ხონის ციხის ყოფილი პატიმარი: ღმერთის ანაბარა ვიყავით დარჩენილები, ხან ჯვარს ვხატავდით, ხან ლოცვებს ვწერდით, ადგილები არ იყო და ეზოში კარვებს ვაკეთებდით ზეწრებისგან

ხონის ციხის ყოფილი პატიმარი საკუთარ ისტორია ჰყვება. ამის შესახებ მან „ქრონიკაში“ ისაუბრა.

მსჯავრდადებული, რომელმაც სააკაშვილის მთავრობის ერთ-ერთი უმძიმესი საპატიმროს პირობები საკუთარ თავზე გამოცადა, „ქრონიკას“ თავად დაუკავშირდა. მან ეთერში გასვლის შემდეგ ამოიცნო წარწერა, რომელიც ხონის საპყრობილის კედელზე, პატიმრობის დროს, თავად გააკეთა.

მისი თქმით, ზოგჯერ, მეგის ქარდავა და ბაჩო ახალაია პატიმრებს ფიზიკურად თავადვე უსწორდებოდნენ

„საკნები, ეგ წარწერები, ნახატები, ყველაფერი მოვლილი გვაქვს. ვლოცულობდით, ღმერთის ანაბარა ვიყავით დარჩენილები და ხან ჯვარს ვხატავდით, ხან ლოცვებს ვწერდით. 400-500-კაციანი ზონა იყო და ვიმყოფებოდით 1200-1800 ადამიანი. ადგილები არ იყო და გარეთ ვიყავით ხოლმე, ეზოში.

კარვებს ვაკეთებდით ზეწრებისგან და ასე, ჩვენით ვაკეთებდით საცხოვრებელს და გარეთ გვეძინა, იმიტომ, რომ შიგნით ბანაკში საშინელი მდგომარეობა იყო. არ ვეგუებოდით და აქედან გამომდინარე, გვიწევდა ხოლმე კარცერებში ყოფნა, გაძალიანება, რა ვიცი, რტყმა, მერე მივყავდით, ერთად გვსვამდნენ და ეტაპირების დროს, ბაჩო ახალაია გვხვდებოდა ეტაპში, ხან ვიღაც სპეცრაზმი, მეგისი. გვირტყამდნენ, ზურგში გვტეხდნენ“, - აღნიშნა ყოფილმა პატიმარმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1749147959

სპორტი

საქართველოს ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში ფარერის კუნძულები დაამარცხა

საქართველოს ნაკრებმა ივნისის სანაკრებო შეკრებაზე პირველი შეხვედრა ფარერის კუნძულების ეროვნულ ნაკრებთან გამართა და მეტოქე 1:0 დაამარცხა. ფაქტები: საქართველოს ნაკრებისთვის ეს ფარერებთან გამართული მესამე...

საქართველოს ნაკრებ

1749146280

მსოფლიო

ილონ მასკი: ტრამპი ჩემს გარეშე არჩევნებს წააგებდა

ჩემ გარეშე ტრამპი წააგებდა არჩევნებს, - განაცხადა ილონ მასკმა. „ჩემ გარეშე ტრამპი წააგებდა არჩევნებს, „დემოკრატები“ გააკონტროლებდნენ წარმომადგენელთა პალატას, ხოლო „რესპუბლიკელები“ სენატში 51-49 იქნებო...

ილონ მასკი

1749145146

მსოფლიო

დონალდ ტრამპი - ძალიან იმედგაცრუებული ვარ ილონ მასკით

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ძალიან გაკვირვებული და იმედგაცრუებულია საბიუჯეტო კანონპროექტის შესახებ ილონ მასკის კომენტარებით. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გერმანიის კანცლერ...

ამერიკის ექსპრეზიდენტი დონალდ ტრამპი

1749142416

საზოგადოება

თენგიზ შარმანაშვილი აშშ-ის ელჩის პენსიაში გასვლაზე: მან არ დატოვა აქტიური ელჩის შთაბეჭდილება იმ თვალსაზრისით, რომ დიდი ნაბიჯები ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაუმჯობესებაში არ გადაუდგამს

მან არ დატოვა აქტიური ელჩის შთაბეჭდილება იმ თვალსაზრისით, რომ დიდი ნაბიჯები ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაუმჯობესებაში არ გადაუდგამს, - განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმ...

თენგიზ შარმანაშვილი

1749140800

საზოგადოება

დავით სონღულაშვილი: დღეს გარემოს დაცვის მსოფლიო დღეა, უნდა გვახსოვდეს, რომ გარემოს დაცვა ყველას საქმეა - სახელმწიფოს, ბიზნესის და თითოეული ჩვენი თანამოქალაქის

დღეს გარემოს დაცვის მსოფლიო დღეა. გარემოს დაცვა, ბუნების სიყვარულთან ერთად, ჩვენი ჯანმრთელობის, ეკონომიკის და მომავალი თაობების დაცვასაც გულისხმობს. ვცდილობთ მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი მწვანე ეკონომიკ...

დავით სონღულაშვილი: