გიული ალასანია: მომხრე ვარ მიშას საზღვარგარეთ რეაბილიტაციის, რა თქმა უნდა, არც თავადაა ამის წინააღმდეგი

გორის სამხედრო ჰოსპიტალში, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად ყოფილი პრეზიდენტის დედა გიული ალასანია იმყოფება.

როგორც მან გორის სამხედრო ჰოსპიტალში შესვლამდე განაცხადა, იგი სააკაშვილის ქვეყნის გარეთ მკურნალობის მომხრეა, რაზედაც მისი თქმით, არც მისი შვილიც არ იქნება წინააღმდეგი.

"ჩემთვის აღნიშნული ინფორმაცია ცნობილი არ იყო, თუმცა, ბუბა კიკაბიძის მიერ გაჟღერებული ინფორმაცია, რომ უკრაინის გარდა პოლონეთიც გამოთქვამს მზადყოფნას, მიხეილ სააკაშვილის მისაღებად, ბუნებრივია, ჩემთვის მისაღებია.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით იმაზე, რომ მოხდეს უკრაინაში მისი გადაყვანა, მე მიშასთან არ ვსაუბრობ, რადგან ვიცი, რომ მძაფრი რეაქცია ექნება.

რაც შეეხება რეაბილიტაციას [ქვეყნის გარეთ], თავისთავად, ამის მეც მომხრე ვარ და მიშაც, რა თქმა უნდა, არ იქნება წინააღმდეგი",- განაცხადა ალასანია.

როგორც ბუბა კიკაბიძემ თქვა, მიხეილ სააკაშვილის გადასაყვანად მზადყოფნა გამოთქვა პოლონეთმა.

ამ თემაზე:

🔲 "მიშა ძალიან მიყვარს და ვიცნობ პატარაობიდან" - მიხეილ სააკაშვილი გორის ჰოსპიტალში ბუბა კიკაბიძემ მოინახულა

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794199809

ახალი ამბები

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

9 ნოემბერს ქუთაისში წვიმა იქნება, დღისით +9 და ღამით +5 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი დღე იქნება ოზურგეთში. დღისით +10 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +5 გრადუსი იქნება. ბათუმშიც ნალექია მოსალოდნელი,...

ამინდი

1794199519

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი: იმედი გვაქვს, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი მიიღებს ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას და აგენტურა გავა ქართული პოლიტიკური ლანდშაფტიდან

5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობის პროცესს საკონსტიტუციო სასამართლო ხვალიდან განაახლებს. სხდომები კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდება. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის...

 დავით მათიკაშვილი

1794169243

საზოგადოება

ზაზა შათირიშვილი: კარგა ხანია, რაც რადიკალების რიტორიკაში ევროპა იქცა ისეთ რიტორიკულ ფიგურად, რომელსაც რეალურ პოლიტიკასთან არანაირი შეხება არ აქვს, ევროპა მათ მეტყველებაში ნიშნავს დაახლოებით აღთქმული მიწა ან ზეციური იერუსალიმი

კარგა ხანია, რაც რადიკალების რიტორიკაში ევროპა იქცა ისეთ რიტორიკულ ფიგურად, რომელსაც რეალურ პოლიტიკასთან არანაირი შეხება არ აქვს. ეს არის არა იმდენად პოლიტიკური, რამდენადაც რელიგიური ტერმინი, ევროპა მ...

ზაზა შათირიშვილი

1794166688

მსოფლიო

პოლონეთის პროკურატურამ კრაკოვში მომხდარ სროლასთან დაკავშირებით გამოძიება ტერორიზმის მუხლით დაიწყო

პოლონეთის პროკურატურამ, 7 ნოემბერს კრაკოვის ისტორიულ ცენტრში მომხდარი თავდასხმის ფაქტზე გამოძიება „ტერორისტული ხასიათის დანაშაულის“ მუხლით დაიწყო. თავდამსხმელი 2002 წელს დაბადებული კაცია, რომელიც, გამ...

პოლონეთ

1794164908

საზოგადოება

უკრაინელი ჟურნალისტი: ადამიანები შეძრწუნებულები არიან როდესაც ხედავენ, რომ ქაოსს ეწირება კანონი, კორუფცია კი ცხოვრების ჩვეულ წესად იქცა, საწამებელი კამერის აღმოჩენამ ნათელი მოჰფინა იმ სამწუხარო და უარყოფით რეალობას, რომელიც უკრაინაშია

„ადამიანები შეძრწუნებულები არიან, როდესაც ხედავენ, რომ ქაოსს ეწირება კანონი, კორუფცია კი ცხოვრების ჩვეულ წესად იქცა. ცენზურა სიტყვის თავისუფლებას ახშობს. საწამებელი კამერის აღმოჩენამ ნათელი მოჰფინა იმ...

უკრაინელი ჟურნალისტი