ირაკლი კობახიძე: არაფერი ისე არ ინახავს ქართულ სულს და ქართულ ტრადიციებს, როგორც ქართული მთა და ამ კუთხით მაღალმთიანი აჭარა გამორჩეულია

არაფერი ისე არ ინახავს ქართულ სულს და ქართულ ტრადიციებს, როგორც ქართული მთა და ამ კუთხით გამორჩეულია მაღალმთიანი აჭარა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბეშუმში „შუამთობის“ დღესასწაულზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა მოსახლეობას „შუამთობის“ დღესასწაული მიულოცა და აღნიშნა, რომ ეს დღე ყველას აერთიანებს.

„არაფერი ისე არ ინახავს ქართულ სულს და ქართულ ტრადიციებს, როგორც ქართული მთა და ამ კუთხით გამორჩეულია მაღალმთიანი აჭარა. ეს არის თითოეული თქვენგანის დამსახურება. ყოველ ჯერზე, როდესაც ჩამოდიხარ ზემო აჭარაში, ის გაოცებს თავისი ბუნების განსაკუთრებული სილამაზით, მაგრამ ყველაზე გასაოცარი არის ის განსაკუთრებული სითბო, რომელსაც აქაური მოსახლეობა გიზიარებს ყოველ ჩამოსვლაზე, განსაკუთრებული სტუმარმასპინძლობა, რითაც გამოირჩევა ეს ხალხი. ამისთვის კიდევ ერთხელ მინდა, დიდი მადლობა გადაგიხადოთ. ძალიან მიხარია, რომ გრძელდება ტრადიცია, ეს დღესასწაული აერთიანებს მთას და ბარს, ერს და ბერს, ყველას გვაერთიანებს და ყველა ერთად ვზეიმობთ ამ არაჩვეულებრივ დღესასწაულს - ეს არის იმ ტრადიციების გამოძახილი, რომელიც საუკეთესოდ არის წარმოდგენილი ამ მხარეში. მინდა, ქართულ მთას და მაღალმთიან აჭარას ვუსურვო გაძლიერება, თითოეულ თქვენგანს - კეთილდღეობა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1754131240

საზოგადოება

ირაკლი ქადაგიშვილი გერმანიის ელჩის მიერ ხაზარაძისგან ფართის ქირავნობაზე: ინტერესთა კონფლიქტის და მიკერძოებულობის კვალს ტოვებს. კონკრეტულ ეჭვებს ბადებს რამდენად კანონიერია ქირავნობის აქტიც

 ეს გარკვეულწილად სწორედ გარკვეულ ინტერესთა კონფლიქტის და მიკერძოებულობის კვალს ტოვებს, - განუცხადა ჟურნალისტებს რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა გე...

ირაკლი ქადაგიშვილი

1754131197

საზოგადოება

პრემიერი: „გლობალურ ომის პარტიას“, რასაც ამერიკელები უწოდებენ Deep State-ს, სურს, რომ მთლიანად დააკარგვინოს ევროპას საკუთარი იდენტობა, მათ შორის, ევროპელებს დაუკარგონ პიროვნული იდენტობა, ჩვენ ვიცავთ ამ პროპაგანდისგან ქართულ საზოგადოებას

 „გლობალურ ომის პარტიას“, რასაც ამერიკელები უწოდებენ Deep State-ს, სურს, რომ მთლიანად დააკარგვინოს ევროპას საკუთარი იდენტობა, მათ შორის, ევროპელებს დაუკარგონ პიროვნული იდენტობა, - განუცხადა ჟურნალისტე...

ირაკლი კობახიძე

1754129247

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: ევროპელი ელჩი როდესაც კადრულობს, ერთ-ერთი ოპოზიციონერი ლიდერისგან ქირაობს რეზიდენციას, ეს მეტყველებს იმაზე, რომ საერთოდ არაფერი აღარ დარჩა ღირებულებებიდან, რომელიც წარსულში ახასიათებდა ევროპულ ბიუროკრატიას

ევროპელი ელჩი როდესაც ასეთ რამეს კადრულობს, რომ ერთ-ერთი ოპოზიციონერი ლიდერისგან ქირაობს რეზიდენციას, ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ საერთოდ არაფერი აღარ დარჩა იმ ღირებულებებიდან, რომელიც წარსულში...

ირაკლი კობახიძე

1754128325

საზოგადოება

სულხან თამაზაშვილი: ჩემი მიზანია, რომ კეთილდღეობა და შესაძლებლობები, რომელიც იქმნება აჭარაში, თანაბრად გადანაწილდეს ადგილობრივ მოსახლეობაზე

 დღეს კურორტ ბეშუმში „შუამთობის“ დღესასწაული გაიმართა. დღესასწაული ადგილობრივებს და სტუმრებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, სულხან თამაზაშვილმა მიულოცა. „ჩემთვის საამაყოა, რომ დღეს პირველად მომეცა შეს...

სულხან თამაზაშვილი

1754128251

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: ჩვენ არ გვაინტერესებს, როგორ ემზადება ამ არჩევნებისთვის ოპოზიცია, გვაქვს ერთადერთი მიზანი - 64-ვე მუნიციპალიტეტში მოვიგოთ როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნები და აბსოლუტურად დარწმუნებულები ვართ, რომ მოვიგებთ

 ჩვენ არ გვაინტერესებს, როგორ ემზადება ამ არჩევნებისთვის ოპოზიცია, ჩვენთვის საინტერესოა, როგორ ვემზადებით ჩვენ, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ. მთავრობის მეთა...

ირაკლი კობახიძე