კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო: უბისის მონასტრის კედლის მხატვრობის მდგომარეობის გაუარესებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება

„უბისის მონასტრის კედლის მხატვრობის მდგომარეობის გაუარესებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად“, - ამის შესახებ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადებაშია ნათქვამი.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები უბისის მონასტრის კედლის მხატვრობაზე სისტემურ მონიტორინგს ახორციელებენ.

„სოციალურ ქსელში უბისის მონასტრის კედლის მხატვრობის შესახებ ინფორმაციის და ფოტომასალის გავრცელების შემდეგ სააგენტოს სპეციალისტებმა მონასტერში დამატებითი მონიტორინგი განახორციელეს.

შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ კედლის მხატვრობაზე უკვე არსებული დაზიანებების გარდა, დაზიანების ახალი კვალი არ ფიქსირდება. აღსანიშნავია, რომ უბისის მონასტრის კედლის მხატვრობის შესწავლის მიზნით, საქართველოში იტალიელი ექსპერტების მისია განხორციელდა. ჩატარდა შესაბამისი კვლევები; საერთაშორისო ექსპერტების მიერ მომზადდა დასკვნა.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოში მიმდინარეობს მუშაობა შესაბამისი სტანდარტების დაცვით სრულყოფილი საკონსერვაციო-სარესტავრაციო სამუშაოების უზრუნველყოფის გეგმაზე“, - ნათქვამია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793715748

საზოგადოება

არჩილ გორდულაძე: ევროპაში 150 პარტიის აკრძალვა დემოკრატიას ძირს არ უთხრის და საქართველოში ოთხი პარტიის აკრძალვა რატომ არის პრობლემა?!

ევროპაში 150 პარტიის აკრძალვა დემოკრატიას ძირს არ უთხრის და საქართველოში ოთხი პარტიის აკრძალვა რატომ არის პრობლემა?! - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძე...

არჩილ გორდულაძე

1793713741

ახალი ამბები

ილია ინჯია: ყირგიზეთი შუა დერეფნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქვეყანაა, რომელიც ისტორიულად ყოველთვის მონაწილეობას იღებდა შუა დერეფანში, ევროპასა და აზიის დამაკავშირებელ გზაზე

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტები“ წევრი ილია ინჯია ბიშკეკში პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალურ ვიზიტს ეხმაურება. მისი თქმით, ვიზიტის ფარგლებში,...

ილია ინჯია

1793713666

ახალი ამბები

ირაკლი ქადაგიშვილი: საქართველოში ევროპისთვისაც შესაშური ტელევიზიების დაფუძნება-რეგისტრაციის სისტემაა, როდესაც არანაირი სამთავრობო ნებართვა არ არის საჭირო, რომ ტელევიზია დააფუძნო

სამწუხაროდ, რიგმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა ის ფუნქცია მთლიანად დაკარგეს, რაც თავის დროზე მათი დაარსებისთვის იყო მინიჭებული, რომ ობიექტური და დამოუკიდებელი შემფასებლები ყოფილიყვნენ, – ამის შესახებ პ...

ირაკლი ქადაგიშვილი

1793712316

ახალი ამბები

ბოლო ერთი თვის მონაცემებით, სგპ „ყაზბეგის“ მებაჟე ოფიცრებმა თანხის დეკლარირების წესის დარღვევის 49 ფაქტი აღკვეთეს

მიმდინარე წლის ბოლო ერთი თვის მონაცემებით, საბაჟო გამშვები პუნქტი - „ყაზბეგის“, მებაჟე ოფიცრების მიერ, სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული თანხის შემოტანის 49 ფაქტი აღიკვეთა. ამის შესახებ ინფორმ...

თანხის დეკლარირების წესის დარღვევა

1793711712

ახალი ამბები

სოზარ სუბარი: 2012 წელს, როდესაც სასჯელაღსრულების მინისტრის პოსტი ჩავიბარე, ციხეებში ჩატარებული სრული სკრინინგით დადასტურდა, რომ საპატიმროებში პატიმართა 49,5% C ჰეპატიტით იყო დაავადებული - ეს იყო რეალური გენოციდი

„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს საპატიმრო დაწესებულებებში პატიმართა სიკვდილიანობის ერთ-ერთი სერიოზული მიზეზი C ჰეპატიტი და ტუბერკულოზი იყო“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „ხალხის...

სოზარ სუბარი