დათო კოდუა: ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის უმთავრესი პრიორიტეტი იქნება ახალგაზრდების ჩართულობის უზრუნველყოფა მუნიციპალიტეტის მართვაში, ჩვენი თანაქალაქელების ჩართულობის ზრდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში

„ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი დათო კოდუა, განცხადებას ავრცელებს. მმართველი გუნდის მერობის კანდიდატი მის სამომავლო გეგმებსა და ხედვებზე საუბრობს და სამთავრობო გუნდს ნდობისთვის მადლობას უცხადებს. დათო კოდუა გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა მეტ ჩართულობასა და გუნდის ახალგაზრდებით დაკომპლექტებაზე საუბრობს:

„ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდის გადაწყვეტილებით დღეს ზუგდიდის მერობის კანდიდატად დავსახელდი. ეს ნამდვილად დიდი და საპასუხისმგებლო ნაბიჯია ჩემს ცხოვრებაში, რომელიც მაძლევს შესაძლებლობას კიდევ უფრო მეტად, თავდაუზოგავად და კეთილსინდისიერად ვიზრუნო ჩემი ზუგდიდისა და ზუგდიდელებისთვის.

ზუგდიდის მერობა ჩემთვის შესაძლებლობაა რათა კიდევ უფრო მეტად განვავითაროთ მუნიციპალიტეტი ინფრასტრუქტურულად, გავხადოთ მიმზიდველი ტურისტებისთვის, შევქმნათ ახალი მიზიდულობის ცენტრები, განვავითაროთ ახალგაზრდობის, სპორტისა და კულტურის სფეროები, ზუგდიდი ნამდვილად არის საქართველოში ევროპული კულტურისა და ცივილიზაციის კერა, რომელსაც კიდევ უფრო მეტად წარმოჩენა და პოპულარიზაცია სჭირდება.

მერიაში ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის უმთავრესი პრიორიტეტი იქნება ახალგაზრდების ჩართულობის უზრუნველყოფა მუნიციპალიტეტის მართვაში, მათი ხედვებისა და იდეების გათვალისწინება, ჩვენი თანაქალაქელების ჩართულობის ზრდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

მე ზუგდიდში დავიბადე, გავიზარდე, განათლების მიღების შემდეგაც აქ დავბრუნდი და შესაძლებლობის მიუხედავად არასდროს მიმიტოვებია, ზუგდიდი ჩემთვის სახლია, რომლის გარეშე ცხოვრებაც არც არასდროს წარმომიდგენია. სწორედ ამიტომაც „ქართული ოცნების“ გუნდის მხარდაჭერით, მაქსიმუმს გავაკეთებთ ზუგდიდის უკეთესი მომავლისთვის.

დეტალურად ჩემი პროგრამის და ხედვების შესახებ საარჩევნო კამპანიის განმავლობაში საზოგადოებაში ვრცლად ვისაუბრებთ. კიდევ უფრო მეტად იქნება ხელმისაწვდომი და მოქალაქეებზე მორგებული მუნიციპალური სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებები. ზუგდიდი უნდა გავხადოთ ქალაქი, რომელიც ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ იამაყებს შემოქმედებითი მიღწევებით, მუნიციპალიტეტის ეკონომიკის განვითარება მოხდება ახალი შესაძლებლობების შექმნით, ჩვენი საზღვაო ზონა იქცევა სხვადასხვა მიმართულების საფესტივალო კურორტად - რაც მოგვცემს ახალ შესაძლებლობას ტურისტული მიზიდულობისთვის. ანაკლიის პორტი კი არის მთავარი ეკონომიკური ინდიკატორი ზუგდიდის შემდგომი სწრაფი განვითარებისთვის, რომელიც ახალ სამუშაო ადგილებს და დოვლათს შემოიტანს მუნიციპალიტეტის ცხოვრებაში.

ჩვენ შევქმნით კომპეტენტურ გუნდს, რომლებიც კონკრეტულ მიმართულებებზე იმუშავებენ და წარმოადგენენ წინასწარ გათვლილ გეგმებსა და პროექტებს, რომლებიც ამ ქალაქის და მისი სოფლების განვითარებაზე იქნება ორიენტირებული.

„ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში ზუგდიდში ძალიან ბევრი გაკეთდა, ამჯერადაც გვაქვს გამოწვევები, საჭიროებები, რომელთა იდენტიფიცირება უკვე მოვახდინეთ - თავდაუზოგავი შრომითა და ჩვენი პოლიტიკური გუნდის დიდი მხარდაჭერით ჩვენ მოვახდენთ თითოეულზე რეაგირებას და მისი მოგვარების ეტაპებზე ინფორმირებული და ჩართული იქნება უშუალოდ საკითხით დაინტერესებული მოსახლეობა.

მინდა გამოცხადებული ნდობისთვის, მადლობა გადავუხადო „ქართული ოცნების“ გუნდს! განსაკუთრებული მადლობა პარტიის საპატიო თავმჯდომარეს ბატონ ბიძინა ივანიშვილს, პარტიის თავმჯდომარეს, პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს და ლიდერებს, რომელთა თანადგომა ზუგდიდისთვის ბევრი კარგი საქმის კეთების გარანტია.

ძალა, რომელსაც ამ ქვეყანაში მშვიდობა და განვითარება შეუძლია არის „ქართული ოცნება“ - რომლის უზრუნველყოფაც ჩვენი ამომრჩევლის გარეშე შეუძლებელია, მადლობა ამომრჩეველს, რომელიც გვენდობა და გვაძლევს საშუალებას ვემსახუროთ ხალხს.

მშვიდობა საქართველოს, მეტი სიკეთე ზუგდიდს!“ - წერს დათო კოდუა.

დათო კოდუა აქამდე XI მოწვევის პარლამენტის წევრი და ზუგდიდის დელეგატი იყო. მერობის ახალი კანდიდატი ბრიფინგზე, პარტიის თავმჯდომარემ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დაასახელა.

დათო კოდუას ეკონომიკური განათება თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში აქვს მიღებული, ხოლო სამაგისტრო პროგრამა დიდ ბრიტანეთში Cardiff Metropolitan University-ში. დათო კოდუა სხვადასხვა დროს საჯარო და კერძო სტრუქტურებში მაღალ, საპასუხისმგებლო თანამდებობებზე მუშაობდა, პარლამენტარობამდე 2016-18 წლებში იყო სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1754926937

საზოგადოება

ირაკლი ნადარეიშვილი: საქართველოსა და არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქებს შორის ფრენების ზრდა კიდევ ერთი ხელშემწყობი გარემოება იქნება ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებისთვის

 ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ირაკლი ნადარეიშვილის შეფასებით, ავიაკომპანია Air Arabia Abu Dhabiს მიერ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ფრენების სიხშირის გაზრდის გადაწყვეტილ...

ირაკლი ნადარეიშვილი

1754923968

საზოგადოება

ირაკლი კობახიძემ სამეგრელო-ზემო სვანეთის ცხრა მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატები წარადგინა - მერობის ახალი კანდიდატები არიან: ზუგდიდში დათო კოდუა, ჩხოროწყუში ჯუმბერ იზორია, მარტვილში გიორგი ნაჭყებია, წალენჯიხაში - გუბა საჯაია

საქართველოს მთავრობის მეთაურმა, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, სამეგრელო-ზემო სვანეთის ცხრა მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატები წარადგინა. ფოთში, ხობში, სენაკში, აბაშასა და მ...

ირაკლი კობახიძე

1754923902

საზოგადოება

ირაკლი კობახიძემ ლანჩხუთში მერობის კანდიდატად მოქმედი მერი ალექსანდრე სარიშვილი წარადგინა, ოზურგეთში - პაატა კუნჭულია, ხოლო ჩოხატაურში - მინდია ჟღერია

პრემიერ-მინისტრმა და პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, გურიის მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატები დაასახელა. მისი განცხადებით, ლანჩხუთის მერობის კანდიდატი მოქმედი მერი, ალექსანდ...

ირაკლი კობახიძე

1754923152

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: მერობის კანდიდატებად ცაგერში ჭაბუკი ჭაბუკიანს წარვადგენთ, ლენტეხში - გიორგი გაზდელიანს, ამბროლაურში - ზაზა ქევანიშვილს, ხოლო ონში - დავით ლობჟანიძეს

პრემიერ-მინისტრმა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, საქართველოს მასშტაბით 63 მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატები წარადგინა. მან რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში ორ მუნიციპალიტეტ...

ირაკლი კობახიძ

1754922162

საზოგადოება

ირაკლი კობახიძემ იმერეთის 12 მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატები წარადგინა - „ქართულ ოცნებას“ მერობის ახალი კანდიდატები ჰყავს ბაღდათში, ზესტაფონში და ტყიბულში

იმერეთში მოქმედ მერს ან მერის მოვალეობის შემსრულებელს წარვადგენთ 12-დან 9 მუნიციპალიტეტში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ -მინისტრმა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მა...

ირაკლი კობახიძე