„გუშინ თავს ვიკლავდი, ძლივს გადამარჩინეს“ - ევროპაში საქმიანი ვიზიტით მყოფი, ქართველი მსახიობის ამბავი
მსახიობი, ფილმების და სერიალების ქასტინგის რეჟისორი, „EKA CAST“ - ის წარმომადგენელი ნოშრე ფელინი, იგივე პაატა ქვლივიძე საკუთარ „ფეისბუკ“ გვერდზე ევროპაში, საქმიანი ვიზიტით ყოფნისას, კათოლიკურ ტაძარში თავს გადახდენილ სახალისო ისტორიის შესახებ წერს.
Exclusivetv.ge-ს მკითხველს, მსახიობის სახალისო ისტორიას უცვლელად ვთავაზობთ.
„გუშინ თავს ვიკლავდი, ძლივს გადამარჩინეს. კათოლიკურ ეკლესიაში ხომ ასეთი წესია, ჩააგდებ ცენტებს და სანთელი ანუ ის ვითომ მამაძაღლობა სანთელი ინთება (ლამპოჭკა) ნათურა.
მე რა სიკვდილი მეტაკა არ ვიცი, რა ლოცვა ამიტყდა. ქეში ცენტები არ მქონდა და ბარათი მივადე. თავი გამოვიდე. „კნოპკაზე“ მივუთითე რაღაც, 100 ევრო წაიღო, მთელო ტაძრის ჭაღები აჩახჩახდა, პადრე გამოვარდა - ვინააა ეს საოცრება ვინ ჩაიდინაო. მამაჩემის სული დავინახე იოანე პავლე მეორეს ეჯდა მხარზე ისე მიჰყავდათ სასუფეველში, ფრთებით მადლობას მწირავდა.
მოვუხმე იქაურ მღვდელმთავრებს, დავიყარე თავზე ნაცარი, ავაწიოკე საპადრეთი, შესაწირები გავახსნევინე და თანხის ნახევარი ძლივს დავიბრუნე უკან. საწყალს ვეჩხუბებოდი, იმ თქვენი რომელიღაც პაპის ქანდაკებასთან დავწვები, ვერ გამიტანთ აქედან, ვიდრე ჩემს ფულს არ დამიბრუნებთ-თქო. ისეთი მამაპაპური გაწევ-გამოწევა ატყდა, ბოლოს ის ჩინელი გვაშველებდა აი ტურისტებს წინ რომ მიუძღვით ხოლმე დროშით. ორი დღეა კათოლიკური მადლი დამაქვს შარავანდედის სახით, დავდივარ და დავკაშკაშებ.
სიყვარულით თქვენზე და ერზე მლოცველი, დაზარალებული noSre felini (პაატა ქვლივიძე)
მიუნხენი 14.12.2021“
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
📌 ქართველი პროფესორის იტალიური ამბები - „ქალი გადმოვიდა, ქალის უნახავს გაგხდიდათ“
📌 ქეთევან აბიათარი - იტალიაში მცხოვრები მევიოლინე
📌 ქართულ-იტალიური დუეტი “ლალიმბერტი”, მალე “სულიკოს” იტალიურ ვერსიას შემოგვთავაზებს (ვიდეო)
1793520579
ახალი ამბებიპოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ ამოიღო - დაკავებულია 2 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევისა და ისანი - სამგორის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შ...
1793518136
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: ევროკავშირი და მისი საელჩო ძალადობის მხარდაჭერის ტესტში საკმარისზე მეტჯერ ჩაიჭრნენ, ახლა მათი პასუხისმგებლობაა, ეს მძიმე ლაქა ჩამოირეცხონ
ევროკავშირი და მისი საელჩო ძალადობის მხარდაჭერის ტესტში საკმარისზე მეტჯერ ჩაიჭრნენ. ახლა მათი პასუხისმგებლობაა, ეს მძიმე ლაქა ჩამოირეცხონ, - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შა...
1793515656
ახალი ამბებიპოლიციამ აჭარაში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს...
1793513051
ახალი ამბებიროგორი ამინდია მოსალოდნელი 1-ელ ნოემბერს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით
პირველ ნოემბერს ქუთაისში წვიმიან ამინდს ელოდებიან, დღისით +21 და ღამით +12 გრადუსია მოსალოდნელი. წვიმას ოზურგეთშიც ელოდებიან, დღისით +21 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +14 გრადუსი იქნება. ბათუმშიც წვი...
1793479650
საზოგადოებაირაკლი კირცხალია: ჩვენ ვიყავით მომსწრე ერთ-ერთი ყველაზე დიდი აფერის, რომელიც დარწმუნებული ვარ, პოლიტოლოგიაში სამაგალითო იქნება, თუ როგორ შეიძლება, ბიუროკრატიული მანქანა მოქმედებდეს ქვეყნის წინააღმდეგ
ჩვენ ვიყავით მომსწრე ერთ-ერთი ყველაზე დიდი აფერის, რომელიც დარწმუნებული ვარ, პოლიტოლოგიაში სამაგალითო იქნება, თუ როგორ შეიძლება, მთელი ბიუროკრატიული მანქანა მოქმედებდეს ქვეყნის წინააღმდეგ, - განაცხადა...






























