გივი მიქანაძემ საქართველოს მოქალაქეებს ქართული ენის დღე მიულოცა

„საქართველოს მოქალაქეებს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სახელით მინდა მოგილოცოთ ქართული ენის დღე. ზუსტად 47 წლის წინ, საბჭოთა რეჟიმი შეეცადა საქართველოსთვის წაერთმია სახელმწიფოებრიობისა და ეროვნული იდენტობის უმნიშვნელოვანესი საფუძველი - ჩვენი სახელმწიფო ენა, ქართული ენა. იმდროინდელი საბჭოთა საქართველოს კონსტიტუციაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის განმსაზღვრელი მუხლის გაქრობის მცდელობას, ქართული საზოგადოების მხრიდან გრანდიოზული საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა, რომელიც ერის გამარჯვებით და ქართული სახელმწიფო ენის სტატუსის შენარჩუნებით დასრულდა“, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძემ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

გივი მიქანაძის თქმით, სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი ვალდებულებაა დაიცვას ქართული ენა და ხელი შეუწყოს მის განვითარებას.

როგორც მან აღნიშნა, სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა 2015 წელს სახელმწიფო ენის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მიღება და საქართველოს პარლამენტის მიერ 2024 წელს დამტკიცებული ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტი.

„ქართული ენის ცოდნა ჩვენი ერთიანი საზოგადოების გაძლიერების წინაპირობაა. სწორედ ამას ემსახურება სახელმწიფოს პოლიტიკაც. ერთი მხრივ, ჩვენს ეთნიკურ უმცირესობებს დავეხმაროთ საკუთარი მშობლიური ენის შენარჩუნებაში, მეორე მხრივ კი ხელი შევუწყოთ სახელმწიფო ენის შესწავლაში, რათა სრულად მოახდინონ საკუთარი თავის რეალიზება ერთიან, ძლიერ საზოგადოებაში. სწორედ სახელმწიფო ენის დაცვას და განვითარებას ემსახურებოდა საქართველოს პარლამენტის მიერ 2024 წლის 12 ივნისს დამტკიცებული ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტი, რომლითაც უმნიშვნელოვანეს მიზნად განისაზღვრა სახელმწიფო ენის, კულტურის, საქართველოს ისტორიის მცოდნე, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე და პატრიოტი მოქალაქის აღზრდა“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1744738051

ახალი ამბები

დავით ქართველიშვილი: ცილი სწამო სოზარ სუბარს სააკაშვილის რეჟიმის „გაპრავებაში“ და კონფორმიზმში - მხოლოდ იმას შეუძლია, ვინც საკუთარ სინდისს, აქვს თუ არ აქვს, კატეგორია „არ მახსოვს“ მიაკუთვნებს

 „ენას ძვალი არა აქვს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც შეურაცხადობას თუ ფეიკ-დემენციას აწვები და როდესაც სინდისი დიდი ხანია უცხო სუბსტანციად მიგაჩნია შენში,“ - ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის...

დავით ქართველიშვილი - ანალიტიკოსი

1744735393

ახალი ამბები

ედიშერ გვენეტაძე პოლიციელის მიერ მხედველობის დაკარგვაზე: არასდროს იფიქროთ, რომ რომელიმე „სინდისის“ პატიმრის მშობელი იტყვის ოდესმე, ჩემმა შვილმა ეს რა უბედურება ჩაიდინაო

 მე რიგითი საქართველოს მოქალაქე ედიშერ გვენეტაძე მოვითხოვ აღიძრას სისხლის სამართლის საქმე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, უცხო ქვეყნების აგენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართ, რომელმაც პრეზიდენტობის მოვალე...

გვენეტაძე

1744732609

ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი ბაქოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

 საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი, ბაქოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს, ალი ასადოვს შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საუბრის მთავარი...

ყაველაშვილჯ

1744730265

ახალი ამბები

ალექსანდრე ტაბატაძე: გასული წლის 29 ნოემბერს, აქციაზე თვალბუდის არეში ბლაგვი საგანი მოხვდა პოლიციელს, რომელმაც შედეგად დაკარგა მხედველობა - ეს არის მაგალითი, რომელიც უნდა იცოდეს, როგორც ჩვენმა, ასევე, საერთაშორისო საზოგადოებამ

 საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ალექსანდრე ტაბატაძე განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, ის ოპოზიციის მიერ გავრცელებულ ნარატივს ეხმიანება, თითქოს გასული წ...

ტაბატაძდ

1744729905

ახალი ამბები

თურქეთში ძლიერი მიწისძვრა იყო

 თურქეთში, იზმირის ყურეში ძლიერ მიწისძვრა იყო. ბიძგების სიმძლავრემ 4.0 მაგნიტუდა შეადგინა. ინფორმაციას თურქეთის საგანგებო სიტუაციებისა და კატასტროფების მართვის სააგენტო ავრცელებს. უწყება ცნობით, მიწის...

ააა