გივი მიქანაძე ანაკლიის ახალგაზრდულ ბანაკში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ანაკლიის ბანაკს ესტუმრა, რომელიც ამჯერად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს მასპინძლობს. გივი მიქანაძე ახალგაზრდებს შეხვდა და სტუდენტებთან საუბრისას სტუდენტთა მხარდაჭერის კუთხით სამინისტროს მიერ გადადგმულ ნაბიჯებსა და სამომავლო გეგმებზე გაამახვილა ყურადღება.

მინისტრმა განსაკუთრებით გამოყო ანაკლიის ბანაკის მნიშვნელობა და აღნიშნა, რომ ბანაკს მართლაც განსაკუთრებული დატვირთვა აქვს, რადგან ის ხელს უწყობს ახალგაზრდების ჩართულობას სამშვიდობო პროცესებში. მისი თქმით, სწორედ მომავალმა თაობამ, ჩვენმა ახალგაზრდებმა უნდა შეასრულონ გადამწყვეტი როლი საქართველოს გაერთიანების პროცესში.

„ჩვენ ახლა ახლოს ვართ იმ მიწასთან, რომელსაც ქართული ჰქვია და აუცილებლად მშვიდობის გზით, ძალიან ახლო მომავალში ის თავის წიაღში დაბრუნდება. ჩვენ როგორც აფხაზეთში ასევე სამაჩაბლოში, ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან ერთად, ძლიერ ქვეყანას ავაშენებთ. ამ პროცესში უდიდესი როლი გაქვთ თქვენ ახალგაზრდებს, მომავალ თაობას. მჯერა, რომ თქვენი ჩართულობით ჩვენ ყველა ერთად დასახულ მიზანს აუცილებლად მივაღწევთ“, - აღნიშნა გივი მიქანაძემ.

სტუდენტებს სიტყვით ასევე მიმართა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ.

ანაკლიის ბანაკში შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მათთვის საინტერესო საკითხებზე პასუხები უშუალოდ მინისტრისგან მიეღოთ.

2025 წელს ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკი, რომელიც სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს მიერ ხორციელდება, ჯამში 3000-მდე ახალგაზრდას უმასპინძლებს. თითო ნაკადზე ბანაკი მასპინძლობს 18-25 წლის 240 სტუდენტს. ბანაკის მთავარი მიზანია ახალგაზრდებისთვის აქტიურ დასვენებაზე ხელმისაწვდომობის ზრდა, ახალგაზრდების სოციალური ინტეგრაცია და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1757255894

საზოგადოება

3:0 - გიორგი მიქაუტაძემ ბულგარეთს გოლი გაუტანა

საქართველოს ნაკრებმა ბულგარეთს მესამე გოლი გაუტანა. პირველი გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა, მეორე და სადებიუტო გოლი - ნიკა გაგნიძემ, ხოლო მესამე გოლის ავტორი გიორგი მიქაუტაძეა. მატჩი ბორის პაიჭაძის ს...

გიორგი მიქაუტაძე

1757254937

სპორტი

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა საფრანგეთის ნაკრები 80:70 დაამარცხა

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალური მატჩი საფრანგეთის ნაკრებთან გამართა. პირველი ტაიმი საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების უპირატესობით წარიმართა. ა...

კალათბურთელ

1757252955

სპორტი

საქართველოს ნაკრებმა ბულგარეთს მეორე გოლი გაუტანა

საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრები ბულგარეთის ნაკრებთან 2:0-ს იგებს. პირველი გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა, მეორე გოლის ავტორი კი ნიკა გაგნიძეა. გუნდის ძირითადი შემადგენლობაში არიან: გიორგი მამა...

საქართველოს ნაკრებ

1757252644

საზოგადოება

ბექა ყუნაშვილი: მიზნობრივი დანიშნულების ცვლილებაში სამსახურებრივი დახმარების სანაცვლოდ რწმუნებულის მოადგილის მიერ მოთხოვნილი იყო 400 000 დოლარის ოდენობის ქრთამი, აქედან ნაწილი თანხა, 80 000 დოლარი მან აიღო

 მიზნობრივი დანიშნულების ცვლილებაში სამსახურებრივი დახმარების სანაცვლოდ რწმუნებულის მოადგილის მიერ მოთხოვნილი იყო 400 000 დოლარის ოდენობის ქრთამი, აქედან ნაწილი თანხა, 80 000 დოლარი მან აიღო, - განაცხ...

ბექა ყუნაშვილი

1757252110

სპორტი

საქართველოს ნაკრებმა ბულგარეთთან ანგარიში გახსნა - გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა

საქართველოს ნაკრებმა ბულგარეთთან ანგარიში გახსნა - გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა. მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე შეხვედრას, საქართველოს ეროვნული ნაკრები ბულგარეთის ნაკრებთან მართავს...

საქართველოს ნაკრებ