"კრიტიკა არ სცილდება ეთიკის ფარგლებს" - ირაკლი კობახიძე ყაველაშვილი-დეგნანის განცხადებებზე

"სამწუხაროა, როდესაც საქართველოს პარლამენტის წევრს ტყუილებში ადანაშაულებ, მიშა ყაველაშვილი არის ხალხის მიერ არჩეული პარლამენტარი, ჩვენი კოლეგა და პასუხის ეს ფორმა და არა მარტო ფორმა, შინაარსი, ჩემთვის იყო ძალიან სამწუხარო და დასანანი", - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადების შეფასებისას თქვა, რომელიც „ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატის, მიხეილ ყაველაშვილის წერილს გამოეხმაურა.
კობახიძის თქმით, ყაველაშვილს, აქვს უფლება, კითხვები დასვას.
"ამაში ჩვენ ვერ შევალთ ფორმა სწორია თუ არასწორია, როცა არის დამოუკიდებელი დეპუტატი, მას აქვს უფლება.
აქ პასუხზე უნდა გავამახვილო ყურადღება, ესეც რაღაც უხერხულობას შეიცავს ჩემთვის იმიტომ, რომ მაინც მიწევს საჯარო პოლემიკაში შესვლა, მაგრამ მიშა ყაველაშვილი, თავი რომ დავანებოთ იმას, რომ „ქართული ოცნების“ გუნდის წევრი იყო წლების განმავლობაში, არის ხალხის მიერ არჩეული პარლამენტარი, ჩვენი კოლეგა და პასუხის ეს ფორმა და არა მარტო ფორმა, შინაარსი, ჩემთვის იყო ძალიან სამწუხარო და დასანანი, პირდაპირ შემიძლია გითხრათ. როდესაც ადანაშაულებ დეპუტატს, საქართველოს პარლამენტის წევრს ტყუილებში, ეს ძალიან სამწუხაროა.
დღეს უკვე ვთქვი, რომ ჩვენ როდესაც ვაკრიტიკებთ თან არგუმენტებით, ფოტიგა, კუბილიუსი, გალერი და ა.შ მართლა გაუგონარ რაღაცებს ამბობენ ხოლმე და გვიწევს გაკრიტიკება, იგივე რეზოლუცია რომ ავიღოთ, მართლა გაუგონარი რეზოლუცია იყო და გვიწევდა ბუნებრივია გაკრიტიკება, არგუმენტებით ხდება ეს ყველაფერი.
ჩვენ გალერის ვეუბნებით არგუმენტით, შენ როცა ამბობ, რომ პატრიოტი ქვეყნიდან უნდა წავიდეს, ეს არის ნონსენსი, ეს ხომ უმარტივესი ჭეშმარიტებაა.
კრიტიკა არ სცილდება ეთიკის ფარგლებს, არ ვამბობთ, რომ ტყუილებს ლაპარაკობს გალერი.
ეს ფორმა და შინაარსი ჩვენ არ აგვირჩევია, კრიტიკას ვპასუხობთ არგუმენტირებული კრიტიკით, შეურაცხყოფასაც ვპასუხობთ არგუმენტირებული კრიტიკით.
ამაზე რომ გვეუბნებიან, რომ ეს არის თავდასხმა ევროპარლამენტარებზე, რომელიც სიწმინდეა თუ რა არის არ ვიცი, მაგრამ კრიტიკა შეგიძლია ყველას მიმართ მიმართ გამოიყენო.
ეს დემოკრატიული პროცესის ნაწილია და ასეთ დროს, როდესაც ერთი მხრივ შენ გეუბნებიან, რომ ეს არის თავდასხმა ევროპარლამენტარებზე და ამ დროს ელჩი შეურაცხყოფას აყენებს საქართველოს პარლამენტის არჩეულ წევრს, ეს არის რბილად, რომ ვთქვათ დასანანი და პარლამენტისთვის და სახელმწიფოსთვის შეურაცხმყოფელი და მე, როგორც პარლამენტის წევრი, ვალდებული ვარ, რომ ამ შემთხვევაში კოლეგიალობიდან გამომდინარეც და სახელმწიფო ინსტიტუტის ინტერესებიდან გამომდინარე ჩემი პოზიცია დავაფიქსირო.
ზოგადად ფორმასთან დაკავშირებით მართლა შეურაცხმყოფელია, როდესაც ასეთი რაღაც ხდება. შინაარსს რაც შეეხება, როდესაც საუბარია ტყუილებზე, კიდევ ერთხელ გავიმეორებ აქ დეტალებში ვერ შევალ, მაგრამ როდესაც საუბარია გარკვეულ ბრალდებაზე, არჩეული პარლამენტარის მიმართ, იქ არგუმენტებიც უნდა იყოს მოყვანილი ხომ? როცა საუბარია იმაზე, რომ დავუშვათ არ მახსოვს ახლა დეტალები მიშა ყაველაშვილი ციტირებს ეკა გიგაურს და მერე ამბობს, რომ იქნებ გამიჯვნოდით ამას, როგორც მახსოვს ეს იყო წერილის შინაარსი.
ანუ, რა არის ამაში ტყუილი ხომ უნდა განიმარტოს? ეკა გიგაურის ციტატა იყო არასწორად მოყვანილი თუ გამიჯვნის თაობაზე რაღაც საკითხის დასმა არის ტყუილი, თუ რა არის ხომ? იგივე ეხება ლომჯარიაზე, ლომჯარია რომ ამბობს, რომ ჯობია ქვეყანა იწვოდეს, ვიდრე სირცხვილი ვჭამოთ, და სირცხვილის ჭამა რა იყო? სანქციებს რომ არ მივუერთდით ხომ? თვითონ ამ შინაარსში ვერ შევალ, მაგრამ თავისთავად ის, რომ შეურაცხმყოფელი პასუხი გაეცა ჩვენს კოლეგას, პარლამენტარს, პარლამენტის წევრს თან მიშა ყაველაშვილს ამას ცალკე გაუსვამ ხაზს, რომ მართლა გამორჩეულად წესიერი, ღირსეული და პატიოსანი კაცია და ქვეყანა უყვარს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და განსაკუთრებულად ხაზგასასმელია, ასეთ კაცს შეურაცხყოფა ისედაც არ ეკუთვნის და დიპლომატიური სტანდარტების დარღვევა მართლა ისეთი რამეა, რასაც სჭირდება ყველა პარლამენტარისგან რეაგირება და შინაარსიც არის, რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ POSTV-ის ეთერში.
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა ყაველაშვილს ღია წერილზე ასე უპასუხა:
"სავსე იყო ტყუილებით და კონსპირაციული თეორიებით, ბოლომდე ვერც წავიკითხე".
ამავე თემაზე:
* "ბატონო ბიძინა, მაინც ვერ დაგვარწმუნებთ, რომ ყაველაშვილმა წერა-კითხვა იცის"
1750664330
ახალი ამბებიპოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია 7 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის, შიდა ქართლის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და იმერეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქ...
1750664181
ახალი ამბებიზურაბ გირჩი ჯაფარიძეს სასამართლომ შვიდი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ასევე აეკრძალა ორი წლით თანამდებობის დაკავება
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს სასამართლომ შვიდი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ასევე მას...
1750661867
ახალი ამბებისაქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკას ეწვია
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გელა გელაძე ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკას ეწვია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს. შსს-ს ცნობით, ვიზიტის ფარგლებში მინისტრი შეხვედ...
1750661327
ახალი ამბები„ხალხის ძალა“: საქართველოში ევროკავშირს წარმოადგენს ადამიანი, რომელიც სრულად დაცლილია იმ ევროპული ღირებულებებისგან, რასაც უნდა წარმოადგენდეს, ისევე, როგორც მისი პატრონი, „დიფ სთეითის“ მიერ მართული ბრიუსელი
„ხალხის ძალა“ ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის ინტერვიუს ეხმაურება. პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ელჩის ინტერვიუში ბევრი უზუსტოდა და ტყუილია იყო საზოგადოებისთვის მნიშვნელო...
1750660848
საზოგადოებადავით ბაქრაძე: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის წევრები თვეების განმავლობაში დადიოდნენ და შეხვედრებისას საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მიცემის წინააღმდეგ ლობირებდნენ
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც განსახილველი საკითხია 2012-2025 წლებში ზოგიერთი პოლიტიკოსის მიერ საქართველოს საგარეო პოლიტიკური ინტერესებისთვის ზიანის მიყენება, საქართველოს...