"გუშინ დროშა უკუღმა ეჭირა, დღეს ხორცს შაქარი მოაყარა... დასკვნები თქვენთვის მოგვინდვია. ეს იყო "ღამის იმედი" - რას წერს რომან გოცირიძე
"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს:
"ტვ “იმედზე” წამყვანი ეკითხება მოწვეულ ექსპერტს:
- როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, თურმე ერთ-ერთი წვეულებისას მიხეილ სააკაშვილმა მწვადს მარილის ნაცვლად შაქარი მოაყარა, როგორ შეაფასებთ ამ მოვლენას?
- ხდება ხოლმე სუფრაზე, ეშლებათ და სამარილეში შაქარს ყრიან და საშაქრეში მარილს
- სწორედ იმაშია საქმე, რომ ასე არ ყოფილა, არავის არაფერი შეშლია
- იქნებ მიხეილ სააკაშვილი ახალი ჩამოსული იყო ჩინეთიდან, სადაც უყვართ ხორცზე ტკბილი საწებლის მიყოლება, თქვენ წარმოიდგინეთ, თაფლისაც კი
- მიხეილ სააკაშვილი არც ჩინეთში ყოფილა ბოლო დროს
- ალბათ….
- სწორია, სწორია, ალბათ, თუმცა რა ალბათ, ეს დამტკიცებული ფაქტია, რომ მიხეილ სააკაშვილი პატივს არ სცემს ეროვნულ ტრადიციებს, არღვევს ქართული სუფრის(პურობის) წესს, რომელიც ბატონი ბიძინას ინიციატივით საქართველოს კულტურის სამინისტროს მიერ შეტანილი იქნა ქვეყნის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.
გუშინ დროშა უკუღმა ეჭირა, დღეს ხორცს შაქარი მოაყარა. დასკვნები თქვენთვის მოგვინდვია.
ეს იყო “ღამის იმედი”.
იმედის დილა ნუ მოგიშალოთ ღმერთმა", - წერს რომან გოცირიძე.
სხვა სიახლეები:
🔵 "პაიკების მოძრაობაა დაფაზე" - რომან გოცირიძე საკადრო ცვლილებებზე
🔵 საქართველოში "კორონავირუსს" კიდევ 42 პაციენტი ემსხვერპლა
🔵
1791749091
ახალი ამბებიზაზა გვიმრაძე „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის დროს ციხეებში არსებულ მდგომარეობაზე: პატიმრები მიჰყავდათ, რომ დაესაჯათ, მორგში მიცვალებულზე ზემოდან აწვენდნენ, აბამდნენ და აჩერებდნენ რამდენიმე ხანი
„ისეთი პატიმრები მიჰყავდათ, რომ დაესაჯათ და მორგში პატიმარს მიცვალებულზე ზემოდან აწვენდნენ, აბამდნენ და აჩერებდნენ რამდენიმე ხანი“, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ ყოფილმა პოლიტპატიმარმა ზაზა გ...
1791747453
ახალი ამბებიყოფილი პოლიტპატიმარი „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდის ციხეზე: არ მეგულება ადამიანი, რომელსაც რაღაც ერთი საშინელება მაინც არ აქვს ნანახი. მე პირადად ნანახი მაქვს ერთი ადამიანის მკვლელობა, ერთი ადამიანის დაინვალიდება და უამრავი კატაფალკა
„კაცი არ იყო, რომელიც იქ შესული იყო და ნაცემი ან რაღაცნაირად დამცირებული არ იყო, არ მეგულება ადამიანი, რომელსაც რაღაც ერთი საშინელება მაინც არ აქვს ნანახი. მე პირადად ნანახი მაქვს ერთი ადამიანის მკვლე...
1791745559
მსოფლიოთურქეთში ავტოსაგზაო შემთხვევას 11 ადამიანი ემსხვერპლა - არიან დაშავებულები
„თურქეთის დასავლეთით, მანისას პროვინციაში, ავტომაგისტრალზე, ტურისტული ავტობუსი სატვირთო ავტომობილს შეეჯახა, რის შედეგადაც 11 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 27 დაშავდა“, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი...
1791741431
ახალი ამბებიირაკლი ქადაგიშვილი 4 ოქტომბრის დამხობის მცდელობაზე: ყველას ეჩქარებოდა საქართველოში ისეთი ხელისუფლების მოყვანა, რომელიც ამ გლობალური ომის პირობებში საქართველოს რუსეთთან კონფრონტაციის ახალ, ცხელ კერას გააჩენდა
„ეს იყო ერთი დიდი სცენარს ერთი ეპიზოდი. ეს არ არის ლოკალურად განსახილველი“, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქა...
1791739720
ახალი ამბებიავარია კახეთის გზატკეცილზე - დაშავებულია რამდენიმე ადამიანი, მათ შორის არასრულწლოვნები
კახეთის გზატკეცილზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგად დაშავდა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის არასრულწლოვნები. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა კლინიკაში გადაიყვანეს. არსებულ...




























