ირაკლი კობახიძე: ევროპულ ბიუროკრატიაში არიან ადამიანები, რომლებიც ვერ ეგუებიან ქართველი ხალხის ნებას, მშვიდობის და ქვეყნის განვითარების სასარგებლოდ

ევროპულ ბიუროკრატიაში არიან ადამიანები, რომლებიც ვერ ეგუებიან ქართველი ხალხის ნებას, მშვიდობის და ქვეყნის განვითარების სასარგებლოდ, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE-ში“.
პრემიერის თქმით, ქვეყნის შიგნით ქართველი ხალხის ნებას ვერ ეგუება შიდა რადიკალური ოპოზიცია, თუმცა მათი პოზიციები არავისთვის არის საინტერესო.
„ქვეყნის შიგნით ვინ ვერ ეგუება ქართველი ხალხის ნებას, ეს ცხადი და გასაგებია. ეს არის შიდა რადიკალური ოპოზიცია, თუმცა მათი პოზიციები საერთოდ არავისთვის არის საინტერესო. ისინი არიან ჩვეულებრივი ხელის ბიჭები, გარედან მართული ადამიანები. რაც შეეხება გარე სუბიექტებს, ჩვენ ვხედავთ, რომ ევროპულ ბიუროკრატიაში არიან ადამიანები, რომლებიც ვერ ეგუებიან ქართველი ხალხის ნებას, მშვიდობის და ქვეყნის განვითარების სასარგებლოდ. ასევე, აშშ-ის წინა ადმინისტრაციაში მრავლად იყვნენ ბიუროკრატები, რომლებიც ასევე ვერ ეგუებოდნენ ქართველი ხალხის ნებას.
იმედი მაქვს, რომ აშშ-ის მიმართულებით იქნება გარკვეული ცვლილებები, ჩვენ მოთმინებით ველოდებით ამ ყველაფერს, რაც შეეხება ევროპულ ბიუროკრატიას, აქ მაინცდამაინც დიდი ცვლილებები არ ჩანს, ჩვენ ვართ სტრატეგიული მოთმინების რეჟიმში და იმედია, რომ გარკვეული ცვლილებები იქნება ევროპის მიმართულებითაც. ქართველმა ხალხმა გამოხატა საკუთარი ნება. წინასწარ ჰქონდათ გამოხატული ნება ევროპელ ჩინოვნიკებს, კონკრეტულ ადამიანებს. ევროკავშირის ელჩი პირდაპირ გამოდიოდა და მოუწოდებდა ამომრჩეველს მობილიზებისკენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, ის არჩევნების შემდეგ ვერ შეეგუებოდა არჩევნების შედეგებს, ქართველი ხალხის ნებას. ეს არის სამწუხარო რეალობა, მაგრამ ყველაფერი ვითარდება ისე, როგორც ეს სჭირდება ჩვენს ქვეყანას“, - განაცხადა პრემიერმა.
1751573827
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: რადიკალური ოპოზიცია არის რადიკალურად დასუსტებული და სწორედ ეს არის განხეთქილების მიზეზი პოლიტიკურ პარტიებს შორის
რადიკალური ოპოზიცია არის რადიკალურად დასუსტებული და სწორედ ეს არის განხეთქილების მიზეზი პოლიტიკურ პარტიებს შორის, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE-ში“. პრემიერის...
1751573797
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ჩვენი ქვეყნის განვითარება გაგრძელდება დემოკრატიის, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის პრინციპების მიხედვით და არა აგენტურის მიერ, როგორც ეს იყო ჩაფიქრებული კონკრეტული უცხოელი ჩინოვნიკების მხრიდან
გახარიას გაქცევას, რეალურად, აქვს ერთადერთი მიზეზი - ეს არის შიში; მას გაუჩნდა დაპატიმრების შიში და ამ შიშის გამო გაიქცა ქვეყნიდან, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა...
1751572516
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ჩვენი რეიტინგი არის გაზრდილი საპარლამენტო არჩევნების რეიტინგთან შედარებითაც კი, აბსოლუტურად ყველა მუნიციპალიტეტში მოვიგებთ არჩევნებს, შესაბამისად, ოპოზიციის გადასაწყვეტია, რას გააკეთებენ
„აბსოლუტურად ყველა მუნიციპალიტეტში ჩვენ ასეც და ისეც მოვიგებთ არჩევნებს, შესაბამისად, ოპოზიციის გადასაწყვეტია, რას გააკეთებენ, ჩვენთვის ეს საერთოდ არ არის საინტერესო“, - ამის შესახებ საქართველოს პრემი...
1751572471
საზოგადოებაპრემიერი: ქალბატონი დანიგანი წარმოადგენს აშშ-ის წინა ადმინისტრაციას, მან გამოსვლაში სცადა, სხვა კონტექსტით ესაუბრა ბატონი ჯეიდი ვენსის სიტყვებით, რაც მარტივი მანიპულაციაა
პრაქტიკულად, უკვე ყოფილი ელჩი, ქალბატონი დანიგანი, წარმოადგენს აშშ-ის წინა ადმინისტრაციას, თავისი არსით, წინა ადმინისტრაციის პირობებში, ძალიან ბევრი რამ გაფუჭდა ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში და ეს გან...
1751572386
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: თუ ევროპული ბიუროკრატიის უსამართლო მიდგომა შეიცვლება სამართლიანი მიდგომით, 2030 წლისთვის ჩვენს გაწევრიანებას ევროკავშირში წინ ვერაფერი დაუდგება
ყველა მიმართულებით, განათლების სისტემის დახვეწა იქნება ეს, ჯანდაცვის სისტემაზე ზრუნვა თუ ა.შ, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენ თანდათანობით დავუახლოვდეთ იმ სტანდარტებს, რომლებიც ჩამოყალიბებულია...