თბილისის მერი ლომბარდიის რეგიონის პრეზიდენტ ატილიო ფონტანას და ვიცე-პრეზიდენტ რაფაელე კატანეოს შეხვდა

იტალიის ქალაქ მილანში ვიზიტით მყოფი თბილისის მერი კახა კალაძე დღეს ლომბარდიის რეგიონის პრეზიდენტ ატილიო ფონტანას და ვიცე-პრეზიდენტ რაფაელე კატანეოს შეხვდა.
მხარეებმა ისაუბრეს საქართველო-იტალიის ურთიერთობებზე, თანამშრომლობის პერსპექტივებზე, მიმდინარე და სამომავლო ერთობლივ პროექტებზე.
შეხვედრაზე კახა კალაძემ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ მილანი მისთვის მშობლიური ქალაქია, სადაც არაერთი წელი იცხოვრა და სურვილი გამოთქვა ყველა იმ რესურსის გამოყენების, რაც თბილისსა და მილანს შორის ურთიერთობებს კიდევ უფრო გააღრმავებს.
„მინდა, მადლობა გადაგიხადოთ თბილი და მეგობრული შეხვედრისთვის. ჩემთვის დიდი პატივია, ვიმყოფებოდე იტალიაში, ჩემთვის მშობლიურ ქალაქ მილანში. ჩვენს ქალაქებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების დიდი რესურსი არსებობს, მათ შორის: კულტურის, ტურიზმის, გამწვანება-ურბანული დაგეგმარების, ნარჩენების მართვის, ტრანსპორტის და სხვა მიმართულებით. მე, როგორც თბილისის მერი, მზად ვარ ყველანაირად შევუწყო ხელი ურთიერთობების გაღრმავებას. ლომბარდიის რეგიონს უდიდესი როლი აქვს იტალიის ეკონომიკის განვითარებაში. მინდა, მოგიწვიოთ თბილისში, ადგილობრივ ბიზნეს სექტორთან ერთად. ბიზნესისთვის თბილისი და ზოგადად, საქართველო ძალიან ხელსაყრელი და საინტერესო ქვეყანაა. ასე რომ, ვფიქრობ, ამ კუთხითაც თანამშრომლობა ძალიან წაადგება ორივე ქვეყანას“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
ლომბარდიის რეგიონის პრეზიდენტმა, ატილიო ფონტანამ მადლობა გადაუხადა კახა კალაძეს ვიზიტისთვის და იმედი გამოთქვა, რომ ბიზნეს დელეგაციასთან ერთად, მალე თბილისს ეწვევა.
„ძალიან მოხარულები ვართ თბილისის მერთან დღევანდელი შეხვედრის. გვახარებს ის ფაქტი, რომ ქალაქ მილანში გაიხსნა საქართველოს საკონსულო, რომელთანაც უკვე გვაქვს საქმიანი ურთიერთობები. როგორც იცით, ლომბარდიის რეგიონი არა მხოლოდ იტალიაში, ევროპის მასშტაბით, ძალიან მნიშვნელოვანი რეგიონია ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, ინდუსტრიის განვითარების მაღალი დონით. შესაბამისად, გვაქვს სურვილი გავაღრმაოთ ურთიერთობა საქართველოსთან, თბილისთან. დღეს თბილისის მერისგან მივიღეთ შემოთავაზება, ვიმუშაოთ ლომბარდიის რეგიონიდან ბიზნეს დელეგაციის შესაძლო ვიზიტზე თბილისში. მნიშვნელოვანია წინასწარ შეთანხმდეს მხარეებისთვის საინტერესო საკითხები, რათა ეს ვიზიტი იყოს ნაყოფიერი. ასე რომ, გამოვთქვამთ მზადყოფნას, ვიმუშაოთ ამ საკითხზე“, - განაცხადა ატილიო ფონტანამ.
დღევანდელ შეხვედრას მილანში საქართველოს გენერალური კონსული ნატალია კორძაია დაესწრო.
1749474345
საზოგადოებალარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 9 ივნისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7311 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7315 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომლ...
1749473066
საზოგადოებაიტალიელი ჟურნალისტები საქართველოს ტურისტულ მიმართულებას გაეცნენ
საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ იტალიიდან მედიის წარმომადგენლებსა და ბლოგერებს უმასპინძლა, - ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. „10 კაციანი ჯგუფისთვის საინფორმაციო ტუ...
1749471309
საზოგადოებავატო შაქარიშვილი: თუ იოსელიანი 3 დღის წინ გაიტაცეს და ეძებდა, რატომ არ მიმართა სამართალდამცავ უწყებებს? რატომ არ მოითხოვა მყისიერად სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერების ამოღება, რატომ დაელოდა ორშაბათს იმისათვის, რომ პოლიტიკური შოუ მოეწყო?
„სერიოზული პასუხის გაცემაც არ ღირს, რადგან ხელისგულზეა მორიგი უნიჭო სპექტაკლი, მაგრამ თუ 3 დღის წინ გაიტაცეს და 8 საათზე მეტი ხნის განმავლობაში ეძებდა, რატომ არ მიმართა სამართალდამცავ უწყებებს...? რატ...
1749471192
ახალი ამბებიშსს: არც ბოკუჩავას და არც იოსელიანს საგამოძიებო უწყებისთვის განცხადებით არ მოუმართავთ, იოსელიანი გამოკითხვაზე საჯარო სივრცეში გაკეთებული განცხადების შემდეგ დაიბარეს
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისი მეუღლე რამდენიმე დღის წინ მოიტაცეს და მასზე ძალადობა განახორციელეს. „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამი...
1749467599
საზოგადოებაკომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინეს
კულტურის, სპორტის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინეს. მომხსენებელმა, ფინანსთა მინის...