მარკო რუბიო - უკრაინელებმა მიიღეს შეთავაზება, რომელიც დღეს საუდის არაბეთში გაკეთდა, ამ შეთავაზებას რუსებს წარვუდგენთ და იმედი გვაქვს, დათანხმდებიან, ახლა ბურთი მათ მხარესაა

უკრაინელებმა მიიღეს შეთავაზება, რაც გულისხმობს ცეცხლის შეწყვეტას და დაუყოვნებლივ მოლაპარაკებებს კონფლიქტის დასასრულებლად, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ აშშ-სა და უკრაინის დელეგაციების საუდის არაბეთში მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა.
როგორც რუბიომ აღნიშნა, ახლა შეთავაზებას რუსეთს წარუდგენენ და იმედოვნებს, რომ ისინიც დათანხმდებიან.
„როგორც ნათელი იყო ტრამპის პრეზიდენტობის პირველივე დღიდან, თუნდაც მისი კანდიდატობის დროს, ტრამპს სურს, იყოს პრეზიდენტი მშვიდობისთვის. მისი მიზანი მთელ ამ პროცესში ამ ომის დასრულება იყო. ეს არის საშინელი, ძვირადღირებული, სისხლიანი ომი. მისი უმთავრესი ინტერესია ამ ომის ერთხელ და სამუდამოდ დასრულება. დღეს გაკეთდა შეთავაზება, რომელიც უკრაინელებმა მიიღეს, რაც გულისხმობს ცეცხლის შეწყვეტას და დაუყოვნებლივ მოლაპარაკებებს ამ კონფლიქტის დასასრულებლად ისეთი გზით, რომელიც იქნება მდგრადი და საიმედო, გაითვალისწინებს მათ ინტერესებს, უსაფრთხოებას. პირადად მე და ჩვენ, ორივეს გვინდა, მადლობა გადავუხადოთ საუდის არაბეთს, მის უდიდებულესობას, ჩვენი მასპინძლობისთვის. ისინი უმნიშვნელოვანესი იყვნენ ამ პროცესში და ჩვენ ძალიან მადლიერები ვართ მათი მასპინძლობისთვის.
ახლა ამ შეთავაზებას რუსებს წარვუდგენთ და იმედი გვაქვს, რომ ისინი დათანხმდებიან. იმედი გვაქვს, მშვიდობას დათანხმდებიან. ბურთი ახლა მათ მხარესაა. კვლავაც პრეზიდენტის მიზანი აქ არის უმთავრესი. მას სურს ომის დასრულება. ვფიქრობ, დღეს უკრაინამ კონკრეტული ნაბიჯი გადადგა ამ მიმართულებით. იმედი გვაქვს, რუსები საპასუხოდ იმავეს გააკეთებენ“, – აღნიშნა მარკო რუბიომ.
საუდის არაბეთში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციების ერთობლივი განცხადება გამოქვეყნდა, რომლის თანახმადაც, უკრაინა ცეცხლის 30-დღიანი შეწყვეტისთვის მზადაა, აშშ კი განაახლებს სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებასა და უკრაინის სამხედრო დახმარებას.
1741720437
მსოფლიოუკრაინა ცეცხლის 30-დღიანი შეწყვეტისთვის მზად არის, აშშ კი, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდებას განაახლებს
უკრაინა მზად არის შუალედურ, 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდეს, ხოლო შეერთებული შტატები დაუყოვნებლივ განაახლებს უკრაინისთვის სამხედრო დახმარებისა და სადაზვერვო ინფორმაციის გადაცემას. აღნიშნულის შე...
1741717890
ახალი ამბებიბათუმში სიმაღლიდან ვარდნის შედეგად ახალგაზრდა კაცი დაიღუპა
ბათუმში, ანგისის ქუჩაზე, სიმაღლიდან ვარდნის შედეგად, ახალგაზრდა კაცი დაიღუპა. როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განგვიცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მი...
1741716990
ახალი ამბები„ღვინის ქარხანაში“ ხანძარია
თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე, „ღვინის ქარხანაში“ ხანძარია. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ხანძარი „ღვინის ქარხანაში“ არსებულ ერთ-ერთი რესტორნის სახურავზე გაჩნდა. მათივე...
1741716195
ახალი ამბებიდეკანოზი იოანე გორელიშვილი ნარკოპოლიტიკის გამკაცრებაზე: მივესალმებით ნარკომოვაჭრეთა მიმართ კანონის გამკაცრებას. ეს დღეს მნიშვნელოვანი გამოწვევა არის ჩვენი ქვეყნისთვის
„ცნობიერების ამაღლება არის მეტად მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით მომავალ ახალგაზრდა თაობაში, რათა ისინი დაცულნი იყვნენ ამ განსაცდელისაგან“, - ამის შესახებ დეკანოზმა იოანე გორელიშვილმა ნარკოპოლიტიკის გამ...
1741714831
ახალი ამბებიპროკურატურა: ბრალდება წარედგინა პირს, რომელმაც გორში, შურისძიების მოტივით, განსაკუთრებული სისასტიკით, განზრახ მოკლა უმწეო მდგომარეობაში მყოფი პაპა
პროკურატურამ ქალაქ გორში მომხდარ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას პროკურატურა ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დ...