კახა კალაძე: არცერთი ნაბიჯი არ იქნება გადადგმული საქართველოს და მისი ხალხის ინტერესების საზიანოდ. ეს ქვეყანა არის ჩვენი, საქართველოს თითოეული მოქალაქის და არავის მივცემთ უფლებას, გვმართოს ან დაგვიმონოს

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე სამგორის რაიონის მოსახლეობას შეხვდა.

კახა კალაძემ დეტალურად ისაუბრა დედაქალაქში მიმდინარე და სამომავლო პროექტებზე, მოსახლეობას გააცნო სამოქმედო გეგმა. მანვე ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ „ქართული ოცნება“ არის ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც გრძნობს პასუხისმგებლობას და ანგარიშვალდებულებას ამომრჩევლის წინაშე.

„მეგობრებო, თქვენ კარგად იცით, რომ არასდროს გაგვიწყვეტია კავშირი მოსახლეობასთან, რადგან ვგრძნობთ უდიდეს პასუხისმგებლობას ამომრჩევლის წინაშე, ვინც გვანდო ქვეყნის და ქალაქის ბედი. სწორედ ამიტომ, წინასაარჩევნო კამპანია დავიწყეთ ადრიანად, რათა ყველასთან მივსულიყავით, მიგვეტანა ჩვენი სათქმელი, გაგვეზიარებინა სამომავლო გეგმები, მოგვესმინა თქვენთვის. ყველა ხედავს, როგორი მუდმივი რყევების და ხელოვნურად შექმნილი დაძაბულობის ქვეშ გვიწევს ცხოვრება. ის რაზეც „ქართული ოცნება“ ბოლო წლებია ხმამაღლა და დაუფარავად საუბრობდა, დღეს მსოფლიოსთვის გახდა ცხადი. გჯეროდეთ, არცერთი ნაბიჯი არ იქნება გადადგმული საქართველოს და მისი ხალხის ინტერესების საზიანოდ. ეს ქვეყანა არის ჩვენი, საქართველოს თითოეული მოქალაქის და არავის მივცემთ უფლებას გვმართოს და დაგვიმონოს. ამისთვის არ უბრძოლიათ ჩვენ გმირ წინაპრებს, მათ სისხლით მოიპოვეს დამოუკიდებლობა. ჩვენი ვალია დავიცვათ ქვეყნის სუვერენიტეტი, ჩვენი იდენტობა, რწმენა და კულტურა. ამის საფუძველს გვაძლევს თქვენი მხარდაჭერა, ჩვენი ერთიანობა“, - განაცხადა კახა კალაძემ შეხვედრაზე.

სამგორის რაიონის მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრას საკრებულოში სამგორის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატები ესწრებოდნენ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1757265762

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: უცხოური დაფინანსებით მოქმედი ორგანიზაციები საქართველოში ბოლო რამდენიმე წელია ცდილობენ ძირი გამოუთხარონ ქართულ დემოკრატიას და ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას. ამას ჰქვია საბოტაჟი სამართლებრივ ენაზე

უცხოური დაფინანსებით მოქმედი ორგანიზაციები საქართველოში ბოლო რამდენიმე წელია ცდილობენ ძირი გამოუთხარონ ქართულ დემოკრატიას და ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას. ზუსტად ამას ჰქვია საბოტაჟი სამართ...

შალვა პაპუაშვილი

1757265697

საზოგადოება

მიხეილ ყაველაშვილი ეროვნულ ნაკრებს: ისევ დაამტკიცეთ, რომ ძალიან ძლიერი გუნდი ხართ და ყველასთვის ხართ ანგარიშგასაწევი ძალა. დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს ამ თავდადებისთვის

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოს ფეხბურთის ეროვნულ ნაკრებს გამარჯვება პირადად მიულოცა და აღნიშნა, რომ ჩვენი გუნდი ყველასთვის ანგარიშგასაწევი ძალაა. პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა საქ...

მიხეილ ყაველაშვილი

1757264055

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი მამუკა მდინარაძეზე: ვფიქრობ მისი გამოცდილება, მისი პოლიტიკური ალღო და ცოდნა არის მომაკვდინებელი ნაზავი ჩვენი ქვეყნის მტრებისთვის

როცა 2020 წელს შემოვედი პოლიტიკასა და პარლამენტში მამუკა მდინარაძე მაშინ ფრაქციის თავმჯდომარე იყო. ის იყო ის ადამიანი, ვინც უმრავლესობის ახალ წევრებს განსაკუთრებულ პატრონაჟს უწევდა, - განაცხადა გადაცე...

შალვა პაპუაშვილი

1757263207

სპორტი

თორნიკე შენგელია: ამაყი ვარ ჩემი გუნდის თითოეული მოთამაშით

საფრანგეთის ნაკრებთან ისტორიული გამარჯვების შესახებ კომენტარი საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ გააკეთა.  „სასწაული მატჩი იყო, მით უმეტეს საფრანგეთის წინააღმდეგ, რომელიც...

თორნიკე შენგელია

1757261574

საზოგადოება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ფეხბურთის ეროვნულ ნაკრებს გამარჯვებას ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და საქართველოს მთავრობა საქართველოს ფეხბურთის ეროვნულ ნაკრებს გამარჯვებას სოციალურ ქსელში ულოცავენ. საქართველოს ნაკრებმა ბულგარეთი 3:0 დაამარცხა.

ირაკლი კობახიძე