ირაკლი კობახიძემ სამეგრელო-ზემო სვანეთის ცხრა მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატები წარადგინა - მერობის ახალი კანდიდატები არიან: ზუგდიდში დათო კოდუა, ჩხოროწყუში ჯუმბერ იზორია, მარტვილში გიორგი ნაჭყებია, წალენჯიხაში - გუბა საჯაია

საქართველოს მთავრობის მეთაურმა, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, სამეგრელო-ზემო სვანეთის ცხრა მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატები წარადგინა.
ფოთში, ხობში, სენაკში, აბაშასა და მესტიაში, „ქართულმა ოცნებამ“ კვლავ მოქმედი მერები წარადგინა. რაც შეეხება დანარჩენ ოთხ მუნიციპალიტეტს, ზუგდიდში დათო კოდუა, ჩხოროწყუში ჯუმბერ იზორია, მარტვილში გიორგი ნაჭყებია და წალენჯიხაში გუბა საჯაია არიან წარდგენილი.
„სამეგრელო-ზემო სვანეთში მოქმედ მერებს წარვადგენთ 9-დან 5 მუნიციპალიტეტში. ესენია: ფოთში: ბექა ვაჭარაძე, ხობში: დავით ბუკია, სენაკში: ვახტანგ გადელია, აბაშაში: გიგა გაბელაია, მესტიაში: კაპიტონ ჟორჟოლიანი.ზუგდიდში ჩვენი მერობის კანდიდატი იქნება საქართველოს პარლამენტის წევრი - დათო კოდუა; ჩხოროწყუში ყოფილი პარლამენტარი - ჯუმბერ იზორია; მარტვილში წარმატებული მეწარმე - გიორგი ნაჭყებია; ხოლო წალენჯიხაში წარმატებული საჯარო მოსამსახურე - გუბა საჯაია,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
1754922162
საზოგადოებაირაკლი კობახიძემ იმერეთის 12 მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატები წარადგინა - „ქართულ ოცნებას“ მერობის ახალი კანდიდატები ჰყავს ბაღდათში, ზესტაფონში და ტყიბულში
იმერეთში მოქმედ მერს ან მერის მოვალეობის შემსრულებელს წარვადგენთ 12-დან 9 მუნიციპალიტეტში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ -მინისტრმა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მა...
1754922104
საზოგადოებაირაკლი კობახიძემ სამცხე-ჯავახეთში მოქმედი მერები 6-დან 4 მუნიციპალიტეტში - ადიგენში, ასპინძაში, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში წარადგინა, ახალციხეში მერობის კანდიდატი იქნება ვარლამ წიკლაური, ბორჯომში - მამუკა გელაშვილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, სამცხე-ჯავახეთის ექვსი მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატები წარადგინა. ადიგენში, ასპინძაში, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში, „...
1754922039
საზოგადოებაირაკლი კობახიძემ შიდა ქართლის მერობის კანდიდატები წარადგინა: გორში კონსტანტინე ბუზალაძე, ქარელში ზაზა გულიაშვილი, კასპში ვახტანგ მაისურაძე, ხაშურში კი - პაატა ჩადუნელი
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, საზოგადოებას საქართველოს მასშტაბით 63 მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატები წარუდგინა. მისი განცხადებით, შიდა ქართლის ოთხ...
1754921972
საზოგადოებაირაკლი კობახიძემ მცხეთა-მთიანეთის მერობის კანდიდატები წარადგინა: თიანეთის მუნიციპალიტეტში წარდგენილია მოქმედი მერის კანდიდატურა, მცხეთაში, დუშეთსა და ყაზბეგში კი „ქართულ ოცნებას“ მერობის ახალი კანდიდატები ჰყავს
მცხეთა-მთიანეთში მოქმედ მერს - ლევან წიკლაურს წარვადგენთ თიანეთის მუნიციპალიტეტში, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ. როგორც მან აღნიშნა, მცხეთაში, დუშეთს...
1754921340
საზოგადოებაირაკლი კობახიძემ ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტებიდან, რუსთავში, გარდაბანში, დმანისსა და წალკაში კანდიდატებად მოქმედი მერები წარადგინა, მარნეულში - დაური ისმაილოვი, თეთრიწყაროში - მიხეილ აფციაური, ბოლნისში - ზამური ჭითანავა
პრემიერ-მინისტრმა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტებში მერობის კანდიდატები წარადგინა. შვიდი მუნიციპალიტეტიდან ოთხში, კანდიდატებად კვლავ მოქმედი მერები არიან...