ლაშა დოლიძემ დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განახლებაში საპილოტე საძოვრები მოინახულა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა დოლიძე, კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (REC Caucasus) დირექტორ სოფიკო ახობაძესთან ერთად, სოფელ განახლებაში იმყოფებოდა, სადაც პროექტის - „საქართველოს მიწის დეგრადაციის ნეიტრალური ბალანსის მიზნების მიღწევა დეგრადირებული საძოვრების აღდგენისა და მდგრადი მართვის გზით“ - ფარგლებში მოწყობილი საძოვრები დაათვალიერა და ფერმერებს შეხვდა.
„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო გააგრძელებს ადგილობრივი ფერმერების მხარდაჭერას როგორც საკანონმდებლო, ისე პრაქტიკულ დონეზე, რათა მდგრადი ძოვების პრაქტიკა და საძოვრების მართვის ეფექტიანი მოდელები დაინერგოს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში“, - განაცხადა ლაშა დოლიძემ.
კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (REC Caucasus) მიერ პროექტის ფარგლებში, მთელი რიგი მნიშვნელოვანი ღონისძიებები განხორციელდა: 268 ჰა ფართობის საძოვარზე დაინერგა კონტროლირებადი ძოვების სისტემა, რაც ხელს უწყობს ბუნებრივი რესურსების დაცვას და ბალახოვანი საფარის აღდგენას; 40 ჰა საძოვარი დაიყო 8 ნაკვეთად, ბენეფიციარ ფერმერებთან ერთად შემუშავდა ძოვების კალენდარი და მესამე წელია, მიმდინარეობს ნაკვეთმორიგეობითი ძოვება; მოეწყო წყალმომარაგების ინფრასტრუქტურა; მოეწყო საჩრდილობელი სივრცეები: დაირგო 40 ადგილობრივი ხის ნერგი (იფანი და პანტა); გაიწმინდა 16 ჰა ტერიტორია.
„სოფელ განახლებაში პროექტის ფარგლებში შექმნილი საძოვრები ცხადყოფს, რომ ინტეგრირებული სოფლის მეურნეობის გზით ერთდროულადაა შესაძლებელი ბუნებრივი რესურსების აღდგენა და ფერმერთა ეკონომიკური
გაძლიერება. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ პროექტის ფარგლებში შეიქმნა ერთ-ერთი პირველი საძოვრებით მოსარგებლეთა გაერთიანება, რომლის წევრებს გადაეცათ რძის ჰიგიენური წარმოებისა და ცხოველთა მოვლისთვის საჭირო აღჭურვილობა; ჩატარდა ტრენინგები მეცხოველეობის, ცხოველთა ჯანმრთელობისა და რძის პროდუქტების წარმოების თემებზე“, - აღნიშნა სოფიკო ახობაძემ.
ადგილობრივი ფერმერის, შიო ზვიადაურის განცხადებით, პროექტის ფარგლებში მოწყობილმა საძოვრებმა დროისა და რესურსების დაზოგვის შესაძლებლობა გააჩინა. საქონელი მთელ დღეს საძოვარზეა და უზრუნველყოფილია წყლითა და ჩრდილით. შედეგად, გაიზარდა როგორც ხორცის გამოსავლიანობა, ისე პირუტყვის რაოდენობა.
პროექტი „საქართველოს მიწის დეგრადაციის ნეიტრალური ბალანსის მიზნების მიღწევა დეგრადირებული საძოვრების აღდგენისა და მდგრადი მართვის გზით“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიცირებით, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) და კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (REC Caucasus) მიერ გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) დაფინანსებით ხორციელდება.
1752681976
საზოგადოებავახტანგ ცინცაძე: ბოლო 4 წლის განმავლობაში საქართველოში 150,000 -ზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნა, სიღარიბე კი განახევრდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ ბოლო 4 წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები შეაფასა. მისი თქმით, საანგარიშო პერიოდში საქართველოს ეკონომი...
1752681886
საზოგადოებასაქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თურქეთის რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრ ომერ ბოლათს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თურქეთის რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა, რომელიც თბილისში საქართველო-თურქეთის ბიზნესფორუმის ფარგლებში იმყოფება. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ო...
1752680667
საზოგადოებაპრემიერ-მინისტრი კორპორაცია „ინდორამას“ მფლობელ ამიტ ლოჰიას შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე რუსთავის აზოტის ინვესტორი კორპორაცია „ინდორამას“ მფლობელ ამიტ ლოჰიას შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო კორპორაციის მიერ საქართველოში განხორციელებულ მსხვილ ი...
1752679231
ახალი ამბებისაქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციამ სანაპირო დაცვის დღე აღნიშნა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დაარსებიდან 27 წელი შესრულდა. სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, პოლკოვნიკმა დავით თამაზაშვილმა სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორთან, I რან...
1752678900
საზოგადოება22:00 სთ-დან 08:00 სთ-მდე სოფელ გიორგიწმინდასთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ძლიერი წვიმის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 96-ე კმ-ზე (სოფ....