გიორგი იაკობაშვილი: „კავკასუს ონლაინის“ განადგურების მიზნით, „სილქნეტის“ და მერიის თანამშრომლები ერთად დადიოდნენ კორპუსების სახურავებზე, მერიის თანამშრომელს ხელში ეკავა ნაჯახი, „სილქნეტის“ თანამშრომელი მას ეუბნებოდა, ეს არის „კავკასუსის“ კაბელი და ჩაჭერი

„კავკასუს ონლაინს“ ინტერნეტბაზრის 80 პროცენტზე მეტი ეკავა. განვითარება სჭირდებოდა, ჭებში კაბელების ჩადება, ეს ჭები იყო ელექტროკავშირის საკუთრება, ელექტროკავშირი იყო ბუნებრივი მონოპოლისტი, შემდეგ ელექტროკავშირი გადაეცა „სილქნეტს“ და „კავკასუს ონლაინს“ უკანონოდ უთხრეს უარი, რომ ეს კაბელები ჭებში ჩადებულიყო“, - ამის შესახებ ჟურნალისტმა გიორგი იაკობაშვილმა, მედიისა და გამოხატვის თავისუფლების უხეში დარღვევის ფაქტების შესახებ საუბრისას, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.
მისი განცხადებით, „კავკასუს ონლაინის“ მფლობელმა მამია სანადირაძემ ეს პრობლემა კორპუსიდან კორპუსზე კაბელების გადაყვანით გადაწყვიტა, თუმცა, „სილქნეტის“ და მერიის თანამშრომლები „კავკასუსის“ კაბელებს ჭრიდნენ, რის შედეგადაც, მოსახლეობას მუდმივი დისკომფორტი ექმნებოდა და კომპანიას მომხმარებლებიც მოაკლდა.
„მამია სანადირაძემ პრობლემა ისე გადაწყვიტა, რომ კორპუსიდან კორპუსზე გადაჰყავდა კაბელები და შეიძინა მომხმარებლები, ბევრი აბონენტი - 80 პროცენტზე მეტი ჰქონდა. ამ დროს, „კავკასუს ონლაინის“ განადგურების მიზნით დაიწყო ასეთი რამ: „სილქნეტის“ და მერიის თანამშრომლები ერთად დადიოდნენ სახურავებზე, მერიის თანამშრომელს ხელში ეკავა ნაჯახი, „სილქნეტის“ თანამშრომელი მას ეუბნებოდა, რომ ეს არის „კავკასუსის“ კაბელი და ჩაჭერი - ჩაჭრიდა და იმ კორპუსში, ცხადია, ინტერნეტი ითიშებოდა.
კავკასუს ონლაინიდან ჯგუფი ოპერატიულად იგზავნებოდა, კაბელის აღდგენა ხდებოდა, მაგრამ მეორე დღეს, ისევ იჭრებოდა. წარმოიდგინეთ, ადამიანები დამოკიდებულები არიან ინტერნეტზე, ზოგისთვის სამსახური იყო და სერიოზული დისკომფორტი შეექმნათ. ამ დროს, როდესაც ინტერნეტი ითიშებოდა, მანქანა შემოვიდოდა კორპუსის ეზოში და მეგაფონით იძახდნენ, რომ ვისაც ხარისხიანი ინტერნეტი უნდა, გადმოდით ჩვენთან - ძირითადად, „სილქნეტი“ იყო, შეიძლება სხვა კომპანიებიც იყვნენ. [აბონენტების რაოდენობა] 80 პროცენტიდან ასე ჩამოვიდა 70, 65, 60 პროცენტზე.
ამის პარალელურად, სანადირაძეს - ოთხი შვილის პატრონს, კარგ ადამიანს, კარგ მეოჯახეს, ოჯახის წევრების ხელყოფით ემუქრებოდნენ. ამ წნეხში რომ მოექცა მამია სანადირაძე, მითხრა, სანამ მთლიანად გაანადგურებენ, ალბათ, ჯობია გავყიდოო. მე ყველაფერი დეტალურად როგორ ხდებოდა არ ვიცი, მაგრამ ერთი რამ შემიძლია გითხრათ: მამია სანადირაძეს ჰყავდა 20%-იანი ბრიტანელი მეწილე და როდესაც „კავკასუს ონლაინის“ გადაცემა თუ გაყიდვა ხდებოდა, 20 პროცენტში ინგლისელს გადაუხადეს 29 მილიონი დოლარი, ხოლო მამია სანადირაძეს 80 პროცენტში გადაუხადეს 13 მილიონი და ისიც არ გადაუხადეს ბოლომდე“, - აღნიშნა გიორგი იაკობაშვილმა.
1747744869
ახალი ამბებიკახა კალაძე: ბოლო ზარს გილოცავთ ძვირფასო მე-12 კლასელებო! ჩემო უმცროსო მეგობრებო, გახსოვდეთ, თქვენი მომავალი თქვენ ხელშია
თბილისის მერი კახა კალაძე სკოლის კურსდამთავრებულებს ულოცავს და ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს. „ბოლო ზარს გილოცავთ ძვირფასო მე-12 კლასელებო! ჩემო უმცროსო მეგობრებო, გახსოვდეთ, თქვენი მომავალი თქვენ...
1747743013
ახალი ამბები„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, მამუკა ხაზარაძემ „ტვ პირველის“ არაფორმალური დაფინანსების შემდეგ „ფორმულას“ დაფინანსებაც დაიწყო
მამუკა ხაზარაძემ „ტვ პირველის“ არაფორმალური დაფინანსების შემდეგ, რადიკალური ოპოზიციის პროპაგანდისტული ტელევიზიის, „ფორმულას“ დაფინანსებაც დაიწყო - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „პრაიმტაიმი“ ავრცელებს...
1747742848
საზოგადოებაალბი კორძაია ხოშტარიაზე: რაც შეეხება ელენეს გუშინდელ ბოდვას, არ ვიცი რატომ დაიწყო საუბარი მშვიდობიან პროტესტზე - მისი აღებული კურსი დეკემბერში იყო სწორი და კიდევ 10 წელი სიარულს მშვიდობიანი პროტესტის გამოსახატავად არავინ აპირებს
რაც შეეხება გუშინდელ ელენეს ბოდვას. არ ვიცი ახლა რატომ და რა მიზეზით დაიწყო საუბარი მშვიდობიან პროტესტზე, ყველამ ვიცით, რომ 4-იანის ოფისში (და არამარტო) დიდი რაოდენობით პიროტექნიკა იყო შენახული, - ასე...
1747742382
ახალი ამბებიდავით სარაჯიშვილის გამზირზე სატრანსპორტო კვანძის მოწესრიგება დაიწყო
თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტომ დავით სარაჯიშვილის გამზირზე, გლდანის გამგეობის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული კვანძის მოწესრიგება დაიწყო, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილ...
1747741188
ახალი ამბებილევან მახაშვილი: ევროკომისიის მონაცემები აჩვენებს, რომ საქართველოს ეკონომიკა არის მყარი და ყველა ის არმაგედონის გეგმები, რომელიც ზოგიერთს ამ ქვეყანაში აქვს ფუჭია
„ევროკომისიის მონაცემები აჩვენებს, რომ საქართველოს ეკონომიკა არის მყარი, მტკიცე და ყველა ის არმაგედონის გეგმები, რომელიც ზოგიერთს ამ ქვეყანაში აქვს საქართველოს ეკონომიკასთან დაკავშირებით, ფუჭია“, - ას...