ირაკლი კობახიძე დონალდ ტრამპს: გვაქვს იდენტური შეფასებები უკრაინის ომთან, გენდერულ და ლგბტ-პროპაგანდასთან დაკავშირებით - მოლოდინი იყო, რომ საქართველო იქნებოდა ერთ-ერთი პირველი, რომლის მიმართაც თქვენი ადმინისტრაცია განსაკუთრებულ ინტერესს გამოხატავდა

იმ ფონზე, რომ თქვენ არაერთ, თუნდაც, ღიად არადემოკრატიულ და ავტორიტარულ სახელმწიფოსთანაც აწარმოებთ აქტიურ დიალოგს და კომუნიკაციას, საქართველოსთან დაკავშირებით თქვენს დუმილს ჩვენთვის ლოგიკური ახსნა არა აქვს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსის მისამართით მიწერილ ღია წერილში წერს.
საქართველოს მთავრობის მეთაურის შეფასებით, თვალშისაცემია სრული ღირებულებითი და იდეოლოგიური თანხვედრა საქართველოს ხელისუფლებასა და ტრამპის ადმინისტრაციას შორის.
ამ ფონზე კი, კობახიძის თქმით, ქართველი ხალხის პირვანდელი მოლოდინი იყო, რომ საქართველო იქნებოდა ერთ-ერთი პირველი, რომლის მიმართაც აშშ-ის პრეზიდენტის ახალი ადმინისტრაცია განსაკუთრებულ ინტერესს გამოხატავდა.
„რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ დავაკვირდებით ჩვენი ხელისუფლებისა და თქვენი ადმინისტრაციის საჯარო რიტორიკას, თვალშისაცემია სრული ღირებულებითი და იდეოლოგიური თანხვედრა ჩვენს ხედვებს შორის. ჩვენ ღიად ვსაუბრობდით „დიფ სთეითის“, USAID-ის, NED-ის და სხვა შესაბამისი სუბიექტების დანაშაულებრივ საქმიანობაზე რამდენიმე წლით ადრე, ვიდრე თქვენ იდენტურ განცხადებებს გააკეთებდით. ჩვენ გვაქვს სრულიად იდენტური შეფასებები უკრაინის ომთან, გენდერულ და ლგბტ-პროპაგანდასთან და მრავალ სხვა საკითხთან დაკავშირებით.
ამგვარი ღირებულებითი და იდეოლოგიური თანხვედრის ფონზე, ქართველი ხალხის პირვანდელი მოლოდინი იყო, რომ საქართველო იქნებოდა ერთ-ერთი პირველი, რომლის მიმართაც თქვენი ადმინისტრაცია განსაკუთრებულ ინტერესს გამოხატავდა.
ამგვარი ინტერესი თქვენ გამოხატეთ რუმინეთისა და გერმანიის მიმართ, სადაც ევროპული ბიუროკრატიის მხარდაჭერით, არადემოკრატიული აქტები განხორციელდა. თუმცა, ქართველი ხალხის და ჩვენდა გასაკვირად, საქართველოსთან მიმართებით ამგვარი ყურადღება თქვენ დღემდე არ გამოგიჩენიათ“ - წერს ირაკლი კობახიძე ღია წერილში.
1747134296
საზოგადოებასოზარ სუბარი: ჩვენი პოლიტიკა არის მშვიდობის შენარჩუნება, ეკონომიკის სწრაფი განვითარება და საბოლოოდ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა
პარლამენტის ვიცე-სპიკერმა სოზარ სუბარმა საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატებს შეახსენა, უკრაინის თემასთან დაკავშირებით, საერთაშორისო აქტორების მიერ, სხვადასხვა დროს გაკეთებული ის განცხადებები, რომლებიც ად...
1747133131
საზოგადოებასახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი დიდი ბრიტანეთის ელჩს შეხვდა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ანრი ოხანაშვილმა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩთან, გარეტ უორდთან შეხვედრა გამართა. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამ...
1747131447
ახალი ამბებიგიორგი ჩაკვეტაძე: პრეზიდენტ ტრამპს „დიფ-სთეითის“ წინააღმდეგ ბრძოლაში ვგულშემატკივრობთ და ამის დადასტურებაა საქართველოს პრემიერ-მინისტრის დღევანდელი ღია წერილიც
პრეზიდენტ ტრამპს დიფ-სთეითის წინააღმდეგ ბრძოლაში ვგულშემატკივრობთ და ამის დადასტურებაა საქართველოს პრემიერ-მინისტრის დღევანდელი ღია წერილიც. ქართველ ხალხს უღირსად არაერთხელ მოექცნენ, მაგრამ ჩვენი ქვეყ...
1747130703
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 134-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას
13-14 მაისს, ლუქსემბურგში, საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 134-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას, - ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელ...
1747128940
ახალი ამბებიდავით ჩიხელიძე პრემიერ-მინისტრის ღია წერილზე: ტრამპმა, საქართველოსთან მიმართებით, ქმედითი ნაბიჯი უნდა გადადგას, რითაც ის, საბოლოოდ, იტყვის უარს „დიფ სთეითის“ შექმნილ დღის წესრიგზე
„საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ტრამპისადმი გაგზავნილი ღია წერილით, ხაზი გაუსვა საქართველოს მზაობას, მოხდეს ქართულ ამერიკული ურთიერთობის გადატვირთვა! ტრამპის ადმინისტრაციის მოსვლის შე...