კახა კალაძე: ფაშიზმი და რადიკალიზმი ყოველთვის განწირული იქნება მარცხისთვის და ვერასდროს მიაღწევს შედეგს

ადამიანები, ვინც დღეს ლიბერალიზმს იჩემებს, რეალურად ლიბერალური ფაშიზმის პრინციპების გამტარებლები არიან, - განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ მედიის მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოდ.

მისი თქმით, რადიკალიზმი ყოველთვის განწირული იქნება მარცხისთვის.

„თუ არ გაქვს მათი პოზიცია და მათივე მოსაზრება, მაშინვე იწყება თავდასხმები, აქვთ ერთი „მესიჯ ბოქსი“, რომელსაც გარედან იღებენ. რომ ჰკითხო, ლიბერალები არიან, თუმცა ამ ადამიანებს ლიბერალიზმთან საერთოდ არანაირი კავშირი არ აქვთ, ჩვეულებრივი ფაშისტები არიან. ყველა ის დამოკიდებულება და მიდგომა, რაც აქვთ განსხვავებულ აზრთან, არის ლიბერალური ფაშიზმის გამოვლინება. შესაბამისად, ფაშიზმი და რადიკალიზმი ყოველთვის განწირული იქნება მარცხისთვის და ვერასდროს მიაღწევს შედეგს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერი მიიჩნევს, რომ ოპოზიცია დღეს ერთსახოვანია და იგი რადიკალურ დაჯგუფებებს და „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“ წარმოადგენს.

„მარტივად აგიხსნით - ის კონკრეტული რადიკალური დაჯგუფებები, რომლებიც ე.წ. ოპოზიციას წარმოადგენენ, ერთი ხელით იმართებიან. თქვენ არ იფიქროთ, რომ, თუ დღეს ამ ადამიანებმა სხვადასხვა პარტია შექმნეს და სხვადასხვა სახელი დაირქვეს, ისინი სხვადასხვა მიმართულებას წარმოადგენენ. მათ ჰყავთ ერთი პატრონი და ყველა, თავის დროზე, წარმოადგენდა „ნაციონალურ მოძრაობას“. ისინი „ნაციონალური მოძრაობის“ წიაღში აღმოცენებულები არიან. დღეს, როდესაც მოკვდა „ნაციონალური მოძრაობა“, მათ პატრონებმა გადაწყვიტეს, რომ მკვდარი პარტიისგან გამოყონ ეს ადამიანები და შექმნან რაღაც ახალი. დაასახელეთ ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი. „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ყველას ჰქონდა თავისი ფუნქცია, თუნდაც მამუკა ხაზარაძე, რომელიც მაშინ ბიზნესს წარმოადგენდა, მასაც შესაბამისი ფუნქცია ჰქონდა, კერძოდ, რასაც ეტყოდნენ, იმას აკეთებდა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741714831

ახალი ამბები

პროკურატურა: ბრალდება წარედგინა პირს, რომელმაც გორში, შურისძიების მოტივით, განსაკუთრებული სისასტიკით, განზრახ მოკლა უმწეო მდგომარეობაში მყოფი პაპა

 პროკურატურამ ქალაქ გორში მომხდარ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას პროკურატურა ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დ...

პროკურატურა

1741713753

სპორტი

საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა რუმინეთი მეორე ტესტმატჩშიც დაამარცხა

 საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ამხანაგურ შეხვედრაში რუმინეთის გუნდს დაუპირისპირდა და მშრალი ანგარიშით დაამარცხა – 3:0. ავთანდილ ასათიანის მიერ გაწვრთნილმა გუნდმა ორი დღის წინ გამართული პირველი...

საქართველოს ნაკრები

1741711441

ახალი ამბები

სუსი: რუსეთის საოკუპაციო ძალებმა სოფელ ფლავისმანის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს სამი მოქალაქე, მათგან ერთი გათავისუფლდა

 რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავისმანის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს სამი მოქალაქე. მათგან ერთი 11 მარტს უკვე გათავისუფლდა და ცენტრალური ხელისუ...

მავთულხლართები

1741709887

ახალი ამბები

მეტეხის ხიდიდან მტკვარში მანქანა გადავარდა

 მეტეხის ხიდიდან მტკვარში მანქანა გადავარდა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განგვიცხადეს, მაშველებმა მძღოლი ცოცხალი ამოიყვანეს. ამ დროისთვის, ავტომობილის ამოყვანისთვის შესაბამისი პროც...

მეტეხის ხიდი

1741708702

საზოგადოება

ირაკლი კირცხალია ანტინარკოტიკულ რეფორმაზე: ეს არის ნელი მოქმედების ბომბი, რომელიც ღუპავს და ანადგურებს თაობებს. მთავარი მიზანი არის ნარკორეალიზატორების მიმართ უმკაცრესი მიდგომები

ეს ყველაფერი ემსახურება ჩვენი მომავალი თაობის გაჯანსაღებას და ჩვენი მომავალი თაობის ჯანსაღ მომავალზე ზრუნვას, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა...

 ირაკლი კირცხალია