"იანვარში კვერცხი შესაძლოა, 3-4 თეთრით კიდევ გაძვირდეს"

იანვარში კვერცხი შესაძლოა, 3-4 თეთრით კიდევ გაძვირდეს.

ამის შესახებ BMG-სთან კომპანია „კოდას“ გენერალურმა დირექტორმა, ზურაბ ჭუჭულაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ფრინველის საკვები პროდუქტების, ელექტრონერგიისა და ბუნებრივი აირის, ასევე საწვავისა და შესაფუთი მასალების ფასის მატების გამო 2022 წლის დასაწყისში პროდუქციის 12-15%-ით გაძვირება მოუწიათ.

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ კი, უკრაინული ხორბლის იმპორტის შეფერხებამ და რუსეთის მიერ მარცვლეულზე საბაჟო გადასახადის გაზრდამ ნედლეულის კიდევ უფრო გაძვირება გამოიწვია.

როგორც ზურაბ ჭუჭულაშვილი ამბობს, წინასაახალწლოდ მარჟის შემცირების ხარჯზე პროდუქციას არ გააძვირებენ, თუმცა, თუ ბაზარზე არსებული მდგომარეობა არ შეიცვალა, იანვარში ფასების დაკორექტირება მოუწევთ.

ბიზნესი უკვე გვკარნახობს იმას, რომ სარეალიზაციოდ პროდუქციის გაძვირება საჭიროა. დაახლოებით ორი თვის წინაც იყო გაძვირების საჭიროება, თუმცა ეს არ გავაკეთეთ.

როგორც ვიცით, სტატისტიკურად შემოდგომის პერიოდში ყველაზე იაფია ხოლმე მარცვლეული პროდუქტები, სიმინდი და ხორბალი, და ჩვენ ამის იმედი გვქონდა, თუმცა რეალობა სხვა აღმოჩნდა.

ფასებმა ოდნავ დაიწია, მაგრამ არა იმდენად, რომ გაუძვირებელი პროდუქცია აიტანოს.

ჯერ კიდევ დაკვირვების ეტაპზე ვართ.

ახალ წლამდე არ გავაძვირებთ პროდუქტს, შემდეგ კიდევ ერთხელ გადავხედავთ სიტუაციას, შევხედავთ ენერგომატარებლების, ნედლეულისა და საწვავის ფასებს და ამის მიხედვით შეიძლება მოგვიწიოს გაძვირება.

საუბარია იანვრის მეორე ნახევარზე“ , - აცხადებს ზურაბ ჭუჭულაშვილი.

წყარო:bmg

ასევე დაგაინტერესებთ:

📍საქართველოში ბავშვთა ონკოლოგიური სახელმწიფო კლინიკის გახსნა იგეგმება

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1745405902

საზოგადოება

2025 წლის I კვარტალში მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები, წინა წელთან შედარებით, 2.3%-ით გაიზარდა და $826.0 მილიონი შეადგინა

2025 წლის I კვარტალში საქართველომ მოგზაურობიდან 826.0 მილიონი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2.3%-ით მეტია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნ...

საქართველოს რუკა

1745404404

ახალი ამბები

„პოლიციელი გმირია“ - ბანერი მოქალაქეებმა ბარათაშვილის ხიდზე გადმოფინეს

ბანერი წარწერით „პოლიციელი გმირია“ მოქალაქეებმა თბილისში, ბარათაშვილის ხიდზე გადმოფინეს. ტრანსპარანტზე დაწერილი ფრაზა სავარაუდოდ პასუხია იმ ბინძურ კამპანიაზე, რასაც რადიკალური ოპოზიცია და მათი მხარდამ...

პოლიციელი გმირია

1745402570

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ გაეროსთან აკრედიტებულ მუდმივ წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა მიიღო ბურუნდის, ლესოტოს, ნეპალისა და ქუვეითის მუდმივი წარმომადგენლები გაეროსთან, რომლებიც საქართველოს 21-27 აპრილის პერიოდში სტუმრობენ. როგორც ს...

მაკა ბოჭორიშვილი

1745401398

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: ეუთოსთან ჩვენი პარტნიორობა უმნიშვნელოვანესია საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობისა და ეკონომიკური მდგრადობის განსამტკიცებლად, რეგიონული თანამშრომლობის წახალისებისა და გლობალური გამოწვევების დასაძლევად

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ეუთოს გენერალურ მდივანს, ფერიდუნ სინირლიოღლუს საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავებაში ჩართულობისთვის მადლობას უხდის. როგორც მთავრობის მეთაური სოციალურ ქ...

ირაკლი კობახიძ

1745401348

ახალი ამბები

არჩილ გორდულაძე - როცა სასწორის ერთ პინაზე დევს მოგზაურობა გამარტივებული წესით, ხოლო მეორე პინაზე ქვეყნის დამოუკიდებლობა, ეს არის შანტაჟის მცდელობა

საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მოპოვება „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ შეძლო და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ევროკავშირის წინაშე ნაკისრი ვალდებულებები ზედმიწევნით შესრულდეს, – ამის შესახებ პარ...

არჩილ გორდულაძე