ირაკლი ქადაგიშვილი: ჩინეთში დავამყარეთ კარგი კავშირები, ჩვენს მმართველ პარტიებს შორის გაფორმდება ურთიერთგაგების მემორანდუმი, რაც მნიშვნელოვანია თანამშრომლობის გაღრმავებისთვის

ჩინეთისა და საქართველოს მმართველ პარტიებს შორის გაფორმდება ურთიერთგაგების მემორანდუმი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნების თანამშრომლობის გაღრმავებისთვის, - განაცხადა პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა ჩინეთში ვიზიტის შეფასებისას.

„აღსანიშნავია, რომ ჩვენ გვქონდა მმართველ პარტიასთან, მის საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტთან ძალიან მჭიდრო აზრთა გაცვლა-გამოცვლა, რაც, ზოგადად, განაპირობებს ჩვენ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის შემდგომი განვითარების გზაკვლევებს. ამავდროულად, ჩვენ გვქონდა მთელი რიგი საინტერესო შეხვედრები ქალთა, ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან, უცხო ენების უნივერსიტეტთან, სადაც ქართული ენის სექციაა გახსნილი და თორმეტი ჩინელი ახალგაზრდა ეუფლება ქართულ ენას. მოგეხსენებათ, რომ მმართველ პარტიებს შორის გაფორმდება ურთიერთგაგების მემორანდუმი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, გამომდინარე იქიდან, რომ ჩინეთის მმართველობით სისტემაში სწორედ მმართველ პარტიას აქვს წამყვანი როლი, ამიტომ ჩვენი ქვეყნების თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისათვის ამას აქვს თავისი მნიშვნელობა“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.

ამასთან, ქადაგიშვილმა ჭეძიანგის პროვინციაში, ქალაქ ხანგჭოუში, ტექნოლოგიურ კომპანიებში ვიზიტზე საუბრისას აღნიშნა, რომ დაინახეს ჩინეთის რეალური პოტენციალი.

„ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ვიზიტი ამ ქალაქში, ვინაიდან ეს არის არა მხოლოდ ტრადიციისა და კულტურის მატარებელი ქალაქი, არამედ ერთ-ერთი მთავარი ქალაქი ინოვაციების, ხელოვნური ინტელექტისა და რობოტექნიკის განვითარების. ამიტომ აქ ჩვენ დავინახეთ რეალური პოტენციალი, რაც ჩინეთს აქვს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. მნიშვნელოვანი იქნება ქართული ბიზნესისათვის ურთიერთობა ჩინურ ბიზნესთან. ასე რომ, ჩვენ, შეიძლება ითქვას, ყველა მიმართულებით გვქონდა საინტერესო შეხვედრები და დავამყარეთ კარგი კავშირები.

კარგია, რომ ამ პროვინციის, რომელსაც ძალიან დიდი პოტენციალი აქვს და ეს უკვე მნიშვნელოვანწილად რეალიზებული აქვს, დამეგობრება მოხდება ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ რეგიონთან. ამასთან დაკავშირებით გვაქვს უკვე წინასწარი თანხმობა ამ რეგიონის ხელმძღვანელობისგან და შემდგომი კონსულტაციები გაგრძელდება უკვე საელჩოს ჩართულობით, რათა ეს რეალიზდეს. ვფიქრობ, გამომდინარე იქიდან, რომ ჩინეთში რეგიონებს აქვთ ძალიან დიდი ეკონომიკური პოტენციალი და მოქმედების დიდი არეალი, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ეს საქართველოსთვის და კონკრეტულად იმ რეგიონისთვის, ვისთანაც გაფორმდება მეგობრობის ხელშეკრულება“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794583276

საზოგადოება

რატი იონათამიშვილი: საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ პატიმარი სააკაშვილი უფრო ადრე გააუქმებს საკუთარ კანტორას, ვიდრე საკონსტიტუციო სასამართლო გამოიტანს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას

საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ პატიმარი სააკაშვილი უფრო ადრე გააუქმებს საკუთარ კანტორას, ვიდრე საკონსტიტუციო სასამართლო გამოიტანს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას. ეს ბუნებრივიც არის. „ნაცების“ წარმომადგენლე...

რატი იონათამიშვილი

1794581662

საზოგადოება

თამარ ჩერგოლეიშვილი: გიორგი თარგამაძემ 540 000 ლარი აიღო „ნაცმოძრაობისგან“ და 4 ოქტომბრის კრიტიკოსები ეთერიდან დაგვბლოკა

„ფედერალისტების“ ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ „ნაციონალური მოძრაობისგან“ 540 000 ლარის აღების შემდეგ გიორგი თარგამაძემ ეთერიდან დაბლოკა არა მხოლოდ თავად ის, არამედ 4 ოქტომბრის...

თამარ ჩერგოლეიშვილი

1794580689

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: მერაბს და საბას ვუხდი მადლობას ღირსებისთვის და ვუსურვებ სამომავლო წარმატებებს სპორტულ კარიერაში

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ქართველი სპორტსმენების მერაბ დვალიშვილისა და საბა ლაზიშვილის გათავისუფლებას სოციალურ ქსელში ეხმაურება. როგორც ირაკლი კობახიძე წერს, არაბთა გაერთიანებული სა...

კობახიძე

1794579319

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: ომის დაწყებიდან დღემდე ევროკავშირმა რუსეთთან ენერგორესურსებით ვაჭრობაში თითქმის ნახევარი ტრილიონი დოლარი დახარჯა, ფაქტობრივად, ამით რუსეთის სასარგებლოდ ომს აფინანსებს

„ომის დაწყებიდან დღემდე ევროკავშირმა რუსეთთან ენერგორესურსებით ვაჭრობაში თითქმის ნახევარი ტრილიონი დოლარი დახარჯა. ფაქტობრივად, ამით რუსეთის სასარგებლოდ ომს აფინანსებენ“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული...

ლევან მაჭავარიანი

1794577766

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი „ნაცმოძრაობას“ სიცრუეში ამხელს და ვიდეოს აქვეყნებს

პარლამენტის თავმჯდომარე „ნაციონალურ მოძრაობას“ სიცრუეში ამხელს. საუბარია საკონსტიტუციო სასამართლოში მათ მიერ გაჟღერებულ პოზიციებზე. შალვა პაპუაშვილი მეტი თვალსაჩინოებისთვის ვიდეოს აქვეყნებს. „ნაციონალ...

შალვა პაპუაშვილი