გურამ ფალავანდიშვილი საქართველოდან კელი დეგნანისა და კარლ ჰარცელის გაძევებას ითხოვს

ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან, გურამ ფალავანდიშვილმა მხარდამჭერებთან ერთად აქცია გამართა.

მან კარლ ჰარცელს მოუწოდა უარი თქვას უმცირესობების მხარდაჭერაზე.

ფალავანდიშვილი მტკიცებით, წინააღმდეგ შემთხვევაში დიპლომატს ქვეყნის დატოვება მოუწევს, - აქციის ორგანიზატორებმა ჰარცელის სახელზე ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში წერილიც დატოვეს.

დღესვე, ფალავანდიშვილმა და მისმა თანამოაზრეებმა ასევე აქცია გამართეს ამერიკის საელჩოსთან და განცხადება კელი დეგნანის სახელზეც შეიტანეს, სადაც ისინი ელჩის გადადგომას მოითხოვენ.

„მთელმა საქართველომ ნახა, რომ აშშ-ს საელჩოს ბნელი კარები დახშულია საზოგადოებისთვის. „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების” თავმჯდომარე არ შეუშვეს, მეტი ვინ უნდა შეუშვან? ალბათ შეუშვებენ „თბილისი პრაიდს” და სხვადასხვა მოძალადეებს. უკვე მრავალი წელია რაც აშშ  მისი საელჩოს მეშვეობით ეწევა დამოუკიდებელი საქართველოს ზნეობრივ ოკუპაციას. მათი საელჩოს წარმომადგენლების უდიდესი ზეწოლის ქვეშ ჩვენი პარლამენტი იღებს მრავალ დანაშაულებრივ და ბინძურ კანონს. ასევე, საპასუხისმგებლო ადგილზე ნიშნავს ღია ლგბტ ლობისტებს. თქვენ პირადად ხართ ჩართული წლევანდელი ბოროტი რიტუალის ორგანიზებაში, რომლის მიზანია ჩვენი ქვეყნის წაბილწვა. ჩვენ ვითხოვთ გაძევებულები იყვნენ საქართველოდან ქვეყნის ზნეობრივი მტრები და ოკუპანტები",-  განაცხადა გურამ ფალავანდიშვილმა.

 

ამავე თემაზე:

საქართველოს საპატრიარქომ "თბილისი პრაიდთან" დაკავშირებით საგანგებო განცხადება 29 ივნისს გაავრცელა

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1751640859

ახალი ამბები

რუსთავში ავტომობილი ახალგაზრდას დაეჯახა, შემდეგ კი აფთიაქში შევარდა

რუსთავში, თოდრიას ქუჩაზე ავარია მოხდა. მსუბუქი ავტომობილი ჯერ ტროტუარზე მდგომ ახალგაზრდა კაცს შეეჯახა, შემდეგ კი აფთიაქში შევარდა. დაშავებული 30 წლამდე კაცი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკაში გადა...

ავარია რუსთავში

1751639443

საზოგადოება

ნათია თურნავამ სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წევრი ქვეყნების ჯგუფის შეხვედრის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ ლუქსემბურგში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წევრი ქვეყნების ჯგუფის შეხვედრის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწი...

ნათია თურნავა

1751638599

ახალი ამბები

ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებითმა კომისიამ ქვეყანაში არსებულ დემოგრაფიულ ვითარებაზე იმსჯელა

ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე, კომისიის წევრმა, პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ ქვეყანაში არსებულ დემოგრაფიულ ვითარებასთან...

მარიამ ლაშხი

1751638198

ახალი ამბები

მაია ბითაძე გიორგი მშვენიერაძეზე: ახლა მხარი არ დაუჭირეს რეზოლუციასო, იქნებ ვინმემ გააგებინოს ამ პატივცემულს, რომ სირიის მთავრობისადმი მოთხოვნა ქართული საპარლამენტო დელეგაციის მიერ იყო მოთხოვნილი

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრი მაია ბითაძე გიორგი მშვენიერაძის განცხადებას ეხმაურება, სადაც...

მაია ბითაძე

1751636081

მსოფლიო

ერდოღანი: ისრაელის მხრიდან რეგიონის ქვეყნებზე თავდასხმების უკან პალესტინის საკითხის დავიწყების განზრახვა იმალება

„ისრაელის მხრიდან რეგიონის ქვეყნებზე თავდასხმების უკან პალესტინის საკითხის დავიწყების განზრახვა იმალება“, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აზერბაიჯანის ქალაქ ხანქენდიში, „ეკონო...

რეჯეფ თაიფ ერდოღანი