ლევან მაჭავარიანი: ბატონი ფაშინიანის ზარი ბატონ კობახიძესთან ზუსტად იმაზე მეტყველებს, თუ როგორი ახლო და მეგობრული ურთიერთობა გვაქვს

„არ გამოეპარათ არც ჩვენს მოქალაქეებს, არც კონკრეტულად სომხეთის და აზერბაიჯანის მოქალაქეებს, თუ რამხელა როლს თამაშობდა საქართველო ამ წლების განმავლობაში, რომ რეალურად მათ შორის კონფლიქტი დასრულებულიყო“, - ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრებს შორის შემდგარ სატელეფონო საუბარს.

მისი თქმით, ნიკოლ ფაშინიანმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ზოგადად საქართველოს მხრიდან გამოხატული მხარდაჭერისთვის.

„ჩვენ ვიყავით ერთგვარი მედიატორები ამ კონფლიქტის დასრულებაში. რა თქმა უნდა, ძალიან მოხარულები ვართ, რომ საბოლოო ჯამში მიაღწიეს ამ შეთანხმებას, რომელიც გაფორმდა პირდაპირ ამერიკის შეერთებულ შტატებში. ბატონი ფაშინიანის ზარი ბატონ კობახიძესთან ამაზე მეტყველებს ზუსტად, თუ როგორი ახლო და მეგობრული ურთიერთობა გვაქვს.

მან მადლობა გადაუხადა პრემიერს, ზოგადად საქართველოს მხრიდან გამოხატული მხარდაჭერისთვის. ეს მშვიდობა ჩვენთვის არის უმნიშვნელოვანესი, ვინაიდან, მშვიდობა რეგიონში არის სტაბილურობის გარანტი“,- აღნიშნავს მაჭავარიანი. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1755019157

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი: ძალიან ბევრი მიმართულებით განხორციელდა მუშაობა იმისთვის, რომ საქართველო კიდევ უფრო დაუახლოვდეს ევროპულ სტანდარტებს

 ძალიან ბევრი მიმართულებით განხორციელდა მუშაობა, იმისთვის რომ საქართველო კიდევ უფრო დაუახლოვდეს ევროპულ სტანდარტებს, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოს ევროკავშირში ინ...

მაკა ბოჭორიშვილი

1755014603

საზოგადოება

საქართველოს და თურქეთის პრეზიდენტებს შორის გაფართოებული ფორმატის შეხვედრა გაიმართა

საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილსა და თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შორის გაფართოებული ფორმატის შეხვედრა დელეგაციების მონაწილეობით გაიმართა. ინფორმაციას პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცე...

საქართველოს და თურქეთის პრეზიდენტებ

1755012697

საზოგადოება

მიხეილ ყაველაშვილი: მივესალმებით აზერბაიჯანისა და სომხეთის მიერ განგრძობადი მშვიდობის დამყარებისთვის გადადგმულ ნაბიჯებს, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს რეგიონის მშვიდობისა და სტაბილურობისკენ სვლას

„მივესალმებით აზერბაიჯანისა და სომხეთის მიერ განგრძობადი მშვიდობის დამყარებისთვის გადადგმულ ნაბიჯებს, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს რეგიონის მშვიდობისა და სტაბილურობისკენ სვლას“,- ამის შესახებ საქართველო...

მიხეილ ყაველაშვილი

1755012510

საზოგადოება

მიხეილ ყაველაშვილი: თურქეთი საქართველოსთვის ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორია - ვიმსჯელეთ თუ რა ნაბიჯების გადადგმა შეიძლება, ორმხრივი ვაჭრობის განვითარების კუთხით, არსებული პოტენციალის კიდევ უფრო უკეთ ასათვისებლად

„თანამედროვე მსოფლიოში მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, განსაკუთრებული აქცენტი გავაკეთეთ რეგიონული, სავაჭრო-ეკონომიკური და სატრანსპორტო-ენერგეტიკული თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე“,- ა...

მიხეილ ყაველაშვილი:

1755012420

საზოგადოება

მიხეილ ყაველაშვილი რეჯეფ თაიფ ერდოღანს: კარგი იქნება თუ 4 სექტემბერს გვეწვევით საქართველო-თურქეთის მატჩზე და ერთად გვექნება შესაძლებლობა ვუყუროთ თამაშს

„კარგი იქნება თუ 4 სექტემბერს გვეწვევით საქართველო-თურქეთის მატჩზე და ერთად გვექნება შესაძლებლობა ვუყუროთ [თამაშს]“,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა თურქეთის რესპუბლიკის პრეზ...

მიხეილ ყაველაშვილი