ალექსანდრე დარახველიძე: როგორც კი გამოვლინდება, რომ ესა თუ ის პირი ქვეყანაში არალეგალურად იმყოფება, ხდება მათი დაკავება და შესაბამის ცენტრში მოთავსება. შემდგომ იწყება გაძევების პროცედურა

შემოდის ახალი სასჯელის და ახალი სახდელის სახეები, რაც ითვალისწინებს უცხოელის ქვეყნიდან გაძევებას, თუ ის არღვევს საქართველოს კანონმდებლობას, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ.

„როგორც კი გამოვლინდება, რომ ესა თუ ის პირი არის ქვეყანაში არალეგალად, ანუ დაარღვია ქვეყანაში ლეგალურად ყოფნის ვადები, ხდება მათი დაკავება, მოთავსება შესაბამის ცენტრში. შემდგომ იწყება გაძევების პროცედურა. გარდა ამისა, ნაწილი პირები, როდესაც ხდება წარმოების დაწყება და მათთვის შეტყობინებების გაგზავნა, რომ ისინი ქვეყანაში არალეგალურად იმყოფებიან და მათ მიმართ უნდა განხორციელდეს საჭირო ღონისძიებები, ისინი თავად ტოვებენ ქვეყანას.

საკანონმდებლო ცვლილებებიც ძალიან ბევრ მიმართულებას მოიცავს. ერთი მხრივ, ის რომ არ მოხდეს თავშესაფრის სისტემის ბოროტად სარგებლობა. გარდა ამისა, შემოდის ახალი სასჯელის და ახალი სახდელის სახეები, რაც ითვალისწინებს უცხოელის ქვეყნიდან გაძევებას, თუ ის არღვევს საქართველოს კანონმდებლობას და ერთობლიობაში ვფიქრობთ, რომ ამ საკანონმდებლო ცვლილებების პრაქტიკაში ამოქმედება მნიშვნელოვნად გაამარტივებს უცხოელი არალეგალების ქვეყნიდან გაძევებას, მეორე მხრივ, მათ არ ექნებათ საშუალება, რომ ბოროტად ისარგებლონ იმ თავშესაფრის სისტემით, რომელიც ქვეყანაში მოქმედებს”, - განაცხადა დარახველიძე.

ბრძოლა უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ - გასულ თვეში საქართველოდან სხვადასხვა უცხო ქვეყნის 96 მოქალაქე გააძევეს. მათმა ნაწილმა საქართველო ნებაყოფლობით დატოვა, ნაწილი კი მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად იძულების წესით გააძევეს. მათ შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1746551113

საზოგადოება

ირაკლი ზარქუა „MEGOBARI აქტზე“ - მავნებლური აქტი დავარქვათ, მას საერთო არაფერი აქვს მეგობრობასთან და საქართველოს ინტერესებთან - უილსონის ინიციირებული სიგიჟეა

„მავნებლური აქტი დავარქვათ, იმიტომ რომ მას საერთო არაფერი აქვს მეგობრობასთან და ქართულ სახელმწიფოსთან, საქართველოს ინტერესებთან“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ირაკლი ზარქუა...

ირაკლი ზარქუა

1746548313

საზოგადოება

გიორგი გვიმრაძე: ის რაც სამეფო უბნის თეატრმა დადგა, მაგასაც ხელოვნებას უწოდებთ? ეგეც კულტურაა? ისე თუ მებრძოლი ათეისტები ხართ, გეყოთ სიმამაცე და რელიგიურ სიმბოლიკას ამოფარებული ნუ პოზიციონირებთ

ჟურნალისტი გიორგი გვიმრაძე სოციალურ ქსელში ეხმიანება დათა თავაძის რეჟისორობით დადგმული სპექტაკლის „ლიბერტეს“ ჩანაწერის ნაწყვეტს, რომელმაც საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია. გვიმრაძე სვავს კითხვას, ის რ...

გიორგი გვიმრაძ

1746546784

საზოგადოება

მთავრობის განკარგულებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 2000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახების წევრები 1000 ლარს მიიღებენ

მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 80 წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადი ფულადი სოციალური დახმარების სახით - 2000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახ...

ვეტერნები

1746543992

საზოგადოება

ირაკლი კირცხალია: საზოგადოების დაკვეთაა, რომ ვეღარ იქნება ისეთი ხელისუფლება, რომელიც რომელიმე ქვეყნის გავლენის ქვეშ მოექცევა. კეთილი ინებოს თითოეულმა ჩვენმა პარტნიორად წოდებულმა, რომ ღირსეულ საფუძვლებზე იყოს მზად თანამშრომლობისთვის

კიდევ ერთხელ ვამბობ, ნამდვილად არ მინდა გავაიგივო ამერიკელ ხალხთან და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობასთან ეს ჯგუფი, რომელიც დღეს „ნაციონალური მოძრაობისა“ და მათი დანაყოფების ლობისტად გვევლინება საქართველ...

ირაკლი კირცხალია

1746541730

საზოგადოება

პაატა სალია: მინდა სამძიმარი გამოვხატო გარდაცვლილის ოჯახის მიმართ. რადიკალური ძალები ცდილობენ დღის წესრიგი შექმნან, თითქოს ციხეებში ადგილი აქვს ძალადობას. საზოგადოება ხედავს, რომ არანაირ სისტემურ ძალადობას ადგილი არ აქვს

მინდა სამძიმარი გამოვხატო გარდაცვლილის ოჯახის მიმართ, ძალიან სამწუხარო შემთხვევაა, - განუცხადა ჟურნალისტებს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ გარდაცვლილი პატიმრის საკითხთან დაკავშირებით. სალია გამორიცხ...

სალია