გიორგი ვოლსკი: ჩინეთთან ვაჭრობა ევროკავშირის ყველაზე პატარა ქვეყნებს - ლუქსემბურგს და მალტას უფრო მეტი აქვს, ვიდრე საქართველოს

ჩინეთთან ვაჭრობა ევროკავშირის ყველაზე პატარა ქვეყნებს - ლუქსემბურგსა და მალტას უფრო მეტი აქვს, ვიდრე საქართველოს, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა იმედის გადაცემა „დღის ქრონიკაში“.
წამყვანმა ჰკითხა, რას ფიქრობს იმაზე, რომ „ქართული ოცნების“ პროირანულ და პროჩინურ ძალად მოხსენება ძალიან პოპულარული გახდა, რასაც „ქართული ოცნების“ საპარლამენტო დელეგაციის ჩინეთში ვიზიტმა არგუმენტები შემატა.
„ჩინეთში დელეგაციის ხელმძღვანელი ვიყავი. ჩინეთთან ვაჭრობა ევროკავშირის ყველაზე პატარა ქვეყნებს - ლუქსემბურგსა და მალტას უფრო მეტი აქვს, ვიდრე საქართველოს. ჩინეთთან ურთიერთობის თემა ჩვენთვის ეგზისტენციალური საკითხია, რომელიც ეხება საერთოდ აზიის კონტინენტის ქვეყნების კავშირს ევროპის ბაზრებთან. არსებობს ინტერესები და ამ ინტერესებიდან გამომდინარე, სხვადასხვა შეხვედრის ჩატარების აუცილებლობა ისევე, როგორც დღეს აშშ-ის ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ტაივანის პრეზიდენტი არ უნდა მოგზაურობდეს ლათინურ ამერიკაში აშშ-ის ტერიტორიის გავლით. ამ რეალობას თუ გავუსწორებთ თვალს, საქართველო დაძრახო იმის გამო, რომ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ჩინეთთან ურთიერთობა აქვს, ის სპეკულაციაა, რომელიც ძალიან ჰგავს რუსული თემით მანიპულირებას. რაც შეეხება ირანს, გარკვეული მოცულობით სავაჭრო ურთიერთობა გაგვაჩნია არა მარტო ჩვენ, მაგრამ რეალობაში პოლიტიკური მოკავშირე არასდროს ვყოფილვართ. ამათ რატომ უხარიათ, ექსტრემისტულ ჯგუფებად ქცეულ პოლიტიკურ სუბიექტებს უსამართლო აქტი [მეგობარი აქტი], არ მესმის“, - აღნიშნა ვოლსკიმ.
1753809425
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი სლოვაკეთის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარეს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სლოვაკეთის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე რიჩარდ რასის შეხვდა. მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და სლოვაკეთს შორის მეგობრული ურთიერთობები. ყურადღება გ...
1753807851
ახალი ამბებილუკა კურტანიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
ვეტერან მოჭიდავეს ლუკა კურტანიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. პროკურატურამ ქალის და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო ყოფილ მეუღლეზე ძალადობის, ოჯახის წევრის ნივთის განზრა...
1753806770
საზოგადოებანიკოლოზ სამხარაძე: სლოვაკეთი რჩება საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მხარდამჭერად. ჩვენს ქვეყნებს შორის პარტნიორული ურთიერთობები მომავალშიც გაგრძელდება
სლოვაკეთი რჩება საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მხარდამჭერად, - განუცხადა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ შვეიცარიაში ქართველ ჟურნალისტებს. მისი...
1753805201
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: ჟენევაში ვიზიტის ფარგლებში, შესაძლებლობა მექნება კოლეგებთან შეხვედრის, კომუნიკაციის და ჩვენი სახელმწიფოს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე საკითხების განხილვის
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ჟენევაში იმყოფება, სადაც პარლამენტების თავმჯდომარეთა მსოფლიო კონფერენციაში (IPU) მონაწილეობს. შალვა პაპუაშვილი კონფერენციის ფარგლებში გამართულ გენე...
1753805154
საზოგადოებაგურამ გურამიშვილი: საქართველოში მეზღვაურის პროფესიის პოპულარობას საზღვაო სექტორში მთავრობის მიერ გატარებულმა რეფორმებმა შეუწყო ხელი
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გურამ გურამიშვილმა მონაწილეობა მიიღო საინფორმაციო შეხვედრაში, რომელიც ბათუმის საზღვაო აკადემიაში გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ განათლების...