გივი მიქანაძემ სტუდენტებს ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე მიულოცა

12 აგვისტოს, ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, რუსთავის მერ ნინო ლაცაბიძესთან ერთად, სტუდენტებს შეხვდა. ინფორმაციას განათლების და მეცნიერების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებს ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე მიულოცა და ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ჩვენი საზრუნავია, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით ახალგაზრდებს მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი თავიანთი ინიციატივებისა და იდეების განხორციელებაში. ამ მიზნით ჩვენი გუნდი - ახალგაზრდობის სააგენტო არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს. პარალელურად, აქტიურად ვმუშაობთ, რომ მომავალში კიდევ უფრო გავაფართოოთ ეს მასშტაბები.

თქვენ, ახალგაზრდები ხართ ჩვენი ქვეყნის მომავალი, ის ადამიანები, რომლებმაც ხვალ ქვეყნის მართვის სადავეები უნდა გადაიბაროთ და იზრუნოთ საქართველოს განვითარებაზე. შესაბამისად, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ თქვენი შესაძლებლობების გამოვლენისა და თვითრეალიზებისთვის კიდევ უფრო ფართო ასპარეზი შეგიქმნათ. დღეს ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც გამოვაცხადეთ ახალი საგრანტო კონკურსი 400 000 ლარის ოდენობის ბიუჯეტით.

ეს თანხა განკუთვნილია ახალგაზრდული ორგანიზაციების გასაძლიერებლად და ახალგაზრდებს უკვე გაქვთ შესაძლებლობა, დაარეგისტრიროთ კონკრეტული ორგანიზაციები და შეიტანოთ საპროექტო განაცხადები“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

მინისტრმა საუბრისას საზაფხულო ბანაკების განვითარების ხელშეწყობას გაუსვა ხაზი და დამსწრე საზოგადოებას ახალგაზრდული ორგანიზაციების გაძლიერების მიზნით განსახორციელებელი პროექტები გააცნო.

შეხვედრას, რომელიც ღონისძიების – „ინსპირაციული შეხვედრა“ ფარგლებში გაიმართა ასევე ესწრებოდნენ სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელი, ვახტანგ ბააკაშვილი და რუსთავის დელეგატი საქართველოს პარლამენტში, ირაკლი შატაკიშვილი.

„ინსპირაციული შეხვედრა“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით, კულტურის სამინისტროსთან და ქალაქ რუსთავის მერიასთან თანამშრომლობით, გაიმართა.

ღონისძიება სხვადასხვა შემეცნებით და გასართობ აქტივობას მოიცავდა, მათ შორის, შეხვედრებს ცნობილ ადამიანებთან, გათამაშებებს, ფოტოზონას და სხვა. სპეციალური სტუმრები იყვნენ: რეჟისორი გიორგი ოვაშვილი და კანადელი ახალგაზრდა ლიდერი ჯეიდენ ბრეივსი. დასასრულს ახალგაზრდების წინაშე წარდგა ამერიკელი არტისტი Jus Ed.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1755018030

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი: ბატონი ფაშინიანის ზარი ბატონ კობახიძესთან ზუსტად იმაზე მეტყველებს, თუ როგორი ახლო და მეგობრული ურთიერთობა გვაქვს

„არ გამოეპარათ არც ჩვენს მოქალაქეებს, არც კონკრეტულად სომხეთის და აზერბაიჯანის მოქალაქეებს, თუ რამხელა როლს თამაშობდა საქართველო ამ წლების განმავლობაში, რომ რეალურად მათ შორის კონფლიქტი დასრულებულიყო“...

ლევან მაჭავარიანი

1755014603

საზოგადოება

საქართველოს და თურქეთის პრეზიდენტებს შორის გაფართოებული ფორმატის შეხვედრა გაიმართა

საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილსა და თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შორის გაფართოებული ფორმატის შეხვედრა დელეგაციების მონაწილეობით გაიმართა. ინფორმაციას პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცე...

საქართველოს და თურქეთის პრეზიდენტებ

1755012697

საზოგადოება

მიხეილ ყაველაშვილი: მივესალმებით აზერბაიჯანისა და სომხეთის მიერ განგრძობადი მშვიდობის დამყარებისთვის გადადგმულ ნაბიჯებს, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს რეგიონის მშვიდობისა და სტაბილურობისკენ სვლას

„მივესალმებით აზერბაიჯანისა და სომხეთის მიერ განგრძობადი მშვიდობის დამყარებისთვის გადადგმულ ნაბიჯებს, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს რეგიონის მშვიდობისა და სტაბილურობისკენ სვლას“,- ამის შესახებ საქართველო...

მიხეილ ყაველაშვილი

1755012510

საზოგადოება

მიხეილ ყაველაშვილი: თურქეთი საქართველოსთვის ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორია - ვიმსჯელეთ თუ რა ნაბიჯების გადადგმა შეიძლება, ორმხრივი ვაჭრობის განვითარების კუთხით, არსებული პოტენციალის კიდევ უფრო უკეთ ასათვისებლად

„თანამედროვე მსოფლიოში მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, განსაკუთრებული აქცენტი გავაკეთეთ რეგიონული, სავაჭრო-ეკონომიკური და სატრანსპორტო-ენერგეტიკული თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე“,- ა...

მიხეილ ყაველაშვილი:

1755012420

საზოგადოება

მიხეილ ყაველაშვილი რეჯეფ თაიფ ერდოღანს: კარგი იქნება თუ 4 სექტემბერს გვეწვევით საქართველო-თურქეთის მატჩზე და ერთად გვექნება შესაძლებლობა ვუყუროთ თამაშს

„კარგი იქნება თუ 4 სექტემბერს გვეწვევით საქართველო-თურქეთის მატჩზე და ერთად გვექნება შესაძლებლობა ვუყუროთ [თამაშს]“,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა თურქეთის რესპუბლიკის პრეზ...

მიხეილ ყაველაშვილი