პრემიერი: კარგი ნაბიჯი იყო ის, რომ ერთ დღეს გადადგა აშშ-ის ელჩი და იმავე დღეს მივიღეთ თანხმობა აშშ-ში საქართველოს ელჩის დანიშვნის თაობაზე - ეს გვაფიქრებინებს, რომ შეიძლება ახალმა ადმინისტრაციამ მოიპოვოს უპირატესობა „დიფ სთეითის“ მიმართ

ძალიან კარგი ნაბიჯი იყო ის, რომ ერთ დღეს გადადგა ელჩი და იმავე დღეს ჩვენ მივიღეთ თანხმობა აშშ-ში საქართველოს ელჩის დანიშვნის თაობაზე. ეს გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს. ეს გვაფიქრებინებს, რომ შეიძლება ახალმა ადმინისტრაციამ მოიპოვოს უპირატესობა სახელმწიფო დეპარტამენტშიც „დიფ სთეითის“ მიმართ, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE-ში“.
პრემიერის თქმით, საქართველოს ხელისუფლებას მკაფიოდ აქვს ნათქვამი, რომ მზად არის სუფთა ფურცლიდან განაახლოს სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან.
„ჩვენ მოთმინებით ველოდებით ნაბიჯებს, ჩვენი მხრიდან ნაბიჯი არის გადადგმული, ჩვენ გვაქვს ნათქვამი ძალიან მკაფიოდ ერთი რამ, რომ მზად ვართ განვაახლოთ სუფთა ფურცლიდან სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან, მეტიც, მზად ვართ, დავსხდეთ და გავწეროთ კონკრეტული გზამკვლევი ამ სტრატეგიული პარტნიორობისათვის, სადაც იქნება ასახული ორმხრივი სარგებელი, როგორც აშშ-სთვის, ისე ჩვენი ქვეყნისთვის. ეს არის ყველაზე მკაფიო შეთავაზება, რაც კი ჩვენგან შეიძლებოდა გაკეთებულიყო აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მიმართ.
ჩვენ მოთმინებით ველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს და იმედია, ეს ნაბიჯები იქნება გადადგმული. თავისთავად, ძალიან კარგი ნაბიჯი იყო ის, რომ ერთ დღეს გადადგა ელჩი და იმავე დღეს ჩვენ მივიღეთ თანხმობა აშშ-ში საქართველოს ელჩის დანიშვნის თაობაზე. ეს გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს. ეს გვაფიქრებინებს, რომ შეიძლება ახალმა ადმინისტრაციამ მოიპოვოს უპირატესობა სახელმწიფო დეპარტამენტშიც „დიფ სთეითის“ მიმართ. თუ ასე განვითარდება პროცესები, დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან აუცილებლად გადაიტვირთება“, - განაცხადა პრემიერმა.
1751573827
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: რადიკალური ოპოზიცია არის რადიკალურად დასუსტებული და სწორედ ეს არის განხეთქილების მიზეზი პოლიტიკურ პარტიებს შორის
რადიკალური ოპოზიცია არის რადიკალურად დასუსტებული და სწორედ ეს არის განხეთქილების მიზეზი პოლიტიკურ პარტიებს შორის, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE-ში“. პრემიერის...
1751573797
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ჩვენი ქვეყნის განვითარება გაგრძელდება დემოკრატიის, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის პრინციპების მიხედვით და არა აგენტურის მიერ, როგორც ეს იყო ჩაფიქრებული კონკრეტული უცხოელი ჩინოვნიკების მხრიდან
გახარიას გაქცევას, რეალურად, აქვს ერთადერთი მიზეზი - ეს არის შიში; მას გაუჩნდა დაპატიმრების შიში და ამ შიშის გამო გაიქცა ქვეყნიდან, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა...
1751572516
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ჩვენი რეიტინგი არის გაზრდილი საპარლამენტო არჩევნების რეიტინგთან შედარებითაც კი, აბსოლუტურად ყველა მუნიციპალიტეტში მოვიგებთ არჩევნებს, შესაბამისად, ოპოზიციის გადასაწყვეტია, რას გააკეთებენ
„აბსოლუტურად ყველა მუნიციპალიტეტში ჩვენ ასეც და ისეც მოვიგებთ არჩევნებს, შესაბამისად, ოპოზიციის გადასაწყვეტია, რას გააკეთებენ, ჩვენთვის ეს საერთოდ არ არის საინტერესო“, - ამის შესახებ საქართველოს პრემი...
1751572471
საზოგადოებაპრემიერი: ქალბატონი დანიგანი წარმოადგენს აშშ-ის წინა ადმინისტრაციას, მან გამოსვლაში სცადა, სხვა კონტექსტით ესაუბრა ბატონი ჯეიდი ვენსის სიტყვებით, რაც მარტივი მანიპულაციაა
პრაქტიკულად, უკვე ყოფილი ელჩი, ქალბატონი დანიგანი, წარმოადგენს აშშ-ის წინა ადმინისტრაციას, თავისი არსით, წინა ადმინისტრაციის პირობებში, ძალიან ბევრი რამ გაფუჭდა ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში და ეს გან...
1751572386
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: თუ ევროპული ბიუროკრატიის უსამართლო მიდგომა შეიცვლება სამართლიანი მიდგომით, 2030 წლისთვის ჩვენს გაწევრიანებას ევროკავშირში წინ ვერაფერი დაუდგება
ყველა მიმართულებით, განათლების სისტემის დახვეწა იქნება ეს, ჯანდაცვის სისტემაზე ზრუნვა თუ ა.შ, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენ თანდათანობით დავუახლოვდეთ იმ სტანდარტებს, რომლებიც ჩამოყალიბებულია...