფროსი ვახტანგ სიხარულიშვილი, საგადახდო სისტემების დეპარტამენტის უფროსი ნატალია ჭყოიძე და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი გიორგი ედილაშვილი.
1741280979
მსოფლიოკიტ კელოგი: დონალდ ტრამპს რუსეთთან ურთიერთობების გადატვირთვა სურს
უკრაინასა და რუსეთში აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კიტ კელოგმა განაცხადა, რომ თეთრი სახლის ლიდერის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ახალი მიდგომა რუსეთის მიმართ ურთიერთობების გადატვირთვას ეხება. ...
1741278600
ახალი ამბები„საქართველო მზად არის განაახლოს დიალოგი ურთიერთპატივისცემის საფუძველზე, თუ ევროკავშირი გადაწყვეტს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებას“ - მაკა ბოჭორიშვილი
საქართველო მზად არის განაახლოს დიალოგი ურთიერთპატივისცემის საფუძველზე, თუ ევროკავშირი გადაწყვეტს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებას, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვ...
1741275993
ახალი ამბებიპრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი თურქმენეთში დაიწყო
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი თურქმენეთში დაიწყო.აშხაბადის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს პრემიერ-მინისტრის დახვედრის ცერემონია გაიმართა. მთავრობის მეთაურს თურქმე...
1741274766
ახალი ამბები10 მარტიდან 10 აპრილის ჩათვლით ბაღდათი-კურორტი საირმეს მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდება
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(საღორია)-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზის კმ32-კმ47 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოების...
1741274219
ახალი ამბებიგიორგი გამსახურდია ოპოზიციაზე: დასცინიან ადამიანების რელიგიურ გრძნობებს, ამათი „საღადაო“ არის ჯვარი, რწმენა და საერთოდ ყველაფერი, რაც ტრადიციებთან და სულიერ ღირებულებებთან არის ასოცირებული
დიდი მარხვის პირველ დღეს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მიერ Fox News-ზე ნაცრის ოთხშაბათის ჯვრით გამოჩენასთან დაკავშირებით ქართველი ოპოზიციონერების გამოხმაურებას საქართველოს პირველი პრეზიდენტ...