იტალიაში გზის გადაკეტვა და საზოგადოებრივი ქონების დაზიანება სისხლის სამართლის დანაშაული ხდება

იტალიის პარლამენტის ზედა პალატამ დაამტკიცა უსაფრთხოების შესახებ კანონპროექტი, რომელიც სხვა ზომებთან ერთად, გზების გადაკეტვისა და საზოგადოებრივი ქონების დაზიანების კრიმინალიზაციას ითვალისწინებს. სენატმა შესაბამისი დადგენილება 109 ხმით 69-ის წინააღმდეგ დაამტკიცა.
კენჭისყრას წინ უძღოდა ხმაურიანი სესია, რომელიც დროებით შეწყდა, როდესაც ოპოზიციონერი პარლამენტარები პროტესტის ნიშნად დარბაზის იატაკზე დასხდნენ და სკანდირებდნენ „სირცხვილი“.
ჯორჯია მელონის მემარჯვენე კოალიციური მთავრობის მიერ ინიცირებულ ზომებს აკრიტიკებენ ოპოზიციური ჯგუფები და სამოქალაქო აქტივისტები და მათ რეპრესიულს უწოდებენ.
„ჩვენ ვეწინააღმდეგებით მთავრობას, რომელსაც სურს, დააპატიმროს ბავშვები, სტუდენტები, რომლებიც იფიცებიან, ასევე დემონსტრანტები, რომლებიც ქარხნების გარეთ დგანან“, – განაცხადა მემარცხენე-ცენტრისტული „დემოკრატიული“ პარტიის წევრმა, სენატორმა, ფრანჩესკო ბოჩიამ.
როგორც სააგენტო „როიტერი“ აღნიშნავს, ახალი კანონი მიმართულია კლიმატის აქტივისტების წინააღმდეგ, რომლებიც ხშირად აფერხებენ ტრანსპორტის მოძრაობას და საღებავებს ესვრიან მონუმენტებს.
კანონი ამკაცრებს სასჯელს ციხეებსა და მიგრაციულ ცენტრებში ამბოხისთვის და ითვალისწინებს სასჯელს პასიური წინააღმდეგობისთვისაც. ასევე ითვალისწინებს ზომებს იმ პირების წინააღმდეგ, ვინც იკავებს კერძო ქონებას. ასევე იკრძალება ე.წ. მსუბუქი მარიხუანით ან ჰაშიშით ვაჭრობა, რის გამოც უკმაყოფილებას გამოთქვამენ ადგილობრივი მეწარმეები, რომლებიც აცხადებენ, რომ ეს გადაწყვეტილება საფრთხეს შეუქმნის ათასობით სამუშაო ადგილს და მილიონობით ევროს ინვესტიციას.
კანონი აუქმებს პატიმრობისგან გათავისუფლებას ფეხმძიმე ან მცირეწლოვანი ბავშვიანი მსჯავრდებულებისთვის. გადაწყვეტილების მომხრეები აცხადებენ, რომ ამგვარ გამონაკლისს ბოროტად იყენებდნენ ბოშების ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ქალები, რათა თავი აერიდებინათ სასჯელისთვის ჯიბის ქურდობისთვის.
დადგენილება ასევე ამკაცრებს სასჯელს დემონსტრანტებისთვის, რომლებიც ფიზიკურად დაუპირისპირდებიან პოლიციას და დაზიანებებს აყენებენ მათ.
„ჩვენ გვინდა სახელმწიფო, სადაც მოქალაქეები ცხოვრობენ მშვიდობიანად და ვინც აზიანებს საგნებს, იხდის, ვინც უშვებს შეცდომას, იხდის და სწორია, რომ ისინი იხდიან პატიმრობით“, – განაცხადა სენატში დებატების დროს ჯორჯია მელონის პარტიის „იტალიის ძმების“ წევრმა, სენატორმა, ჯანი ბერინომ.
1749147959
სპორტისაქართველოს ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში ფარერის კუნძულები დაამარცხა
საქართველოს ნაკრებმა ივნისის სანაკრებო შეკრებაზე პირველი შეხვედრა ფარერის კუნძულების ეროვნულ ნაკრებთან გამართა და მეტოქე 1:0 დაამარცხა. ფაქტები: საქართველოს ნაკრებისთვის ეს ფარერებთან გამართული მესამე...
1749146280
მსოფლიოილონ მასკი: ტრამპი ჩემს გარეშე არჩევნებს წააგებდა
ჩემ გარეშე ტრამპი წააგებდა არჩევნებს, - განაცხადა ილონ მასკმა. „ჩემ გარეშე ტრამპი წააგებდა არჩევნებს, „დემოკრატები“ გააკონტროლებდნენ წარმომადგენელთა პალატას, ხოლო „რესპუბლიკელები“ სენატში 51-49 იქნებო...
1749145146
მსოფლიოდონალდ ტრამპი - ძალიან იმედგაცრუებული ვარ ილონ მასკით
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ძალიან გაკვირვებული და იმედგაცრუებულია საბიუჯეტო კანონპროექტის შესახებ ილონ მასკის კომენტარებით. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გერმანიის კანცლერ...
1749142416
საზოგადოებათენგიზ შარმანაშვილი აშშ-ის ელჩის პენსიაში გასვლაზე: მან არ დატოვა აქტიური ელჩის შთაბეჭდილება იმ თვალსაზრისით, რომ დიდი ნაბიჯები ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაუმჯობესებაში არ გადაუდგამს
მან არ დატოვა აქტიური ელჩის შთაბეჭდილება იმ თვალსაზრისით, რომ დიდი ნაბიჯები ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაუმჯობესებაში არ გადაუდგამს, - განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმ...
1749140800
საზოგადოებადავით სონღულაშვილი: დღეს გარემოს დაცვის მსოფლიო დღეა, უნდა გვახსოვდეს, რომ გარემოს დაცვა ყველას საქმეა - სახელმწიფოს, ბიზნესის და თითოეული ჩვენი თანამოქალაქის
დღეს გარემოს დაცვის მსოფლიო დღეა. გარემოს დაცვა, ბუნების სიყვარულთან ერთად, ჩვენი ჯანმრთელობის, ეკონომიკის და მომავალი თაობების დაცვასაც გულისხმობს. ვცდილობთ მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი მწვანე ეკონომიკ...