ირაკლი კობახიძე: მინდა წარმოგიდგინოთ მერობის კანდიდატები მთელი ქვეყნის მასშტაბით - 63 მუნიციპალიტეტში, წარსადგენი 63 კანდიდატიდან უმრავლესობა მოქმედი მერი ან მერის მოვალეობის შემსრულებელია

დღეს, როგორც „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, მინდა წარმოგიდგინოთ მერობის კანდიდატები მთელი ქვეყნის მასშტაბით - 63 მუნიციპალიტეტში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ყველა გამოკითხვის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობა მაღალი ნდობით სარგებლობს საზოგადოებაში, რაც მმართველი პარტიის ადგილობრივი წარმომადგენლების დამსახურებაა.
„როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ გავხსენით საარჩევნო კამპანია, წარვადგინეთ დედაქალაქის მერობის კანდიდატი და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები.
დღეს, როგორც „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, მინდა წარმოგიდგინოთ მერობის კანდიდატები მთელი ქვეყნის მასშტაბით - 63 მუნიციპალიტეტში.
პირველ რიგში, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ყველა გამოკითხვის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობა სარგებლობს გამორჩეულად მაღალი ნდობით საზოგადოებაში. ეს არის ჩვენი პარტიის ადგილობრივი წარმომადგენლების, ადგილობრივი ხელისუფლების ლიდერების, მერების, საკრებულოს თავმჯდომარეების, საკრებულოს წევრების, ადგილობრივი ხელისუფლების თითოეული თანამშრომლის დამსახურება. ამისათვის, ყველა მათგანს განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მან მადლობა გადაუხადა მუნიციპალიტეტების მერებს, რომლებიც გასული ოთხი წლის განმავლობაში, ადგილობრივ მოსახლეობას კეთილსინდისიერად ემსახურებოდნენ.
„განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი მუნიციპალიტეტების მერებს, რომლებიც გასული 4 წლის განმავლობაში პროფესიონალიზმითა და კეთილსინდისიერებით ემსახურებოდნენ საკუთარ მუნიციპალიტეტებს და ადგილობრივ მოსახლეობას.
უნდა აღინიშნოს, რომ დღეს წარსადგენი 63 კანდიდატიდან უმრავლესობა მოქმედი მერი ან მერის მოვალეობის შემსრულებელია. ასევე, დღეს ჩვენ წარმოგიდგენთ ახალ კანდიდატებს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
1754922039
საზოგადოებაირაკლი კობახიძემ შიდა ქართლის მერობის კანდიდატები წარადგინა: გორში კონსტანტინე ბუზალაძე, ქარელში ზაზა გულიაშვილი, კასპში ვახტანგ მაისურაძე, ხაშურში კი - პაატა ჩადუნელი
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, საზოგადოებას საქართველოს მასშტაბით 63 მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატები წარუდგინა. მისი განცხადებით, შიდა ქართლის ოთხ...
1754921972
საზოგადოებაირაკლი კობახიძემ მცხეთა-მთიანეთის მერობის კანდიდატები წარადგინა: თიანეთის მუნიციპალიტეტში წარდგენილია მოქმედი მერის კანდიდატურა, მცხეთაში, დუშეთსა და ყაზბეგში კი „ქართულ ოცნებას“ მერობის ახალი კანდიდატები ჰყავს
მცხეთა-მთიანეთში მოქმედ მერს - ლევან წიკლაურს წარვადგენთ თიანეთის მუნიციპალიტეტში, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ. როგორც მან აღნიშნა, მცხეთაში, დუშეთს...
1754921340
საზოგადოებაირაკლი კობახიძემ ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტებიდან, რუსთავში, გარდაბანში, დმანისსა და წალკაში კანდიდატებად მოქმედი მერები წარადგინა, მარნეულში - დაური ისმაილოვი, თეთრიწყაროში - მიხეილ აფციაური, ბოლნისში - ზამური ჭითანავა
პრემიერ-მინისტრმა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტებში მერობის კანდიდატები წარადგინა. შვიდი მუნიციპალიტეტიდან ოთხში, კანდიდატებად კვლავ მოქმედი მერები არიან...
1754919846
საზოგადოებაირაკლი კობახიძემ კახეთის რვა მუნიციპალიტეტიდან ხუთში, კანდიდატებად მოქმედი მერები წარადგინა, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ყვარელში ილია მზექალაშვილია, საგარეჯოში ვახტანგ კაკუტაშვილი, თელავში - ვაჟა მაღრაძე
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, კახეთის 8 მუნიციპალიტეტის მერები საზოგადოებას წარუდგინა. ახმეტაში, გურჯაანში, დედოფლისწყაროში, ლაგოდეხსა და სიღნაღში, კან...
1754917770
საზოგადოებალარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 11 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და2.6948 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.6964 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლ...