ნინო წილოსანი: ჩინეთში ვიზიტი იყო ძალიან წარმატებული, ყოველ შეხვედრაზე ვგრძნობდით თანამშრომლობის დიდ სურვილს და კონკრეტული გეგმებიც ჟღერდებოდა
დაწყებული პოლიტიკური თანამშრომლობიდან დამთავრებული მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიების მონახულებით ჩვენი ვიზიტი იყო ძალიან წარმატებული. ყოველ შეხვედრაზე ვგრძნობდით თანამშრომლობის დიდ სურვილს და კონკრეტული გეგმებიც ჟღერდებოდა, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ოფიციალურ ვიზიტზე საუბრისას.
მისი თქმით, ჩინეთის განვითარება და პროგრესი ამ ქვეყანას წარმოადგენს, როგორც მსყიდველობითუნარიანობის ნომერ პირველ ეკონომიკას.
„შესაბამისად, ჩვენ საკმაოდ ბევრი გვაქვს სასწავლიც და თანამშრომლობის ნაწილშიც დიდი რესურსია. ყოველ წელს საქართველო-ჩინეთს შორის ურთიერთობა უფრო ღრმავდება როგორც სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობით, ასევე ხალხებს შორის და ბიზნესების მიმართულებითაც. სავიზო რეჟიმის გაუქმებამ გაზარდა ტურისტული ნაკადები, ბიზნესებისთვის გახდა უფრო მოქნილი ჩინურ კომპანიებთან ურთიერთობა და თანამშრომლობა.
ჩინეთში ვიზიტმა დაგვანახვა, რომ პოლიტიკის შემუშავებისას შეგვიძლია, ვისარგებლოთ ჩინეთის ხელისუფლების ჭკვიანური გადაწყვეტილებებით, ქართულ კომპანიებს მივცეთ საშუალება, რომ როგორც პირდაპირი ფრენებით, ასევე უფრო გამყარებული კავშირებით ჰქონდეთ თანამშრომლობა ჩინურ გიგანტებთან, კომპანიებთან, რომლებმაც მსოფლიოს მასშტაბით დიდ წარმატებას მიაღწიეს“, - აღნიშნა ნინო წილოსანმა.
1794584581
საზოგადოებამიხეილ ყაველაშვილი ასი ათასი მოწამის ხსენების დღესთან დაკავშირებით მეტეხის ხიდზე პარაკლისს დაესწრო
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ასი ათასი მოწამის ხსენების დღესთან დაკავშირებით მეტეხის ხიდზე პარაკლისს დაესწრო, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკ...
1794583276
საზოგადოებარატი იონათამიშვილი: საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ პატიმარი სააკაშვილი უფრო ადრე გააუქმებს საკუთარ კანტორას, ვიდრე საკონსტიტუციო სასამართლო გამოიტანს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას
საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ პატიმარი სააკაშვილი უფრო ადრე გააუქმებს საკუთარ კანტორას, ვიდრე საკონსტიტუციო სასამართლო გამოიტანს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას. ეს ბუნებრივიც არის. „ნაცების“ წარმომადგენლე...
1794581662
საზოგადოებათამარ ჩერგოლეიშვილი: გიორგი თარგამაძემ 540 000 ლარი აიღო „ნაცმოძრაობისგან“ და 4 ოქტომბრის კრიტიკოსები ეთერიდან დაგვბლოკა
„ფედერალისტების“ ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ „ნაციონალური მოძრაობისგან“ 540 000 ლარის აღების შემდეგ გიორგი თარგამაძემ ეთერიდან დაბლოკა არა მხოლოდ თავად ის, არამედ 4 ოქტომბრის...
1794580689
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: მერაბს და საბას ვუხდი მადლობას ღირსებისთვის და ვუსურვებ სამომავლო წარმატებებს სპორტულ კარიერაში
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ქართველი სპორტსმენების მერაბ დვალიშვილისა და საბა ლაზიშვილის გათავისუფლებას სოციალურ ქსელში ეხმაურება. როგორც ირაკლი კობახიძე წერს, არაბთა გაერთიანებული სა...
1794579319
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: ომის დაწყებიდან დღემდე ევროკავშირმა რუსეთთან ენერგორესურსებით ვაჭრობაში თითქმის ნახევარი ტრილიონი დოლარი დახარჯა, ფაქტობრივად, ამით რუსეთის სასარგებლოდ ომს აფინანსებს
„ომის დაწყებიდან დღემდე ევროკავშირმა რუსეთთან ენერგორესურსებით ვაჭრობაში თითქმის ნახევარი ტრილიონი დოლარი დახარჯა. ფაქტობრივად, ამით რუსეთის სასარგებლოდ ომს აფინანსებენ“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული...



























