რუმინეთის ყოფილი პრეზიდენტი, იონ ილიესკუ 95 წლის ასაკში გარდაიცვალა

რუმინეთის ყოფილი პრეზიდენტი, იონ ილიესკუ, რომელიც ქვეყანას კომუნისტური სისტემის ნგრევის შემდეგ გარდამავალ პერიოდში მართავდა, 95 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ტელეარხი აღნიშნავს, რომ ორი თვის წინ ილიესკუს ფილტვის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს, რის გამოც ის ბუქარესტში მდებარე ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
„მთავრობა დიდი მწუხარებით გაცნობებთ, რომ გარდაიცვალა რუმინეთის ყოფილი პრეზიდენტი, ბატონი იონ ილიესკუ“, - აღნიშნულია რუმინეთის მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ილიესკუ იყო რუმინეთის პირველი პრეზიდენტი, რომელიც თავისუფალი და საყოველთაო არჩევნების შედეგად აირჩიეს. ის ქვეყანას ორჯერ: 1990 - 1996 და 2000 - 2004 წლებში მართავდა. მას ხშირად კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულში სდებდნენ ბრალს, თუმცა ილიესკუ ბრალდებებს ყოველთვის უარყოფდა.
1754465916
საზოგადოებაპროკურორი ნინო დათაშვილის ექსპერტიზაზე: ხაზგასმით ვამბობ, რომ არა მსგავსი შინაარსის სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოდგენა დაცვის მხარის მიერ, ექსპერტიზის ჩატარების საჭიროება ბრალდების მხრიდან არც დადგებოდა
პროკურორი დავით ყაზარაშვილი მანდატურზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ ნინო დათაშვილისთვის ექსპერტიზის დანიშვნის საკითხს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ბრალდებულისთვის ექსპერტიზის ჩატარების აუცილებლობა გა...
1754465873
საზოგადოებათბილისის მერმა მუნიციპალურ ინსპექციას დაავალა, მშენებლობა დასრულებული კორპუსების ექსპლუატაციაში დროულად მისაღებად შესაბამისი ღონისძიებები გაატაროს
თბილისის მერი მუნიციპალურ ინსპექციას ავალებს, მოსახლეობის თხოვნის გათვალისწინებით, განხილვის პროცესში მყოფი მშებლობადასრულებული საცხოვრებელი კორპუსების ექსპლუატაციაში დროულად მიღების მიზნით შესაბამისი...
1754465813
საზოგადოებასპორტის მინისტრმა საქართველოს ახალგაზრდულ პარალიმპიურ ნაკრებს ევროპის პარათამაშებზე მიღწეული ისტორიული წარმატება მიულოცა
სპორტის მინისტრმა საქართველოს ახალგაზრდულ პარალიმპიურ ნაკრებს ევროპის პარათამაშებზე მიღწეული ისტორიული წარმატება მიულოცა საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ საქართველოს ახალგაზრდულ პარალიმპი...
1754463540
საზოგადოებასაგამოძიებო სამსახურმა ივლისის თვეში დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 18 ფაქტი გამოავლინა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, 2025 წლის ივლისის თვეში, საქართველოს მასშტაბით ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,...
1754461881
ახალი ამბებიპოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 1 პირი ცხელ კვალზე დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2004 წ...