კახა კალაძე ანტინარკოტიკულ რეფორმაზე: ცვლილების განხორციელება, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია, ნარკოდამოკიდებულთა დახმარება პრინციპულად მნიშვნელოვანია

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ნარკოპოლიტიკაში გარკვეული ცვლილების განხორციელება, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია და ნარკოდამოკიდებული ადამიანების დახმარება პრინციპულად მნიშვნელოვანია, რათა რაც შეიძლება მეტი ადამიანი ცხოვრობდეს ჯანსაღი ცხოვრებით.

ამასთან დაკავშირებით მერმა ჟურნალისტებთან ხელისუფლების მიერ დაანონსებული ანტინარკოტიკული რეფორმის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ ისაუბრა.

„ეს ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევაა, არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ მთელ მსოფლიოში. ჩვენ, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ხალხი და ახალგაზრდები გვაღელვებს. შესაბამისად, გარკვეული ცვლილების განხორციელება, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია, ნარკოდამოკიდებული ადამიანების დახმარება და მხარდაჭერა პრინციპულად მნიშვნელოვანია, რათა რაც შეიძლება მეტი ადამიანი ცხოვრობდეს ჯანსაღი ცხოვრებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება კითხვას, თუ რატომ გახდა აუცილებელი ამ ეტაპზე აღნიშნული ცვლილებების განხორციელება, მერი პასუხობს: „ჩვენ მთელი რიგი საკანონმდებლო ცვლილებები დავაანონსეთ და მათ შორის არის აღნიშნული მიმართულება. სადაც ვხედავთ გარკვეულ პრობლემებს, გამოწვევებს, გვინდა, რომ ის მიმართულებაც იყოს მოწესრიგებული და აღმოფხვრილი ის პრობლემები, რომელსაც ვაწყდებით ყოველდღიურობაში“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741714831

ახალი ამბები

პროკურატურა: ბრალდება წარედგინა პირს, რომელმაც გორში, შურისძიების მოტივით, განსაკუთრებული სისასტიკით, განზრახ მოკლა უმწეო მდგომარეობაში მყოფი პაპა

 პროკურატურამ ქალაქ გორში მომხდარ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას პროკურატურა ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დ...

პროკურატურა

1741713753

სპორტი

საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა რუმინეთი მეორე ტესტმატჩშიც დაამარცხა

 საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ამხანაგურ შეხვედრაში რუმინეთის გუნდს დაუპირისპირდა და მშრალი ანგარიშით დაამარცხა – 3:0. ავთანდილ ასათიანის მიერ გაწვრთნილმა გუნდმა ორი დღის წინ გამართული პირველი...

საქართველოს ნაკრები

1741711441

ახალი ამბები

სუსი: რუსეთის საოკუპაციო ძალებმა სოფელ ფლავისმანის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს სამი მოქალაქე, მათგან ერთი გათავისუფლდა

 რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავისმანის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს სამი მოქალაქე. მათგან ერთი 11 მარტს უკვე გათავისუფლდა და ცენტრალური ხელისუ...

მავთულხლართები

1741709887

ახალი ამბები

მეტეხის ხიდიდან მტკვარში მანქანა გადავარდა

 მეტეხის ხიდიდან მტკვარში მანქანა გადავარდა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განგვიცხადეს, მაშველებმა მძღოლი ცოცხალი ამოიყვანეს. ამ დროისთვის, ავტომობილის ამოყვანისთვის შესაბამისი პროც...

მეტეხის ხიდი

1741708702

საზოგადოება

ირაკლი კირცხალია ანტინარკოტიკულ რეფორმაზე: ეს არის ნელი მოქმედების ბომბი, რომელიც ღუპავს და ანადგურებს თაობებს. მთავარი მიზანი არის ნარკორეალიზატორების მიმართ უმკაცრესი მიდგომები

ეს ყველაფერი ემსახურება ჩვენი მომავალი თაობის გაჯანსაღებას და ჩვენი მომავალი თაობის ჯანსაღ მომავალზე ზრუნვას, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა...

 ირაკლი კირცხალია