ირაკლი კობახიძემ კახეთის რვა მუნიციპალიტეტიდან ხუთში, კანდიდატებად მოქმედი მერები წარადგინა, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ყვარელში ილია მზექალაშვილია, საგარეჯოში ვახტანგ კაკუტაშვილი, თელავში - ვაჟა მაღრაძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, კახეთის 8 მუნიციპალიტეტის მერები საზოგადოებას წარუდგინა.
ახმეტაში, გურჯაანში, დედოფლისწყაროში, ლაგოდეხსა და სიღნაღში, კანდიდატებად მოქმედი მერები არიან წარდგენილი, რაც შეეხება ყვარელს, აქ „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატია ილია მზექალაშვილი, საგარეჯოში ვახტანგ კაკუტაშვილი, ხოლო, თელავში - ვაჟა მაღრაძე.
„დავიწყებ კახეთით, სადაც 8 მუნიციპალიტეტიდან 5-ში კანდიდატებად მოქმედ მერებს წარვადგენთ. ესენია: ახმეტაში - ალექსი ფიცხელაური, გურჯაანში - გიორგი მაჭავარიანი, დედოფლისწყაროში - ნიკოლოზ ჯანიაშვილი, ლაგოდეხში - ჯონდო მდივნიშვილი, სიღნაღში - მალხაზ ბეგიაშვილი.
ყვარელში ჩვენი მერობის კანდიდატი იქნება ყვარლის საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე - ილია მზექალაშვილი; საგარეჯოში წარმატებული და სტაჟიანი საჯარო მოსამსახურე - ვახტანგ კაკუტაშვილი, რომელიც დღემდე საქართველოს თავდაცვის სამინისტროში საქმიანობდა; ხოლო თელავში კახეთის საოლქო პროკურორის მოქმედი მოადგილე - ვაჟა მაღრაძე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
1754922039
საზოგადოებაირაკლი კობახიძემ შიდა ქართლის მერობის კანდიდატები წარადგინა: გორში კონსტანტინე ბუზალაძე, ქარელში ზაზა გულიაშვილი, კასპში ვახტანგ მაისურაძე, ხაშურში კი - პაატა ჩადუნელი
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, საზოგადოებას საქართველოს მასშტაბით 63 მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატები წარუდგინა. მისი განცხადებით, შიდა ქართლის ოთხ...
1754921972
საზოგადოებაირაკლი კობახიძემ მცხეთა-მთიანეთის მერობის კანდიდატები წარადგინა: თიანეთის მუნიციპალიტეტში წარდგენილია მოქმედი მერის კანდიდატურა, მცხეთაში, დუშეთსა და ყაზბეგში კი „ქართულ ოცნებას“ მერობის ახალი კანდიდატები ჰყავს
მცხეთა-მთიანეთში მოქმედ მერს - ლევან წიკლაურს წარვადგენთ თიანეთის მუნიციპალიტეტში, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ. როგორც მან აღნიშნა, მცხეთაში, დუშეთს...
1754921340
საზოგადოებაირაკლი კობახიძემ ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტებიდან, რუსთავში, გარდაბანში, დმანისსა და წალკაში კანდიდატებად მოქმედი მერები წარადგინა, მარნეულში - დაური ისმაილოვი, თეთრიწყაროში - მიხეილ აფციაური, ბოლნისში - ზამური ჭითანავა
პრემიერ-მინისტრმა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტებში მერობის კანდიდატები წარადგინა. შვიდი მუნიციპალიტეტიდან ოთხში, კანდიდატებად კვლავ მოქმედი მერები არიან...
1754918645
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: მინდა წარმოგიდგინოთ მერობის კანდიდატები მთელი ქვეყნის მასშტაბით - 63 მუნიციპალიტეტში, წარსადგენი 63 კანდიდატიდან უმრავლესობა მოქმედი მერი ან მერის მოვალეობის შემსრულებელია
დღეს, როგორც „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, მინდა წარმოგიდგინოთ მერობის კანდიდატები მთელი ქვეყნის მასშტაბით - 63 მუნიციპალიტეტში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პარტი...
1754917770
საზოგადოებალარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 11 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და2.6948 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.6964 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლ...