იაგო ფრანგიშვილი: სანამ ომიკრონზე საუბარს დავიწყებდე, დრო ისე მირბის, რომ უკვე დელტაკრონზე თუ დელტაომიკრონზე და ალფაკრონებზე მოგვიწევს საუბარი

გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი იაგო ფრანგიშვილი, სოციალურ ქსელში კორონავირუსის ახალ შტამ "ომიკრონთან" დაკავშირებით ვრცელ პოსტს აქვეყნებს:
"კითხვებმა, რომ უკვე ნორმალურ ზღვარს გადააჭარბა და უკვე ახლად ინფექცია გადატანილებს, რომ ეუბნებიან საქართველოში, ეს რაც გქონდა არ იყო ომიკრონი და ომიკრონის გამო უკვე რამდენიმე კვირაში უნდა აიცრაო,
აი აქ უკვე შეუძლებელია არ მქონდეს რეაქცია.
მერე რამდენიმე ჟურნალისტის თხოვნაც შემოვიდა, ომიკრონზე რას იტყოდიო.
მოკლედ,
სანამ ომიკრონზე საუბარს დავიწყებდე, დრო ისე მირბის, რომ უკვე დელტაკრონზე თუ დელტაომიკრონზე და ალფაკრონებზე მოგვიწევს საუბარი.
მოდით და იქიდან დავიწყოთ, რომ მუტანტი არის საშინელი სიტყვა და არაფრით ასახავს რაიმე ორგანიზმის ქვესახეობას.
მუტაციები კი ბუნებრივია და განვიცდით ყველა.
ჯერ აქამდე არცერთი ახალი მუტაცია არ ყოფილა უფრო მეტად ,,სიკვდილისმომტანი,, ვიდრე წინა.
ისე, მუტაციებიც და მუტაციის ქვეჯგუფებიც იმდენია, რომ უკვე ვერც ვითვლით.
დაახლოებით 20-მდე მუტაციაა ცნობილი და მათ ყველას მისი სახე სხვაობები აქვს.
ყველაზე ნაკლები გენეტიკური სახესხვაობებია ალფა კოვიდ მუტაციაში და ეს დღეისდღეობით 8 სახისაა, დელტა ვარიანტის 22 სახესხვაობაა ცნობილი, ომიკრონის ჯერეჯერობით 30 სახესხვაობაა.
ომიკრონზე თუ ვისაუბრებთ, ყველაფერი შეიძლება ითქვას და ამ ყველაფერს მინიმუმ ათი ინტერპრეტაცია ექნება.
გადამდებია?
კი, იქნება და უფრო მეტად? მაგრამ, ვირუსის ლასტი ლორწოვანში რამდენჯერმე ნაკლებია, ვიდრე წინა სახეობებისა, ჰო, მაგრამ, ბევრს ასნეულებს, კი, ბევრს, მაგრამ არ ასნეულებს, 99% ჯანმრთელი და არა ასაკოვანი ვერც კი გრძნობს, ჰო მაგრამ, მასობრივი როა, ეს 1%-იც ბევრია
კიი მაგრამ იქ, სადაც ინფექციის მაჩვენებელი კვირაში 100.000 მოსახლეზე 1800 არის, ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი იკლებს 15-მდეა, ანუ ზოგადადაც და ასაკისა თუ მძიმე ქრონიკული ავადმყოფების ჩათვლითაც კი ავადმყოფობის 1%-ზე დაბლა ჩამოვდივართ .....
და ასე შემდეგ.....
შეგვიძლია ვაგრძელოთ და ვაგრძელოთ დისკუსიები.....
მოკლედ,
ამას სადავოდ და სადისკუსიოდ კი არ ვამბობ და ვწერ.
არ მსურს საერთოდ დისკუსია, ზოგი ასეთი და ზოგი ისეთი კუთხით უდგება და ყველას თავისი სიმართლე აქვს.
მოდით და ვნახოთ ფაქტები, აბსოლუტური და 100%-იანი ფაქტები, უფრო სწორად კი ერთი უმთავრესი ფაქტი
თუ რა გადაწყვეტილებას იღებდა ყოველთვის, ყოველთვის, ამ 2 წლის მანძილზე ყოველთვის და ერთხელაც კი ,,არანოსტრადამულად,, ვერ მოქმედი და ვერ მოაზროვნე ხელისუფლებანი და რას აკეთებენ ახლა?
ადრე, როცა ინფექციურობის მაჩვენებელი ასე მაღალი არ იყო და აცრილებიც საკმაოდ იყვნენ და მე საუბარი მაქვს ასე 3 თუ 4 თვის წინ, როცა თითქმის მთელმა დასავლეთმა იმ ხალხის 90%-მა აიცრა, რაც ახლაც აცრილია,
აი მაშინ რა იყო?
კარანტინი იყო 2 კვირა და ვრცელდებოდა ყველა საკონტაქტო პირზე, რომელსაც კი მოიძიებდა ჯანდაცვის სისტემა.
დღეს, გაცილებით მეტი ინფექციის მაჩვენებლის დროს დააწესეს და შეთანხმდნენ 5-დღიან კარანტინზე და ბევრ ქვეყანაში ეს მხოლოდ ინფიცირებულს ეხება და არა კონტაქტ პერსონას.
ასე რომ, აქედან გამომდინარე ყველამ, აბსოლუტურად ყველამ იცის, თუ რა რა, სად ვდგავართ პანდემიის თვალსაზრისით და საშიშროებისა თუ დაზაფრვის რა შინაგანი განცდა გააჩნიათ იმ ადამიანებს, რომლებიც გადაწყვეტილებებს იღებენ.
გერმანიაში უკვე სამჯერ გადაწიეს ,,იძულებითი აცრის,, შემოღება ახლა იმაზეა დისკუსია, რომ ამგვარ წესებზე დისკუსიააო აუცილებელიო, ასე განაცხადა ბუნდესპრეზიდენტმა, ანუ სავალდებულო აცრის შემოღებაზე ჯერ დისკუსიას აპირებს გერმანია, აქამდელი ვადა, მარტის ბოლოსთვის ყველა ჯანდაცვის თუ პროფესიულად მრავალკონტაქტური ადამიანი აცრილი უნდა იყოსო, აი ეს ვადა მარტის ბოლოდან ჯერჯერობით გაურკვევლობაში გადასწიეს.
ჩემი აზრით მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ იციან, მარტის ბოლომდე ომიკრონი იქნება პანდემიიდან ენდემურ ინფექციად კოვიდის ტრანსფორმირების გზა.
მოხუცები და მძიმე დასნეულებული ადამიანები დასაცავია, ინფლუენცასგანაც, კორონასგანაც, პნევმოკოკისგანაც...
პაციენტის მართვის პრიორიტეტულობა წინა და წინა ხაზზე გადმოდის, როცა იქნება და ინტენსიურში ყველა პაციენტი აცრილ დაბუსტერებული იქნება და ბევრი ოთხჯერ და ხუთჯერ აცრილიც, ეს გარდაუვალი მომავალია, ამას არ ესაჭიროება წინასწარმეტყველება.
წინასწარმეტყველება ესაჭიროება მხოლოდ იმას, თუ ვინმე გამოჩნდება ისეთი გადაწყვეტილების მიმღები, რომელიც გადაწყვეტს, ჩაითვალოს თუ არა აცრილად 3 თვის წინ მესამედ ან მეოთხედ აცრილი, თუ 6 თვის წინა აცრილი
თუ იქნება და ყოველ თვეში აცრილი ჩაითვალოს მართლა აცრილად???.
აი ეს მართლაც ძნელი საწინასწარმეტყველოა და მე ამას არ ვამბობ ხუმრობით ან სარკაზმით.
რამდენიმე დღის წინ ერთი კარგი ბებო გარდაიცვალა, 98 წლის ასაკში და ბოლო აცრა, მესამე აცრა ჰქონდა ნოემბერში, ჰოდა ეუბნება რეანიმაციის განყოფილების უფროსი ამ ქალბატონის 78 წლის შვილს, შვილიშვილებს და უკვე ზრდასრულ შვილთაშვილს, რომ "ბუსტერს დრო გაუვიდა ალბათო, თითქმის სამი თვე იყო გასულიო და ამიტომ ვერაფერი მოვახერხეთო"
აი ასეთს თუ ვკითხავთ, ვინაა აცრილი, ალბათ 30%-მდე ჩამოიწევს აცრის ქვოტა.
მოკლედ, თუ გვინდა გავიგოთ, რამდენად საშიშია ესა თუ ის ვარიანტი, მუტაცია თუ ზოგადად სიტუაცია,
უნდა გავარკვიოთ იქიდან, თუ რა შეზღუდვებს, ვის და რა პირობებში უწესებს ხელისუფალი კონკრეტულად.
ჩაატარა ფეხბურთის ჩემპიონატი ათიათასობით დამსწრეთი? არ თვლის არაფერს საშიშად და თუ კონცერტის ჩატარებას გიკრძალავს, იმიტომ რომ ასე მოეხოშა, ასე სურს, სურს რომ დაგანახოს ისაა გადამწყვეტი.
არცერთი საათი არ დახურულა ამაზონის ან დეჰაელის თუ სხვა ლოგისტ გიგანტების ცენტრები, სადაც ერთ დარბაზში ათასობით ადამიანი მუშაობს. საამშნებლო ბიზნესში, ხორცის გადამუშავების ბიზნესში თუ სხვაგან ნაქირავებ დასაქმებული უცხოელები გერმანიაში ისევ 20 ადამიანი ცხოვრობს ერთადერთ კონტეინერში და არავის მოსვლია აზრად კონტეინერის ქალაქების დახურვა, სამუშაო და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება.
20 კაცი ერთ 20 მეტრიან კონტეინერში. 10 ერთ მხარე ორ სართულად და 10-იც მეორე მხარეს, ,,პროსტინით,, გაყოფილი პარცელებით.
არავის მოსვლია აზრად ამ სიტუაციის შეცვლა.
აზიულატებიც მყავს პაციენტები და აბა ნახეთ სად და რამდენი ცხოვრობს ერთ ოთახში, ერთ სართულზე, საერთო სამზარეულოთი და ტუალეტით, არავის მოსვლია აზრად ამ პრობლემის გადაწყვეტა.
ძალიან ბევრ მოხუცთა სახლში ისევ და ისევ, გერმანიაშიც კი ერთ პატარა 10 კვადრატულ მეტრ ოთახში ორი ღრმადმოხუცია.
ჩინეთი გაცილებით უფრო აშკარად გვანახვებს, თუ რა და როგორ უნდა აღვიქვათ, რა ხდება საერთოდ ჩვენს ირგვლივ და რისი უნდა გვეშინოდეს.
ერთ დღეში 100 ინფექციის გამო ჩინეთმა 13 მილიონიანი ქალაქი ჩაკეტა.
მაგრამ, მართლა ჩაკეტა?
არა,
არცერთი ფაბრიკა არ დახურულა, არცერთი მუშა მოსამსახურე სახლში არ დარჩენილა, შეზღუდვა არ შეხებია სამუშაო, ეკონომიკურ სფეროს. ქალაქის ჩაკეტვა არ შეხებია ეკონომიკურ ლოგისტიკას და მიმწოდებელი ბიზნესის ტრანსპორტს.
შეეხო მხოლოდ პირად გადაადგილებას, შეეხო მხოლოდ პირად ცხოვრებას, პირად კონტაქტს სამუშაოს გარეთ.
ამასაც ხომ გააზრება უნდა და თუ გავაკეთებთ, მივხვდებით, თუ რა ხდება", - წერს იაგო ფრანგიშვილი.
სხვა სიახლეები:
🔳 "რატომ ვერ აღწევს ომიკრონი ფილტვებამდე?" - მოლეკულური ბიოლოგის, ცოტნე ჯავახიშვილის განმარტება
1755775833
ახალი ამბებიგარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო სამთვიან ანაზღაურებად სტაჟირებას 300-მდე ახალგაზრდას სთავაზობს, გასულ წელს კი 60-მდე სტაჟიორიდან, დაახლოებით 20 სამინისტროში დასაქმდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და მის სისტემაში შემავალი უწყებები, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივის ფარგლებში, სამთვიან ანაზღაურებად სტაჟირებას 300-მდე ახალგაზრდას შესთავაზებ...
1755773558
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი ლევან გაჩეჩილაძის გარდაცვალებაზე ოპოზიციის მხარდამჭერთა შეურაცხმყოფელ კომენტარებსა და ცინიზმზე: კარგად აჩვენებენ თავის სახეს მთელი ქვეყნის დასანახად
კარგად აჩვენებენ თავის სახეს მთელი ქვეყნის დასანახად, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა იმ ფაქტზე, რომ ბიზნესმენისა და პოლიტიკოსის, ლევა...
1755771291
ახალი ამბებიავარია ქედაში - დაიღუპა 1 ადამიანი, 3 კი დაშავდა
ქედაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა. როგორც „ექსკლუზივს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართა...
1755770580
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე: „ქართული ოცნების“ გუნდიც და საზოგადოებაც მყარად დგას, არავის მივცემთ საშუალებას, ჩვენს ქვეყანაში არეულობა მოაწყოს ან მაიდანის მოწყობის მცდელობა ჰქონდეს
„ბატონი ანიტა, რომელიც უკვე კომიკურ ფიგურად ჩამოყალიბდა საზოგადოების თვალში და პოლიტიკაშიც, თუ მას შეიძლება პოლიტიკაში მყოფი ადამიანი ვუწოდოთ, იმასაც კი ვერ ბედავს, რა დავალებაც მიიღო, გააჟღეროს“, – ა...
1755768445
ახალი ამბებიბაჩო ოდიშარია: ადამიანის გარდაცვალებაზე ჟრიამული, ქილიკი და ლანძღვა ფაშისტური ხელწერაა, დღეს ფაშიზმი კი ლიბერალიზმის საფარქვეშ ხორციელდება, კიდევ ერთხელ გამოჩნდა ძალადობრივი ქართულ კულტურასთან სრულად შეუთავსებელი ამორალური ცნობიერება
„ადამიანის გარდაცვალებაზე ჟრიამული, ქილიკი და ლანძღვა ფაშისტური ხელწერაა, დღეს ფაშიზმი კი ლიბერალიზმის საფარქვეშ ხორციელდება. კიდევ ერთხელ გამოჩნდა ფეისბუქ ლიბერალების რევანშისტული, ძალადობრივი, ქართუ...