გიორგი კახიანი: გარკვეული ძალები ცდილობენ, რომ ხელისუფლებაში იყოს არა ის ძალა, რომელიც ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს დაიცავს, არამედ ძალა, რომელიც ქვეყნის გარედან მიღებულ დავალებებს შეასრულებს

გარკვეული ძალები ცდილობენ, რომ ხელისუფლებაში იყოს არა ის ძალა, რომელიც ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს დაიცავს, არამედ ძალა, რომელიც ქვეყნის გარედან მიღებულ დავალებებს შეასრულებს, - განაცხადა დღის ქრონიკაში პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კახიანმა საქართველო-ევროკავშირს შორის ურთიერთობებზე საუბრისას.
მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ კარგად იცის რა უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ დაიცვას ქვეყნის ეროვნული ინტერესები და საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი.
„ჩვენ კარგად ვიცით რა უნდა გავაკეთოთ. პირველ რიგში ეს არის ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა და ბუნებრივია, ამ გზაზე გადახვევა არ მოხდება. მეორე, ეს არის ევროკავშირში ინტეგრაცია, რაც გამოიხატება იმაში, რომ ჩვენ ვასრულებთ ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს. ევროკავშირის ელჩმა განცხადება გააკეთა, რომ შეჩერებული არისო [ევროინტეგრაციის პროცესი]. არ ვიცი, მათი მხრიდან არის ეს დამოკიდებულება. იმისათვის, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს უნდა შესრულდეს ის ვალდებულებები, რაც ასოცირების შეთანხმებით არის აღებული. ამ ვალდებულებების შესრულება ყოველდღიურად ხდება. ვისურვებდი, რომ ამ ნაწილში სათანადოდ დააფასონ ეს ყველაფერი.
სხვადასხვა სახელმწიფოს დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, არის მცდელობა რაღაცნაირად გავლენა მოახდინონ ხელისუფლებაზე და მის მოქმედებებზე. სიმართლე გითხრათ, ვერავინ ახსნის იმას, თუ რატომ ხდება ასეთი რამ. რომ შევაფასოთ და წინაპირობები გავიხსენოთ, ამბობენ იმას, რომ უნდა ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები. რატომ უნდა ჩატარდეს, როდესაც არჩევნები იყო ლეგიტიმური? ყველამ იცის, რომ არ გაყალბებულა. მათ შორის, ევროკავშირშიც ძალიან კარგად იციან და მაინც ითხოვენ რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას. რეზოლუციებში წერენ, რომ სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს სასჯელის მოხდისგან, ითხოვენ ლგბტ პროპაგანდის შესახებ კანონის გაუქმებას. რეალურად, რომ ჩავუღრმავდეთ არ არსებობს მიზეზი საქართველოს ხელისუფლების მიმართ ამ დამოკიდებულების. ამ ყველაფერს ერთი ახსნა აქვს და როგორც ჩანს, დღემდე გრძელდება ეს პროცესი, რომ ცდილობენ გარკვეული ძალები, რომ ხელისუფლებაში იყოს არა ის ძალა, რომელიც ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს დაიცავს, არამედ ძალა, რომელიც ქვეყნის გარედან მიღებულ დავალებებს შეასრულებს“,- აღნიშნა კახიანმა.
1746813203
საზოგადოებავლადიმერ ბოჟაძე: სახელმწიფო და კონკრეტული თანამდებობის პირები ერთადერთი რამის გამო ვისჯებით - ვიცავთ მხოლოდ ჩვენი ხალხისა და სახელმწიფოს ინტერესებს
ჩვენ სასიცოცხლოდ ვართ დაინტერესებული, რომ რუსეთ-უკრაინის ომი მალე დასრულდეს. ჩვენი მოქალაქეები თავად დარწმუნდებიან, რომ როგორც კი ეს ომი დასრულდება, როგორ შეიცვლება დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის მიმართ...
1746811099
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: არ გავხდით პროქსი ომის მონაწილე სახელმწიფო და ამას არასდროს გავაკეთებთ - „ქართული ოცნების“ პირობებში ვერავინ გამოიყენებს საქართველოს მარიონეტ ქვეყნად
არ გავხდით პროქსი ომის მონაწილე სახელმწიფო და ამას არასდროს გავაკეთებთ - „ქართული ოცნების“ პირობებში ვერავინ გამოიყენებს საქართველოს მარიონეტ ქვეყნად, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ფრა...
1746808898
მსოფლიოსიარტო: უნგრეთმა ორი უკრაინული დიპლომატი ჯაშუშობის ბრალდებით, ქვეყნიდან გააძევა
„უნგრეთმა ორი უკრაინული დიპლომატი ჯაშუშობის ბრალდებით, ქვეყნიდან გააძევა“, - ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიარტომ განაცხადა. როგორც სიარტომ აღნიშნა, ორი „ჯაშუში“, რომლებიც, სა...
1746807223
საზოგადოებამაჭავარიანი: ძალიან სამწუხაროა დიპლომატიური კორპუსის მხრიდან ასეთი მიდგომა - როდესაც უნდათ, რაღაცაში ერევიან, როდესაც არ აწყობთ, რომ ეს ხმამაღლა გააჟღერონ, მაშინ ამბობენ, რომ ჩვენ არაფერში არ ვერევითო
„ძალიან სამწუხაროა დიპლომატიური კორპუსის მხრიდან ასეთი მიდგომა, რომ როდესაც უნდათ, რაღაცაში ერევიან, როდესაც არ აწყობთ, რომ ეს ხმამაღლა გააჟღერონ, მაშინ ამბობენ, რომ ჩვენ არაფერში არ ვერევითო“, - ამის...
1746806350
საზოგადოებაირმა ხახუტაიშვილი: „ნიკორაში“ შევედი, 20 ახალგაზრდაა ჩემს წინ, ხელში აქვთ ევროპული ქვეყნების დროშები, უცებ სმ-ს მოდის ერთ-ერთის ტელეფონზე, მეორე ეუბნება, ხომ გითხარი შენც ჩაგერიცხებათქო, რამდენიაო - 200-იო პასუხობს - მოკლედ, რა ფულს ხარჯავს ევროპა
„ფეისბუკ“ მომხმარებელი ირმა ხახუტაიშვილი ერთ-ერთ სუპერმარკეტში მომხდარი ამბის შესახებ სოციალურ ქსელში წერს. როგორც ხახუტაიშვილი აღნიშნავს, სუპერმარკეტში სალაროსთან დგომისას, „სმს ხმა მოდის ჩემს წინ მდ...