ირაკლი კობახიძე: როგორც ქვეყნის შიგნით ოპოზიცია და მათი აქტივისტები ყოველ ჯერზე გაურბიან დებატებს, ისე გაურბის სამწუხაროდ, ევროპული ბიუროკრატიაც ასეთ დებატებს, რადგან სიმართლე არის ჩვენს მხარეს

„პოლიტიკური მოვლენები დინამიკურად ვითარდება და ასეთ პირობებში ჩვენ შეგვიძლია, დავიტოვოთ ოპტიმიზმი იმასთან დაკავშირებით, რომ ქართველი ხალხის მიმართ და ჩვენი ქვეყნის მიმართ ევროპული ბიუროკრატიის დამოკიდებულება შეიცვლება“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიუსელში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გამჭვირვალობის კანონი ითვალისწინებდა ერთადერთ რამეს, არასამთავრობო ორგანიზაციებს წელიწადში ერთხელ უნდა წარედგინათ საკუთარი ფინანსური ანგარიშები იუსტიციის სამინისტროში, ამაში თეორიულადაც ვერ იქნება ვერაფერი წინააღმდეგობაში სამართლებრივ სტანდარტებთან.

„რაც შეეხება კონკრეტულ საკითხებს, მაგალითად, რომ ავიღოთ გამჭვირვალობის შესახებ კანონი, რომელსაც სრულიად სამარცხვინოდ უწოდეს რუსული კანონი, ეს კანონი ითვალისწინებდა ერთადერთ რამეს, არასამთავრობო ორგანიზაციების წელიწადში ერთხელ უნდა წარედგინათ საკუთარი ფინანსური ანგარიშები იუსტიციის სამინისტროში, ამაში თეორიულადაც ვერ იქნება ვერაფერი წინააღმდეგობაში სამართლებრივ სტანდარტებთან. თუმცა მაშინ სამარცხვინოდ იტყუებოდნენ მაშინდელი ამერიკის ელჩი, მაშინდელი ევროკავშირის ელჩი, ევრობიუროკრატიის წარმომადგენლები და სრულიად სამარცხვინოდ, ამ ძალიან ღირებულ და მნიშვნელოვან კანონს, რომელმაც ჩვენს ქვეყანას მისცა იმის შესაძლებლობა, რომ დაეცვა სუვერენიტეტი, უწოდეს რუსული კანონი. ეს იყო სრულიად სამარცხვინო ტყუილზე დაფუძნებული კამპანია. ახლა, როდესაც საუბარია ამ კანონზე, ჩვენ ველოდებით არგუმენტების წარმოდგენას. იმის გამო, რომ მათ არ აქვთ არგუმენტები, გაურბიან დიალოგს ამ კანონთან, სხვა კანონებთან და სხვა თემებთან დაკავშირებით. როგორც ქვეყნის შიგნით ოპოზიცია და მათი აქტივისტები ყოველ ჯერზე გაურბიან დებატებს, ისე გაურბის სამწუხაროდ, ევროპული ბიუროკრატიაც ასეთ დებატებს, რადგან სიმართლე არის ჩვენს მხარეს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793719625

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: ევროკავშირის მიმართ ძალიან მაღალია ნდობა, მაგრამ ევროპული კომისიის მიმართ დაბალი, ქართულ საზოგადოებას მაღალი ნდობა აქვს „ქართული ოცნების“ მიმართ, ეს გარემოებები მოწმობს, რომ ქართული საზოგადოება ერთგულია ევროპული ინტეგრაციისადმი

„ევროკავშირის მიმართ ძალიან მაღალია ნდობა, მაგრამ ევროპული კომისიის მიმართ ნდობა დაბალია“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიუსელში, „ევრონიუსის“ მიერ ორგანიზებულ ევროკა...

ირაკლი კობახიძ

1793719040

საზოგადოება

კახა კალაძე: „რეპორტიორები საზღვრებს გარეთ“ იმ ოლიგარქიული, არაფორმალური ძალების ინსტრუმენტია, რომელიც თანამედროვე მსოფლიოსთვის პრობლემას წარმოადგენს

თბილისის მერი კახა კალაძე ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეთ“ მიერ გამოქვეყნებულ იმ სიას აფასებს, რომელშიც პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი...

კახა კალაძე

1793717156

საზოგადოება

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო: უბისის მონასტრის კედლის მხატვრობის მდგომარეობის გაუარესებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება

„უბისის მონასტრის კედლის მხატვრობის მდგომარეობის გაუარესებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანას ისახავს...

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო

1793716809

ახალი ამბები

ნათია თურნავა: თბილისის ფინანსური სამიტი საქართველოსთვის ახალი საინვესტიციო შესაძლებლობების გაფართოების თვალსაზრისით წარმატებული იყო

27-28 ოქტომბერს, თბილისმა რიგით მეორე საერთაშორისო „თბილისის ფინანსურ სამიტს“ უმასპინძლა, რომელმაც მსოფლიოს 60-მდე ქვეყნის დაახლოებით 1 000 წარმომადგენელს მოუყარა თავი. სამიტის მთავარი თემა „რეგიონული...

ნათია თურნავა

1793715749

ახალი ამბები

შს მინისტრი ყაზახეთის რესპუბლიკას ოფიციალური ვიზიტით ეწვია

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი ყაზახეთის რესპუბლიკას ოფიციალური ვიზიტით ეწვია. ინფორმაციას შსს ავრცელებს. სულხან თამაზაშვილს ასტანის ნურსულთან ნაზარბაევის სახელობის საერთაშორი...

შს მინისტრი