"კახი, არ გადადგე!...რა საჭიროა, უკვე ხომ დაიჭირეს ხალხი. დაბალი ღობე ხო გამოჩნდა" - მამუკა ხაზარაძე

"ლელოს" ერთ-ერთი დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე, ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პასუხისმგებელი პირების დაკავების შესახებ ინფორმაციას ეხმაურება და თბილისის მერს, კახი კალაძეს მიმართავს:

"კახი, არ გადადგე!..

რა საჭიროა, უკვე ხომ დაიჭირეს ხალხი. დაბალი ღობე ხო გამოჩნდა... ეს შენ არ გეხება, შენ მარტო კარგი ამბები - ლენტის გაჭრა, ფეიერვერკები.... მეგონა საქართველოს ნაკრები გუნდის გამოყვანა მოედანზე რაღაცას ნიშნავდა, თურმე არაფერს.

თუ შენს გუნდელებს დაიჭერენ, შენ ხომ გადარჩები.

არ გადადგე, ჯობია ბოლომდე ყველამ დაინახოს, განსაკუთრებით თბილისმა, როგორი თავკაცი არ უნდა ჰყავდეს ქალაქს!

შეიძლება ფიქრობ, რომ ამ ქალაქში ყველაფერი მოსულა.

არა - გეშლება! ამ ქალაქში ყველაფერი არ მოსულა!

არ ვაპირებდი ამის დაწერას, მეგონა, რომ განიცდიდი - ეს ფოტო ბავშვთან რა იყო? ლაზარეს რას ერჩოდი?
არ გადადგე!

იქნებ მიხვდეს ყველა როგორი თბილისი არ გვჭირდება.

ვახ, მაინც როგორ მეგონა, რომ გუნდის კაპიტნობა სხვა რამე იყო შენთვის....", - წერს ხაზარაძე.

ცნობისთვის, დღეს ვაკის პარკის ტრაგედიაზე 9 პირი დააკავეს.  

13 ოქტომბერს, ვაკის პარკში თამაშისას ბავშვებს ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ, მისი ამოღების დროს, სამ არასრულწლოვანს დენმა დაარტყა. ერთ-ერთი მოზარდი, 13 წლის გოგონა კლინიკაში გარდაიცვალა. ორი საავადმყოფოში იყო გადაყვანილი, რომლებიც კლინიკებიდან უკვე გაწერეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. დანაშაული 3-დან 4 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 

ამავე თემაზე:

* „არ ვწერ იმ ადამიანებისთვის, ვისაც 3 დღეა მეტი საქმე არ აქვს და იმას ამტკიცებენ, ბავშვის სიკვდილი გაუხარდა და მაგიტო იცინოდაო“ - ქეთა ციცქიშვილი 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1786194442

ახალი ამბები

ზაალ ანჯაფარიძე: როგორც გია ბარამიძის აფხაზეთის თავგადასავალების საპნის ბუშტი და მითი გასკდა, ზუსტად ასე გასკდა მიშა მშვილდაძის ვითომ რუსეთთან მებრძოლის მითი

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში „ფორმულას“ დირექტორის მიშა მშვილდაძის მიერ რუსეთის მოქალაქეებზე ბინის გადაფორმებას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ „როგორც გია ბარამიძის აფხაზეთის თავგადასავლებ...

ზაალ ანჯაფარიძე

1786194138

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი – შიდა ღალატის მიუხედავად, საქართველომ ყველა საერთაშორისო სამართლებრივ ფორმატში დაამტკიცა, რომ ერთადერთი, ვინც ჩაიდინა სამხედრო დანაშაულები, იყო რუსეთი

„საქართველომ ყველა საერთაშორისო სამართლებრივ ფორმატში დაამტკიცა თავისი სიმართლე, მიუხედავად იმისა, რომ, მათ შორის, ზოგიერთი ოპოზიციური აქტივისტი იყო ჩართული საქართველოს წინააღმდეგ“, – ამის შესახებ პარ...

 შალვა პაპუაშვილი

1786192310

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: აგვისტოს ომმა დაგვანახა ორი განსხვავებული სამყარო, ერთი არის ქართველი ჯარისკაცებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის გმირობა და თავდადება და მეორე - მარიონეტული რეჟიმის მოღალატეობრივი არსი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა და პარლამენტის წევრებმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს და გმირთა მემორიალი გვირგვინ...

შალვა პაპუაშვილი

1786189504

ახალი ამბები

სოზარ სუბარი 2008 წლის აგვისტოს ომზე: დღეს, როდესაც ვუყურებთ, როგორ იქცევიან საქართველოში მოქმედი უცხოური აგენტურა და მათი პატრონები, ნათლად ჩანს, რომ მაშინ იყო დაკვეთა

„სააკაშვილი ფიქრობდა, რომ რაც მეტი იქნებოდა მსხვერპლი, მით მეტ საერთაშორისო დახმარებას მიიღებდა საქართველო. მაგრამ დღეს, როდესაც ვუყურებთ, როგორ იქცევიან საქართველოში მოქმედი უცხოური აგენტურა და მათი...

სოზარ სუბარი

1786187858

ახალი ამბები

სოზარ სუბარი: დარწმუნებული ვარ, ჩვენი სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგება და ერთიან საქართველოში მშვიდობიანად ვიცხოვრებთ ქართველებიც, აფხაზებიც, ოსებიც და საქართველოს ყველა მოქალაქე, მიუხედავად ეროვნებისა

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა მედიასთან გაიხსენა 2008 წლის აგვისტოს ომი და თქვა, რომ დღემდე ცოცხალია ის ტკივილი, რომელიც გამოიწვია გმირებისა და სამოქალაქო...

სოზარ სუბარი