ვატო შაქარიშვილი: თუ იოსელიანი 3 დღის წინ გაიტაცეს და ეძებდა, რატომ არ მიმართა სამართალდამცავ უწყებებს? რატომ არ მოითხოვა მყისიერად სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერების ამოღება, რატომ დაელოდა ორშაბათს იმისათვის, რომ პოლიტიკური შოუ მოეწყო?

„სერიოზული პასუხის გაცემაც არ ღირს, რადგან ხელისგულზეა მორიგი უნიჭო სპექტაკლი, მაგრამ თუ 3 დღის წინ გაიტაცეს და 8 საათზე მეტი ხნის განმავლობაში ეძებდა, რატომ არ მიმართა სამართალდამცავ უწყებებს...? რატომ არ მოითხოვა მყისიერად სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერების ამოღება და ნაცვლად ამისა რატომ დაელოდა ორშაბათ დღეს,“- წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ თანადამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას იმ განცხადების შესახებ, რომელმაც მისი მეუღლის მიერ გავრცელებულ ვიდეოზე გააკეთა და აღნიშნა, რომ მას „ვიდეოს ჩაწერამდე თავს დაესხნენ და გაიტაცეს“.

შაქარიშვილის თქმით, „დიდი ხანია, კოლექტიური ნაცმოძრაობა დღის წესრიგს ვეღარ ქმნის, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა-არ მონაწილეობის საკითხზე შიდა არეულობა აქვთ - ამ სასოწარკვეთის პირობებში მორიგი ერთდღიანი ტყუილი შეთხზეს“.

„დიდი ხანია, კოლექტიური ნაცმოძრაობა დღის წესრიგს ვეღარ ქმნის, პატრონიც პენსიაში გავიდა, ერთმანეთის მიყოლებით უწევთ კანონის წინაშე პასუხისგება, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა-არ მონაწილეობის საკითხზე შიდა არეულობა აქვთ - ამ სასოწარკვეთის პირობებში რა ვქნათ, რა ვქნათო და მორიგი ერთდღიანი ტყუილი შეთხზეს. იმისათვის, რომ სიცრუე ადამიანების გარკვეულ ნაწილს მაინც დააჯერონ, ცდილობენ ის მაქსიმალურად აბსურდული შინაარსის იყოს. ნაფტალინიდან ამოიღეს კოტე იოსელიანი, რომელიც 2018 წელს მის მიერ გაკეთებული ამორალური განცხადების გამო ბოდიშს იხდის. ცხადია, ბევრს გაუჩნდა კითხვა, რატომ შეაწუხა სინდისმა(რაც არც ერთ ნაცს არ გააჩნია) 7 წლის შემდეგ ნაცმოძრაობის წევრს და ამავე პარტიის თავმჯდომარის მეუღლეს და რატომ გადაწყვიტა ღრმად მივიწყებული ამბის წამოწევა.

იმიტომ, რომ ეს იყო ორსვლიანი უნიჭო და მარტივი კომბინაცია, რომლის მეორე ნაწილსაც დილიდან ვადევნებთ თვალს. დაეწყვნენ ერთმანეთის მიყოლებით ბრიფინგებს მართავენ, მიხეილ ვივა-მედელიც გამოეხმაურა და ჰყვებიან ზღაპარს კოტე იოსელიანის „გატაცების“ შესახებ... ალბათ სერიოზული პასუხის გაცემაც არ ღირს, რადგან ხელისგულზეა მორიგი უნიჭო სპექტაკლი, მაგრამ რამდენიმე კითხვაა, რაც კიდევ უფრო გაამარტივებს სიცრუის გამოაშკარავებას - თუ 3 დღის წინ გაიტაცეს და 8 საათზე მეტი ხნის განმავლობაში ეძებდა, რატომ არ მიმართა სამართალდამცავ უწყებებს...? არაერთხელ გვინახავს როგორ რეკავენ კამერების თანდასწრებით პოლიციაში და როგორ აკონტროლებენ წამების სიზუსტით სამართალდამცველების მოქმედებებს. რატომ არ მოითხოვა მყისიერად სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერების ამოღება და ნაცვლად ამისა რატომ დაელოდა ორშაბათ დღეს, იმისათვის რომ პოლიტიკური შოუ მოეწყო...? ვფიქრობ, რიტორიკულია ეს კითხვები, რადგან პასუხი ერთია - ეს არის მომაკვდავ რეჟიმში მყოფი კოლექტიური ნაცმოძრაობის სასოწარკვეთის გამოძახილი!,“- წერს შაქარიშვილი ფეისბუქზე. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1749474345

საზოგადოება

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 9 ივნისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7311 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7315 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომლ...

ლარის კურსი, ვალუტა

1749473066

საზოგადოება

იტალიელი ჟურნალისტები საქართველოს ტურისტულ მიმართულებას გაეცნენ

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ იტალიიდან მედიის წარმომადგენლებსა და ბლოგერებს უმასპინძლა, - ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. „10 კაციანი ჯგუფისთვის საინფორმაციო ტუ...

იტალიელი ჟურნალისტები

1749472089

საზოგადოება

თბილისის მერი ლომბარდიის რეგიონის პრეზიდენტ ატილიო ფონტანას და ვიცე-პრეზიდენტ რაფაელე კატანეოს შეხვდა

იტალიის ქალაქ მილანში ვიზიტით მყოფი თბილისის მერი კახა კალაძე დღეს ლომბარდიის რეგიონის პრეზიდენტ ატილიო ფონტანას და ვიცე-პრეზიდენტ რაფაელე კატანეოს შეხვდა. მხარეებმა ისაუბრეს საქართველო-იტალიის ურთიერ...

თბილისის მერი

1749471192

ახალი ამბები

შსს: არც ბოკუჩავას და არც იოსელიანს საგამოძიებო უწყებისთვის განცხადებით არ მოუმართავთ, იოსელიანი გამოკითხვაზე საჯარო სივრცეში გაკეთებული განცხადების შემდეგ დაიბარეს

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისი მეუღლე რამდენიმე დღის წინ მოიტაცეს და მასზე ძალადობა განახორციელეს. „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამი...

შსს

1749467599

საზოგადოება

კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინეს

კულტურის, სპორტის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინეს. მომხსენებელმა, ფინანსთა მინის...

კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზ