გიორგი ვოლსკი: სააკაშვილის ხელისუფლების პერიოდში, იმისთვის, რომ დაძაბულობა აეცილებინა თავიდან, რუსეთთან მიმართებაში, ჩააბარა სტრატეგიული ობიექტები და ჩააბარა საქართველოს ტერიტორიების გარკვეული ნაწილი

ბევრ ახალგაზრდას არ ახსოვს ის, რომ ნებისმიერ თემასთან დაკავშირებით სააკაშვილის პოლიტიკის კრიტიკა იქნებოდა იმ წუთში მონათლული პრო რუსულ პოლიტიკად, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ.
„რუსეთს, აშშ-ს, ევროკავშირს, ჩინეთს, ინდოეთს, ყველა დიდ სახელმწიფოს, რომელსაც გააჩნია ძალა და ბირთვული შეიარაღება, აქვს თავისი ინტერესები და თავისი სცენარებით როგორ იმოქმედონ ამა თუ იმ შემთხვევაში. საქართველოსთან დაკავშირებით ნუ გვგონია, რომ ეს მარტო საქართველოს ურთიერთობებსაც, საქართველოსთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებას ეხება, ეს არის რეგიონის მართვის, ან რეგიონზე გავლენის მოპოვების მექანიზმები, მათ შორის არსებობს ერთი მცირე მეთოდი, როგორიც არის პრო რუსული პოლიტიკის თემით სპეკულირება.
2012 წლამდე თუ რამ გაკეთდა ისეთი, რომელიც რუსეთის უპირატესობას განამტკიცებდა სამხრეთ კავკასიის რეგიონში, გაკეთდა სააკაშვილის ხელისუფლების მიერ. სააკაშვილის ხელისუფლების პერიოდში, იმისთვის, რომ დაძაბულობა აეცილებინა თავიდან, რუსეთთან მიმართებაში, ჩააბარა სტრატეგიული ობიექტები და ჩააბარა საქართველოს ტერიტორიების გარკვეული ნაწილი. ეს არ არის „ქართული ოცნების“ პროპაგანდა. დღეს ძალიან აშკარად გამოჩნდა, რომ ამის იქით სხვა კომენტარი არ არსებობს.
აშშ-ში აღმოჩნდა, რომ რუსული თემა აქაც არავის დაუვიწყებია და 2020 წელს, როდესაც ტრამპის ადმინისტრაცია დამარცხდა, როგორ ლანძღავდა ტრამპს ყველა, მათ შორის ეს პოლიტიკური ლიდერები, რომელთა მხარდამჭერები დღეს ამერიკის დროშებით დადიან რუსთაველზე.
გაგახსენებთ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ რუსული მექანიზმები არის ჩართული აშშ-ში არჩევნებზე გავლენისთვის. ეს მოხდა გასული წლის ოქტომბერში, საქართველოში ჩატარებული არჩევნების თაობაზე, „როიტერის“ ჟურნალისტი პირდაპირ ეთერში ეკითხებოდა რით ამტკიცებთ, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა და რუსულ ჩარევას რით ამტკიცებთო. მან თქვა, რომ ჩვენ კი არა, აშშ-ც ვერ ამტკიცებს, რომელსაც უფრო მეტი ტექნიკური შესაძლებლობა გააჩნიაო.
არსებობს გარკვეული სცენარი, რომც საქართველო პატარა ნაწილია, მაგრამ მთლიანობაში არსებობს გლობალური სცენარი და ნურავინ გაიცინებს იმაზე, რომ „დიფ სთეითთან“ დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები გარკვეულ ფანტაზიებს ეყრდნობა“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.
1753809425
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი სლოვაკეთის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარეს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სლოვაკეთის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე რიჩარდ რასის შეხვდა. მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და სლოვაკეთს შორის მეგობრული ურთიერთობები. ყურადღება გ...
1753807851
ახალი ამბებილუკა კურტანიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
ვეტერან მოჭიდავეს ლუკა კურტანიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. პროკურატურამ ქალის და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო ყოფილ მეუღლეზე ძალადობის, ოჯახის წევრის ნივთის განზრა...
1753806770
საზოგადოებანიკოლოზ სამხარაძე: სლოვაკეთი რჩება საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მხარდამჭერად. ჩვენს ქვეყნებს შორის პარტნიორული ურთიერთობები მომავალშიც გაგრძელდება
სლოვაკეთი რჩება საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მხარდამჭერად, - განუცხადა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ შვეიცარიაში ქართველ ჟურნალისტებს. მისი...
1753805201
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: ჟენევაში ვიზიტის ფარგლებში, შესაძლებლობა მექნება კოლეგებთან შეხვედრის, კომუნიკაციის და ჩვენი სახელმწიფოს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე საკითხების განხილვის
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ჟენევაში იმყოფება, სადაც პარლამენტების თავმჯდომარეთა მსოფლიო კონფერენციაში (IPU) მონაწილეობს. შალვა პაპუაშვილი კონფერენციის ფარგლებში გამართულ გენე...
1753805154
საზოგადოებაგურამ გურამიშვილი: საქართველოში მეზღვაურის პროფესიის პოპულარობას საზღვაო სექტორში მთავრობის მიერ გატარებულმა რეფორმებმა შეუწყო ხელი
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გურამ გურამიშვილმა მონაწილეობა მიიღო საინფორმაციო შეხვედრაში, რომელიც ბათუმის საზღვაო აკადემიაში გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ განათლების...