გიორგი გამსახურდია: ისრაელის პრეზიდენტმა დაურეკა სააკაშვილს და ორი ბიზნესმენის შეწყალება სთხოვა. ამ მანიაკმა კიდევ, პრესკონფერენცია მოიწვია და საჯაროდ თქვა, რომ რა მაგარი ბიჭია, პერესმა დაურეკა და ამან არ შეიწყალა

 გიორგი გამსახურდია იხსენებს მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში ორი ებრაელი ბიზნესმენის დაკავების ამბავს, რომელთა შეწყალებაც იმჟამინდელმა ისრაელის პრეზიდენტმა სთხოვა საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილმა პრესკონფერენცია მოიწვია და საჯაროდ თქვა, რომ მას ისრაელის პრეზიდენტმა დაურეკა მან კი არ შეიწყალა და მისი თხოვნა არ გაითვალისწინა.

გამსახურდია „ნაციონალურ მოძრაობას“ ანტისემიტურ ძალას უწოდებს და აცხადებს, რომ ახლა სწორედ ეს ნაძირალები გამოდიან და ისრაელელ ხალხს, ძმობას ეფიცებიან.

„პოლონური ყოველკვირეულის, „ვპროსტის“ ფურცლებზე, 1992 წელს, მიშა ზვიადს კავკასიელ ჰუსეინს რომ ეძახდა, იმ პერიოდში, მისმა პოლიტიკურმა მამებმა, პუტჩისტებმა ჩამოიტყუეს ორი ისრაელელი ბიზნესმენი, რონი ფუქსი და ზეევ ფრენკელი.

მოაწერინეს მოტყუებით ხელი რაღაც აბსურდულ ხელშეკრულებაზე და სავარაუდოდ რაღაც ფინანსური სარგებელი ნახეს.

მერე უკვე მიშას ზეობის ხანაში ამ ორმა ბიზნესმენმა, თავიანთი დადებული ხელშეკრულების ბედის მოკითხვა დააპირეს და საქართველოს ეწვივნენ. ნუ თავისთავად, მისმა „სამართლიანმა“ სასამართლომ და პროკურატურამ ეს ორი ადამიანი კორუფციის ბრალდებით დააკავა და საკმაოდ მაღალი სასჯელი მიუსაჯა.

მაშინდელმა ისრაელის პრეზიდენტმა, შიმონ პერესმა დაურეკა ამ ვიგინდარას და ამ ორი ადამიანის შეწყალება სთხოვა. ამ მანიაკმა კიდევ, პრესკონფერენცია მოიწვია და საჯაროდ თქვა,რომ რა მაგარი ბიჭია, პერესმა დაურეკა და ამან არ შეიწყალა და არ გაითვალისწინა.

ახლა ეს ნაძირალები გამოდიან და ისრაელელ ხალხს, ძმობას ეფიცებიან... ამათზე ანტისემიტი პოლიტიკური ძალა არც კი მახსოვს ქართულ პოლიტიკაში“, - წერს გიორგი გამსახურდია.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1750613960

ახალი ამბები

უკრაინაში ქართველი მებრძოლი ვანო ნადირაძე გარდაიცვალა

უკრაინაში ქართველი მებრძოლი ვანო ნადირაძე სავარაუდოდ, გულის შეტევით გარდაიცვალა. ინფორმაციას „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს. შეგახსენებთ, 2022 წლის 24 თებერვლიდან 22 ივნისამდე რუსეთ-უკრაინის ომში 81-ზე...

ვანო

1750612996

საზოგადოება

ავარია რიკოთზე - არის მსხვერპლი

რიკოთის ერთ-ერთ გვირაბში ავარიას 1 ადამიანი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, დაშავებულია კიდევ 1 პირი. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა, რის გამოც, დასავლეთიდან თბილისისკენ მიმავალი ავტომობილების მოძრაო...

პოლიცია, ლენტი, პატრული

1750612174

მსოფლიო

„დემოკრატი“ კონგრესმენი: ამერიკელი ხალხი მკაფიოდ აცხადებს, რომ მათ არ სურთ აშშ კიდევ ერთ დაუსრულებელ ომში ჩაითრიონ

 ამერიკელი ხალხი მკაფიოდ აცხადებს, რომ მათ არ სურთ აშშ კიდევ ერთ დაუსრულებელ ომში ჩაითრიონ, - განაცხადა „დემოკრატმა“ კონგრესმენმა, მელანი სტენსბერიმ. „პრეზიდენტმა ცალმხრივი სამხედრო მოქმედება განახორც...

დემოკრატი“ კონგრესმენი

1750609617

მსოფლიო

ირანული მედია: ირანის პარლამენტმა მხარი დაუჭირა ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვას

ირანის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, ირანის პარლამენტმა მხარი დაუჭირა ზომებს, რომლებიც ჰორმუზის სრუტის, გლობალური მნიშვნელობის სატრანზიტო გზის, ჩაკეტვას ითვალისწინებს. ეს გადაწყვეტილება აშშ-ის მიერ ი...

ჰორმუზის სრუტ

1750606941

მსოფლიო

აშშ ჩინეთს მოუწოდებს, დაარწმუნოს ირანი, რომ არ ჩაკეტოს ჰორმუზის სრუტე

აშშ ჩინეთს მოუწოდებს, დაარწმუნოს ირანი, რომ არ ჩაკეტოს ჰორმუზის სრუტე. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო მოუწოდებს ჩინეთის მთავრობას, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით დაუკავშირდნენ ირანელებს, რადგან...

აშშ ჩინეთ