ირაკლი კირცხალია: არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ გვაქვს უსამშობლო აგენტების გაერთიანებასთან საქმე, რომლებიც თავისით ვერ იღებენ გადაწყვეტილებას. რა დავალებასაც მიიღებენ თავიანთი დამკვეთებისგან, მას შეასრულებენ

რაც შეეხება ოპოზიციური პარტიების საქართველოს ადგილობრივ არჩევნებზე მონაწილეობა - არ მონაწილეობას არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ გვაქვს უსამშობლო აგენტების გაერთიანებასთან საქმე, რომლებიც თავისით ვერ იღებენ გადაწყვეტილებას. რა დავალებასაც მიიღებენ თავიანთი დამკვეთებისგან, თავიანთი პატრონებისგან უცხოეთში, მას შეასრულებენ, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი კირცხალიამ ოპოზიციური პარტიების ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე საუბრისას.
„როგორც თავიანთმა პატრონებმა, ისე თვითონაც ძალიან კარგად იციან დღევანდელი და ზოგადად მსოფლიო მოვლენებიდან გამომდინარე, თუ რა დონეზეა მათი რეიტინგი მოსახლეობაში, დღეს მიიღეს ეს დავალება რომ უნდა იყოს რიტორიკა, რომ ესენი არ იღებენ მონაწილეობას. ხვალ შეიძლება მიიღონ აბსოლუტურად სხვა დირექტივა და რადიკალურად სხვა განცხადება გააკეთონ. როდესაც შუბლის ძარღვი არ არსებობს და როდესაც აგენტი ხარ, არაერთხელ გვითქვამს, რომ აგენტის ბედი რთულია. იმიტომ, რომ ვერ იღებ ვერანაირად შენ თვითონ გადაწყვეტილებას.
მე ვთვლი, რომ რაც უფრო ნაკლებად იქნებიან პოლიტიკურ ველზე წარმოდგენილი აგენტები, მით უფრო მეტი გზა ეხსნება იმ ჯანსაღი ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალებს, რომელიც დაჩრდილული იყვნენ იმ უდიდესი დაფინანსებით, რომელიც მოდიოდა ე.წ. „დიფ სთეითის“მხრიდან მხრიდან და რომელიც გაიშიფრა საყოველთაოდ. გაუჩნდებათ შანსი, რომ მიიღონ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებშიც მონაწილეობა და საპარლამენტო არჩევნებშიც 2028 წელს. დარწმუნებული ვარ, რომ მიიღებენ დირექტივას თავიანთი პატრონებისგან რომ დამწკრივდნენ და მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა.
ჩვენთვის ყოველთვის არის მნიშვნელოვანი დემოკრატია და ნებისმიერი დემოკრატიის დემოკრატიის საფუძვლებია, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში, საპარლამენტო რესპუბლიკაში გყავდეს კონსტრუქციული, სახელმწიფოებრივად მოფიქრალი, ეროვნულად მოფიქრალი ოპოზიცია. ყველა გუნდს სჭირდება ოპონირება, ოღონდ სჭირდება ჯანსაღი ოპონირება და არა აგენტურის ოპონირება. ჩემი აზრით, რაც უფრო ნაკლები იქნება აგენტი პოლიტიკურ ველზე, მით უფრო ჯანსაღად განვითარდება ქვეყანა იმიტომ, რომ გამოჩნდებიან ჯანსაღად მოაზროვნე პოლიტიკური ძალები, რომლებიც გაწევენ ჯანსაღ ოპონირებას, - აღნიშნა კირცხალიამ.
1741756144
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი გაეროს ქალთა სტატუსის კომისიის (CSW) 69-ე სესიაზე სიტყვით გამოვიდა
გაეროს ქალთა სტატუსის კომისიის (CSW) 69-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დარღვევებზე გაამახვილა ყურადღება. საქართველოს საგარეო საქმ...
1741724308
მსოფლიოტრამპმა განაცხადა, რომ ზელენსკის თეთრ სახლში კვლავ მიიწვევს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის თეთრ სახლში კვლავ მიიწვევს. მანამდე უკრაინამ გამოთქვა მზადყოფნა, მიიღოს აშშ-ის წინადადება დაუყოვნებლივი, დრო...
1741721189
მსოფლიომარკო რუბიო - უკრაინელებმა მიიღეს შეთავაზება, რომელიც დღეს საუდის არაბეთში გაკეთდა, ამ შეთავაზებას რუსებს წარვუდგენთ და იმედი გვაქვს, დათანხმდებიან, ახლა ბურთი მათ მხარესაა
უკრაინელებმა მიიღეს შეთავაზება, რაც გულისხმობს ცეცხლის შეწყვეტას და დაუყოვნებლივ მოლაპარაკებებს კონფლიქტის დასასრულებლად, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ აშშ-სა და უკრაინის დე...
1741720437
მსოფლიოუკრაინა ცეცხლის 30-დღიანი შეწყვეტისთვის მზად არის, აშშ კი, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდებას განაახლებს
უკრაინა მზად არის შუალედურ, 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდეს, ხოლო შეერთებული შტატები დაუყოვნებლივ განაახლებს უკრაინისთვის სამხედრო დახმარებისა და სადაზვერვო ინფორმაციის გადაცემას. აღნიშნულის შე...
1741717890
ახალი ამბებიბათუმში სიმაღლიდან ვარდნის შედეგად ახალგაზრდა კაცი დაიღუპა
ბათუმში, ანგისის ქუჩაზე, სიმაღლიდან ვარდნის შედეგად, ახალგაზრდა კაცი დაიღუპა. როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განგვიცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მი...