გიორგი მამაცაშვილი „ნაცმოძრაობის“ რეჟიმზე: 2003 წლის 23 ნოემბრის მერე, დღე არ გათენებულა ქვეყანაში, როდესაც ან ვიღაცა ცოლ-შვილის წინაშე არ დაემცირებინათ, ან მეზობლების წინაშე არ დაემცირებინათ, არ ეცემათ, არ მოეკლათ

პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე, სადაც „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის დროს მედიისა და გამოხატვის თავისუფლების უხეში დარღვევის ფაქტები განიხილება, ჟურნალისტმა გიორგი მამაცაშვილმა ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის დროს, ქვეყნის სათავეში იყვნენ ჯალათები.

„მე არ ვამბობ, რომ ის რაც 2011 წლის 26 მაისს მოხდა, ჭიპია დედამიწის და რაღაცა ახალი აღმოჩენაა და ყველაზე უარესია, თუკი რამე მსოფლიო ისტორიაში მომხდარა, მაგრამ სათქმელად ადვილია, იცი რა ამაზე უარესებიც გვინახავს. კი ამაზე უარესი მინახავს მე პირადად 2007 წლის 20 მაისს, როდესაც 5 წუთით, გამომცემლობიდან ფეხით გავიქეცი შანიძის ქუჩის კუთხეში, სადაც 5 წუთის გარდაცვლილი, მიწაზე ეგდო აკადემიკოსი გურამ შარაძე, როდესაც დღევანდელ დღეს გურამ შარაძე მოკლეს, დახვრიტეს, სწორედ იმიტომ, რომ მისი მთავარი მამოძრავებელი ძალა იყო „მამული, ენა, სარწმუნოება“.

დიახ, ამაზე უარესი იყო, რაც თუნდაც გიორგი აბდალაძემ მოყვა და ირაკლი გედენიძემ მოყვა. ამაზე უარესები იყო, რაც თუნდაც სულხან მოლაშვილის მამამ მოყვა. მე ცოცხალი ვარ და მაპატიეთ თუ, მარკ ტვენის სიტყვებით ვიტყვი „მომიტევეთ, რომ ზედმეტი აღმოჩნდა ცნობები ჩემი გარდაცვალების შესახებ“, ცოცხალი ვარ, კი და ჩემზე უარესები ხდებოდა და ბექაზე უარესები ხდებოდა.

2003 წლის 23 ნოემბრის მერე, დღე არ გათენებულა ქვეყანაში, როდესაც ან ვიღაცა ოჯახიდან არ გამოეგდოთ, ცოლ-შვილის წინაშე არ დაემცირებინათ, მეზობლების წინაშე არ დაემცირებინათ, არ ეცემათ, არ მოეკლათ. ციხეში რა, ნაკლები ხდებოდა? კი, მადლობა სააკაშვილს და მერაბიშვილს, ციხეში არ ჩამსვეს და შორიდან მივლიდნენ მეც და ჩემს მეგობრებსაც. ამ ჩემი განწყობით, პასუხს ვცემ ყველამ იმ არამკითხეს, რომელიც თუნდაც გაიფიქრებს, რომ ამაზე უარესებიც ხდებოდა. რა თქმა უნდა, ამაზე უარესებიც ხდებოდა და ეს არის სწორედ, ამ ქვეყნის უბედურება, რომ ამდენი წლის განმავლობაში, ქვეყნის სათავეში იყვნენ ჯალათები და ნამდვილად, ამაზე უარესები ხდებოდა“, - განაცხადა გიორგი მამაცაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1747749725

საზოგადოება

ღუდუშაური „ნაციონალურ მოძრაობაზე“: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს ბოროტება არ დაბრუნდეს - ამდენი ხნის განმავლობაში საკუთარ თავში ვერ იპოვეს ძალა, რომ გაჩუმდნენ და ჭირისუფლების მიმართ მაინც გამოხატონ პატივისცემა

საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა „დღის ქრონიკაში“ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მუშაობა შეაფასა და აღნიშნა, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ „...

ღუდუშაური

1747746565

ახალი ამბები

ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 20 მაისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7401 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7406 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომლ...

ლარის კურსი

1747746264

საზოგადოება

ლევან დავითაშვილმა კატარის პრემიერ-მინისტრთან ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილა

საქართველოსა და კატარის სახელმწიფოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები განიხილა საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან...

ლევან დავითაშვილ

1747744869

ახალი ამბები

კახა კალაძე: ბოლო ზარს გილოცავთ ძვირფასო მე-12 კლასელებო! ჩემო უმცროსო მეგობრებო, გახსოვდეთ, თქვენი მომავალი თქვენ ხელშია

თბილისის მერი კახა კალაძე სკოლის კურსდამთავრებულებს ულოცავს და ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს. „ბოლო ზარს გილოცავთ ძვირფასო მე-12 კლასელებო! ჩემო უმცროსო მეგობრებო, გახსოვდეთ, თქვენი მომავალი თქვენ...

კახა კალაძე

1747743013

ახალი ამბები

„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, მამუკა ხაზარაძემ „ტვ პირველის“ არაფორმალური დაფინანსების შემდეგ „ფორმულას“ დაფინანსებაც დაიწყო

მამუკა ხაზარაძემ „ტვ პირველის“ არაფორმალური დაფინანსების შემდეგ, რადიკალური ოპოზიციის პროპაგანდისტული ტელევიზიის, „ფორმულას“ დაფინანსებაც დაიწყო - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „პრაიმტაიმი“ ავრცელებს...

მამუკა ხაზარაძე