გივი მიქანაძე: როგორც ჩანს, გარე ძალებმა მიიღეს გადაწყვეტილება, გარკვეულად გაყონ თავისი მოთამაშეები, „კრებსითი ნაციონალური მოძრაობა“ და ვითომდაც ამათთან დაკავშირებულები რომ არ არიან, ანუ „ლელოზე“ და გახარიაზე მაქვს განსაკუთრებული აქცენტი

ახლა იკვეთება სურათი, როდესაც როგორც ჩანს გარე ძალებმა მიიღეს ასეთი გადაწყვეტილება, რომ გარკვეულად გაყონ თავისი მოთამაშეები, „კრებსითი ნაციონალური მოძრაობა“ და ვითომდაც შედარებით ამათთან დაკავშირებულები რომ არ არიან, ანუ ამ შემთხვევაში „ლელოზე“ და გახარიაზე მაქვს განსაკუთრებული აქცენტი, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ გადაცემაში „ღამის კურიერი“.

როგორც მიქანაძემ აღნიშნა, თვითმმართველობის არჩევნებში „ლელოსა“ და „გახარია საქართველოსთვის“ შესაძლო მონაწილეობა ემსახურება საზოგადოების მოტყუების მცდელობას თითქოს ისინი არ არიან დაკავშირებული „ნაცმოძრაობასთან“ და ამის სახით შეძლონ წაიღონ ოპოზიციის ხმები.

„თუმცა, როგორ არ არიან დაკავშირებული, აგერ კომისიის მუშაობამაც ცალსახად აჩვენა, როგორ არიან განსაკუთრებით „ლელოს“ ლიდერები დაკავშირებული ამ პროცესებთან. გახარიაზე საუბარიც არ არის, ამ შემთხვევაში „ნაცმოძრაობასთან“ კავშირებზე, მე ვიძახი იმას, როდესაც პრემიერობიდან გადადგა და ვიცით, მაშინ გააკეთა განცხადება, რომ ნიკა მელიას არ დაჭერის გამო მიიღო ეს გადაწყვეტილება და შემდგომში საკრებულოს არჩევნებში რაც გააკეთა და როგორ შეეხნენ სხვებს, გასაგებია.

მაგრამ აქ იკვეთება ასეთი მცდელობა, როგორც ჩანს, რომ აი, ის ადამიანები, რომლებიც ვერანაირად ვერ ასაბუთებენ, რომ ისინი რაღაც ახალი ძალა არის და გამიჯნული არიან თუნდაც, მიხეილ სააკაშვილისგან, ეს ადამიანები ბოლომდე რადიკალიზაციის გზას დაადგნენ, რომ ისინი გაემიჯნონ ამ პროცესს, ამით გარკვეულწილად ურჩობა გამოავლინონ და საზოგადოება გარკვეულწილად მოატყუონ, რომ ვითომ ეს ორი ძალა, განსაკუთრებით ამ შემთხვევაში „ლელო“ და გახარია, ესენი თითქოს ნაკლებად არიან ამ ყველაფერთან დაკავშირებული და არაფერ შუაში არ არიან. ისინი შეეცდებიან, რომ მიიღონ მონაწილეობა, უფრო სწორად ამ კუთხით მიდის ეს პროცესი და შემდგომში ორიენტირი არის, რომ ის ხმები, რომელიც ამ ძალებს შეიძლება ჰქონდეთ, წაიღონ. ეს სცენარი იკვეთება უკვე ცალსახად და არის მორიგი სცენარი იმ კონტექსტში, რომ იქნებ, რაღაცა შეძლონ და საზოგადოებაში გარდამტეხი მომენტი შეიტანონ“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1754456936

სპორტი

ცინცინატის მასტერსის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი კოლტონ სმიტს შეხვდება

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ცინცინატის 1000-ქულიანი მასტერსის ტურნირის საკვლიფიკაციო ეტაპის ფინალშია. საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალში ბასილაშვილმა მსოფლიო რეიტინგის 155-ე ნომერი კრისტ...

ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი

1754427146

ახალი ამბები

როგორი ამინდი იქნება 6 აგვისტოს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

6 აგვისტოს საქართველოს რამდენიმე რეგიონში ღრუბლიანი ამინდი იქნება, თუმცა ისევ მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება. სინოპტიკოსები ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურას რუსთავში - +39 გრადუსს ვარაუდობენ, ხოლო მინ...

მზიანი ამინდი

1754422989

ახალი ამბები

ვატო შაქარიშვილი: გარდა იმისა, რომ სახეზეა პოლიტიკური კორუფცია, როდესაც გერმანიის ელჩზე აქვს ხაზარაძეს სახლი მიქირავებული, გაირკვა, რომ ის წლების მანძილზე არ იხდიდა გადასახადებს გაქირავებით მიღებული შემოსავლებიდან

გარდა იმისა, რომ სახეზეა პოლიტიკური კორუფცია, როდესაც გერმანიის ელჩზე აქვს ხაზარაძეს კუთვნილი სახლი მიქირავებული, რომელიც მისივე პარტიის კამპანიაში უშუალოდ მონაწილეობს და ღიად მტრობს ჩვენს ქვეყანას, გ...

ვატო შაქარიშვილი

1754420522

სპორტი

ზურიკო დავითაშვილის ტრანსფერით „ევერტონიც“ დაინტერესდა

ინგლისის პრემიერლიგის კლუბი „ევერტონი“ ზურიკო დავითაშვილის ტრანსფერით დაინტერესდა – ინფორმაციას Footmercato ავრცელებს. „შესაძლოა, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში „ევერტონმა“ „სენტ-ეტიენიდან“  ზუ...

 ზურიკო დავითაშვილი

1754418171

მსოფლიო

ზელენსკიმ ტრამპთან სატელეფონო საუბარი გამართა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მას თავის ამერიკელ კოლეგა დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა. ამის შესახებ უკრაინული მედია იტყობინება. „ნაყოფიერი საუბარი მქონდა პრეზიდენ...

ზელენსკიმ ტრამპთან სატელეფონო საუბარი გამართა