პაკისტანელმა სეპარატისტებმა მატარებლის 450 მგზავრი მძევლად აიყვანეს

პაკისტანში, ბელუჯისტანის პროვინციაში შეიარაღებულმა სეპარატისტებმა მატარებლის 450 მგზავრი მძევლად აიყვანეს, მძღოლი კი დაშავდა. ამის შესახებ AFP ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით იუწყება.

როგორც უცხოური მედია წერს, მატარებელი, რომელიც პაკისტანის ქალაქ კვეტადან ფეშავარში მიემგზავრებოდა, თავს ბელუჯისტანის „განმათავისუფლებელი არმიის“ წევრები დაესხნენ.

ბელუჯისტანის მთავრობის სპიკერმა შაჰიდ რინდმა განაცხადა, რომ ხელისუფლებამ დააწესა გადაუდებელი ზომები და ყველა უწყება მობილიზებული იყო სიტუაციის მოსაგვარებლად. თავდასხმის ადგილზე უსაფრთხოების ძალები გაგზავნეს.

ბელუჯისტანის მთავრობის სპიკერმა შაჰიდ რინდმა „სიენენთან“ საუბრისას თქვა, რომ მატარებელში ინტენსიური სროლა იყო.

„ხელისუფლება ინციდენტს იძიებს და განიხილავს ტერაქტის შესაძლებლობას“, - აცხადებს შაჰიდ რინდი.

შეერთებულმა შტატებმა ბელუჯისტანის „განმათავისუფლებელი არმია“ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741724308

მსოფლიო

ტრამპმა განაცხადა, რომ ზელენსკის თეთრ სახლში კვლავ მიიწვევს

 აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის თეთრ სახლში კვლავ მიიწვევს. მანამდე უკრაინამ გამოთქვა მზადყოფნა, მიიღოს აშშ-ის წინადადება დაუყოვნებლივი, დრო...

ტრამპი და ზელენსკი

1741721189

მსოფლიო

მარკო რუბიო - უკრაინელებმა მიიღეს შეთავაზება, რომელიც დღეს საუდის არაბეთში გაკეთდა, ამ შეთავაზებას რუსებს წარვუდგენთ და იმედი გვაქვს, დათანხმდებიან, ახლა ბურთი მათ მხარესაა

 უკრაინელებმა მიიღეს შეთავაზება, რაც გულისხმობს ცეცხლის შეწყვეტას და დაუყოვნებლივ მოლაპარაკებებს კონფლიქტის დასასრულებლად, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ აშშ-სა და უკრაინის დე...

მარკო რუბიო

1741720437

მსოფლიო

უკრაინა ცეცხლის 30-დღიანი შეწყვეტისთვის მზად არის, აშშ კი, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდებას განაახლებს

 უკრაინა მზად არის შუალედურ, 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდეს, ხოლო შეერთებული შტატები დაუყოვნებლივ განაახლებს უკრაინისთვის სამხედრო დახმარებისა და სადაზვერვო ინფორმაციის გადაცემას. აღნიშნულის შე...

უკრაინა და აშშ

1741717890

ახალი ამბები

ბათუმში სიმაღლიდან ვარდნის შედეგად ახალგაზრდა კაცი დაიღუპა

 ბათუმში, ანგისის ქუჩაზე, სიმაღლიდან ვარდნის შედეგად, ახალგაზრდა კაცი დაიღუპა. როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განგვიცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მი...

პოლიცია

1741716990

ახალი ამბები

„ღვინის ქარხანაში“ ხანძარია

 თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე, „ღვინის ქარხანაში“ ხანძარია. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ხანძარი „ღვინის ქარხანაში“ არსებულ ერთ-ერთი რესტორნის სახურავზე გაჩნდა. მათივე...

ხანძარი ბათუმში