ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს, საჰიბა გაფაროვას შეხვდა.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სტრატეგიული პარტნიორობა, ერთობლივი რეგიონული პროექტები და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
„აღინიშნა საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის მთავრობათაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის რიგით მე-10 სხდომის ეფექტურობა, რომელიც მიმდინარე წლის იანვარში ირაკლი კობახიძისა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრის თანათავმჯდომარეობით გაიმართა.
აგრეთვე, ყურადღება დაეთმო მაღალი დონის ვიზიტების მნიშვნელობას თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით.
მხარეებმა ისაუბრეს შუა დერეფნის ეფექტიანად ფუნქციონირების ხელშეწყობაზე.
ხაზი გაესვა სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველო მზად არის, მომავალშიც შეუწყოს ხელი რეგიონში მშვიდობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
1741714831
ახალი ამბებიპროკურატურა: ბრალდება წარედგინა პირს, რომელმაც გორში, შურისძიების მოტივით, განსაკუთრებული სისასტიკით, განზრახ მოკლა უმწეო მდგომარეობაში მყოფი პაპა
პროკურატურამ ქალაქ გორში მომხდარ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას პროკურატურა ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დ...
1741713753
სპორტისაქართველოს ფუტსალის ნაკრებმა რუმინეთი მეორე ტესტმატჩშიც დაამარცხა
საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ამხანაგურ შეხვედრაში რუმინეთის გუნდს დაუპირისპირდა და მშრალი ანგარიშით დაამარცხა – 3:0. ავთანდილ ასათიანის მიერ გაწვრთნილმა გუნდმა ორი დღის წინ გამართული პირველი...
1741711441
ახალი ამბებისუსი: რუსეთის საოკუპაციო ძალებმა სოფელ ფლავისმანის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს სამი მოქალაქე, მათგან ერთი გათავისუფლდა
რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავისმანის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს სამი მოქალაქე. მათგან ერთი 11 მარტს უკვე გათავისუფლდა და ცენტრალური ხელისუ...
1741709887
ახალი ამბებიმეტეხის ხიდიდან მტკვარში მანქანა გადავარდა
მეტეხის ხიდიდან მტკვარში მანქანა გადავარდა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განგვიცხადეს, მაშველებმა მძღოლი ცოცხალი ამოიყვანეს. ამ დროისთვის, ავტომობილის ამოყვანისთვის შესაბამისი პროც...
1741708702
საზოგადოებაირაკლი კირცხალია ანტინარკოტიკულ რეფორმაზე: ეს არის ნელი მოქმედების ბომბი, რომელიც ღუპავს და ანადგურებს თაობებს. მთავარი მიზანი არის ნარკორეალიზატორების მიმართ უმკაცრესი მიდგომები
ეს ყველაფერი ემსახურება ჩვენი მომავალი თაობის გაჯანსაღებას და ჩვენი მომავალი თაობის ჯანსაღ მომავალზე ზრუნვას, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა...